არქივი

სიამის კატები

c269b76c3c49

გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიამის კატა ყველაზე პოპულარულია. ამ ჯიშს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სიამის კატა უხსოვარი დროიდან იყო სიამის სამეფოში (ტაილანდი). სუფთა ჯიშის კატას კუდი წატეხილი აქვს, ამაც განაპირობა რამდენიმე ლეგენდის წარმოშობა. ერთ–ერთის თანახმად, ტაილანდში მყოფი კატები ძვირფას ვაზბს და ჭურჭლებს დარაჯობდნენ. ისინი ჭურჭლის გარშემო წვებოდნენ და კუდს ვაზის ყელში ყოფდნენ, ამიტომ კუდმა ასეთი ფორმა მიიღო. მეორე ლეგენდის მიხედვით, როცა სიამის პრინცები საბანაოდ მიდიოდნენ, თავიანთ ძვირფას ბეჭდებს კატების კუდებზე აცვამდნენ. კატებს კუდების მოგრეხვა უწევდათ, რომ ბეჭდები არ დაეკარგათ. თუმცა, ერთ კატას მაინც დაეკარგა ბეჭედი. ამის შემდეგ მათ კუდებს უნასკვავდნენ. სხვა ლეგენდის მიხედვით, ერთ პრინცესას ყაჩაღები მისდევდნენ. პრინცესა სასახლეში ჩაიკეტა, მისმა ერთგულმა კატამ კი გასაღების ჭუჭრუტანაში კუდი შეყო, რომ ყაჩაღებს ვერ გაეღოთ. ასე დარჩა კუდი მოტეხილი.

1b7265c26860

კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად კატებმა სიმბოლური და რელიგიური მნიშვნელობა შეიძინეს. ეგვიპტეში კატა მიწისქვეშა სამეფოს მბრძანებლად ითვლებოდა. როცა კატა კვდებოდა, მას ბალზამირებას უკეთებდნენ და დიდი პატივით მარხავდნენ. ეგვიპტეში კატების სასაფლაოებს ჰექტრობით მიწები ეკავა.

კატის მუმია

c10500e23157

სიამის კატა არ ენდობა უცხოებს, შეიძლება სტუმარს თავს დაესხას კიდეც. მისი მარტო დატოვება არ შეიძლება, რადგან, შეიძლება სახლში “პომპეის უკანასკნელი დღე” მოაწყოს. სიამის კატას უყვარს ბავშვები და თამაში, მაგრამ თაგვების ჭერით თავს არ იწუხებს. იგი ბინას თავის საკუთრებად თვლის. მისთვის სულერთი არაა ვისთან ცხოვრობს, ის ფაქიზად გრძნობს ადამიანის ხასიათს და ვერ იტანს ოჯახს, სადაც ჩხუბობენ და ხმაურობენ.კატას უყვარს სუფთა ჰაერი, ამიტომ გააღებთ თუ არა ფანჯარას, მაშინვე რაფაზე ახტება. მას დღეში რამდენჯერმე შეუძლია დაათვალიეროს მთელი ბინა, მას ეს აწყნარებს. მან უნდა იცოდეს სად რა ხდება. საერთოდ ლიამის კატებს უყვართ მაღალ ადგილებზე მოკალათება, როგორც მათ წინაპრებს უყვარდათ ხის ტოტზე ჯდომა. ჯერ ერთი ეს უსაფრთხო ადგილია, მეორეც კარგად დაათვალიერებს ყველაფერს, მაგრამ სიამის კატის ოცნება მაინც პატრონის საწოლში ძილია.
a2c4585edc51

ბოლოს ყველასთვის საყვარელი მულტფილმიდან ყველასთვის საყვარელი კადრი მინდა შემოგთავაზოთ… ცოტა ბოროტი როლი აქვთ მაგრამ მაინც ძალიან საყვარლები არიან…

იმედია მოგეწონათ ჩემი პირველი პოსტი გავაგრძელოო???

წყარო: aboutsiamesecat.blogspot.com

M.N.888

davibade 1995 wlis 22 dekembers. var 16 wlis miyvars ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button