გასართობისაკითხავისურათები

სპარსული კატები

სპარსულ კატებთან ერთად პოსტში იხილავთ ძალიან საინტერესო ფაქტებს…..

დღეისათვის სპარსული კატა ყველაზე   პოპულარული ჯიშის კატაა. ეს თავისთავად პირველ რიგში განაპირობა მისმა სილამაზემ და გრძელმა, ფაფუკმა ბეწვმა, მაგრამ ამავე დროს მისი პოპულარობა იმის დამსახურებაა, რომ იგი ძალიან ადვილად მოსავლელია.

სპარსული კატები არიან ძალიან მშვიდი და ნაზი. ისინი ადვილად ეგუებიან სხვადასხვა ადგილებს, უყვართ თამაში და ადვილად მოსავლელები არიან. სპარსულ კატებს აქვთ ტკბილი სახის გამომეტყველება, იმდენად მშვიდები არიან რომ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ერთ ადგილას იჯდეს ან ეძინოს. მისი სილამაზე, ელეგანტურობა, სიმშვიდე და ნებიერება იმდენად ბუნებრივი და კარგია რომ შეუძლებელია არ შეგიყვარდეს.  მყარი, დიდი და მრგვალი სხეული  დაფარული აქვს ბეწვის სქელი ფენით. აქვთ მოკლე ცხვირი.  სპარსული კატების თვალები მრგვალი და ფართოდ გაღებულია, რაც მთავარია საოცარი და ძალიან მრავალფეროვანია მათი თვალის ფერი.

სპარსული კატები უძველესია ცნობილ კატის ჯიშებს შორის. მათი  წარმომავლობა დანამდვილებით ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. სავარაუდოდ ეს კატა გავრცელდა სპარსეთის (ამჟამინდელი ირანი) და თურქეთის ტერიტორიიდან.

ცნობილია სპარსული კატის ორი სახეობა: მოკლე და გრძელ ბეწვიანი. ასევე ეს კატები შვიდ ჯგუფში ნაწილდებიან ფერების მიხედვით. არიან თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი, ჭრელი და სხვა…

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ 5  საინტერესო ფაქტი კატების შესახებ:  <3<3<3

1.მათ აქვთ 30 კბილი.

2.ცხოველებიდან კატებს ყველაზე მეტხანს ძინავთ. დაახლოებით 16 საათი.

3.კატები თეთრი ბეწვით და ლურჯი თვალებით ყოველთვის იბადებიან ყრუ, თუმცა მათ განვითარებული აქვთ სხვა გრძნობები.

4.ცხოველებში კატები თავისი ინტელექტით მხოლოდ შიმპანზეებს ჩამორჩებიან. განსაკუთრებით ჭკვიანები არიან სპარსული კატები.

5. მათი გადარჩენის შანსი მეტია მე-20 სართულიდან გადმოვარდნისას, ვიდრე მე-7დან, რადგან ამ დროში ისინი უკეთ აანალიზებენ, რა ხდება მათ თავს, მშვიდდებიან და ხტებიან ფეხებით.

 

თუკი სურვილი იქნება გავაგრძელებ ფაქტებს კატების შესახებ და ეჭვიც არ მეპარება რომ გინდათ არაა???

loading...
თეგები

M.N.888

davibade 1995 wlis 22 dekembers. var 16 wlis miyvars ucnauri.com

მსგავსი ამბები

Close
Close