გამოგონებაკრეატივისაკითხავი

Grabit-ის კარის სახელურში ჩაშენებული სკანერი თითის ანაბეჭდისათვის


ალბათ ძნელია სახელურს, ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდისათვის, ტექნოლოგიური აღმოჩენა უწოდო,თუმცა დიზაინერმა დონსაკ სემ თავის ახალ კონცეპტში მათი კონსტრუქციის უფრო მოხერხებულად და ერგონომიულად ქცევა გადაწყვიტა. კონცეპტის სახელია Grabit, ავტორი სკანერის ჩაშენებას უშუალოდ კარის სახელურში გვთავაზობს.

სკანერი სახელურის საფუძველშია განთავსებული, მოსაბრუნებელი გულის ზემოთ. კარის გასაღებად მასზე ოთხი თითის მოჭიდებაა საჭირო,  როგორც ყოველთვის,  მაშინ როდესაც თავისუფალი დიდი თითი პირდაპირ სკანერის ზევით ხვდება. ეს იდენთიფიკაციის აქტივაციისა და კარის პრაქთიკულად მყისიერად გაღების შესაძლებლობას იძლევა.
რაღა თქმა უნდა, ამისათვის სისტემის სრულყოფაა აუცილებელი, რომელიც მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს, რადგანაც დღეისათვის სკანირება და ანაბეჭდის ამოცნობა გარკვეულ დროს მოითხოვს, ხოლო კარის უშუალო გახსნა ცალკეული მოქმედებაა.სისტება Grabit ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტია, თუმცა მის საფუძვლად დადებული ტექნოლოგია პრაქტიკაშიცაა გამოყენებული, ამიტომ ადრე თუ გვიან რაღაც მსგავსი აუცილებლად გამოჩნდება რეალურ სამყაროშიც.

წყარო: www.icode.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close