არქივი

ნესტორ მახნო

d4fbc8f608b1

ძნელია მსოფლიო ისტორიაში მოძებნო მეორე ისეთი ტრაგიკული პიროვნება, როგორიც ნესტორ მახნო იყო. დისკუსიები მახნოს პერსონის გარშემო დღესაც გრძელდება. 

არჩევანი

4951db9844b4

ნესტორ ივანეს ძე მახნო დაიბადა 1889 წელს სოფელ გულიაი–პოლეში ამჟამინდელი დნეპროპეტროვსკის ოლქში, ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი განათლება სოფლის სკოლის სამი კლასით ამოიწურებოდა. თხუთმეტი წლისამ მონაწილეობა მიიღო ძარცვაში. მახნოსა და მის მეგობრებს არ გაუმართლათ: მათ პოლიცია დაედევნა. ატყდა სროლა, რომლის დროსაც მახნოს პოლიციელი შემოაკვდა. ამის გამო მას გარდუვალი სახრჩობელა ელოდა. სიკვდილს მხოლოს მცირეწლოვანების გამო გადაურჩა. მომავალ ბატკოს უვადო კატორღა მიუსაჯეს.

კატორღაში მახნო დაუახლოვდა ანარქისტებს. ერთ–ერთმა მათგანმა ურჩია თავი ანარქისტად გაესაღებინა, რადგან პოლიტიკურებისათვის კატორღაში ბევრად იოლი რეჟიმი იყო. მახნო ასეც მოიქცა. მან განაცხადა, რომ შექმნა გულიაი–პოლეში ანარქისტული ჯგუფი, ეწეოდა ექსპროპრიაციებს და ა.შ. ამის შემდეგ ის ანარქისტთა ჯგუფში მიიღეს. ერთ–ერთმა ანარქისტმა ჰკითხა:

– სწავლა გინდა?

– ძალიან, – მიუგო მახნომ

– მაშ, შევუდგეთ განათლების მიღებას.

კატორღაში მიღებული განათლება

პატიმარ–ანარქისტთა უმრავლესობა ინტელიგენტი იყო. ზოგიერთს უმაღლესიც კი ჰქონდა დამთავრებული, სხვებმა ეს რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ვერ შეძლეს. მათ ჩაუტარეს ნიჭიერ გლეხის ბიჭს პირველი გაკვეთილები არითმეტიკაში, ისტორიაში, ლიტერატურაში და, რასაკვირველია, ანარქიზმში. მახნო ყველაფერს იოლად ითვისებდა. განსაკუთრებით ანარქიზმი მოეწონა.

– გინდა ანარქისტი გახდე?

– მინდა.

– დაფიქრდი, ეს შენი საბოლოო გადაწყვეტილებაა?

– დიახ.

– შენ მზად ხარ, თავი შესწირო ანარქიის იდეალებს?

– დიახ.

მე უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ვარ

b55718f2ef3c

!9!7 წლის თებერვალში დაემხო ცარიზმი. რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე გააქტიურდნენ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობები. კიევში შეიქმნა ცენტრალური რადა. უკრაინული სახელმწიფოებრიობის აღორძინების საკითხი ოფიციალურად დადგა დღის წესრიგში.

თებერვლის რევოლუციამ გაათავისუფლა მახნო. მშობლიურ სოფელში ის ავადმყოფი დაბრუნდა. მახნომ უმალ შემოიკრიბა თანამოაზრეების ჯგუფი, შეეცადა ანარქისტული მოძრაობის ფართოდ გაშლას, მაგრამ ამაოდ. გარშემო ყველას პირზე უკრაინის დამოუკიდებლობა ეკერა. მახნოს “თავისუფალი საბჭოები” არავის სჭირდებოდა.

– ხალხნო, შეიგნეთ, უკრაინის დამოუკიდებლობა არაფერს მოგცემთ. მშრომელთა მდგომარეობა ისევ მძიმე დარჩება. სახელმწიფო, მათ შორის უკრაინული სახელმწიფო, ბოროტებაა. სანამ არსებობს სახელმწიფო, იქნება ექსპლუატაცია.

– შენ რა, უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ხარ?

– დიახაც, წინააღმდეგი ვარ! – ცხარედ მიუგო მახნომ, – იმიტომ, რომ სახელმწიფო ბოროტებაა.

ხალხმა მხარი არ დაუჭირა მახნოს, თუმცა მას ჰყავდა მომხრეთა მცირე ჯგუფი.

შეხვედრა ლენინთან

8d9d32d4ea74

!9!7 წლის ოქტომბერში რუსეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. მალე რუსეთ–უკრაინის ომი დაიწყო. !9!8 წლის გაზაფხულზე უკრაინა გერმანელებმა დაიკავეს. მათ გარეკეს ცენტრალური რადა, ხოლო უკრაინის ჰეტმანად გენერალი პავლო სკოროპადსკი გამოაცხადეს. ბრესტის ზავის თანახმად, საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა, ეღიარებინა დამოუკიდებელი უკრაინა.

მახნო და მისი თანამოაზრეები წითელგვარდიელებს საბჭოთა რუსეთში გაჰყვნენ. მახნო დასახლდა მოსკოვში, სადაც იქაურ ანარქისტთა წრეში ტრიალებდა. მალე ენერგიული უკრაინელი ანარქისტით ჩეკა დაინტერესდა. ძერჟინსკიმ პირადად მოახსენა ლენინს, რომ მოსკოვში გამოჩნდა ვინმე მახნო, რომელსაც ტერორისტული მიდრეკილებები ახასიათებს. “ამ კაცს არ აქვს მიღებული საფუძვლიანი განათლება, სამაგიეროდ, გააჩნია ალღო და ორგანიზატორული ნიჭი. შესაძლოა, გადავისროლოთ ოკუპირებულ უკრაინაში, რათა სისხლი გაუშროს გერმანელებს.” ლენინმა გადაწყვიტა მახნოს ნახვა. მალე კრემლში მათი შეხვედრა შედგა.

– ამხანაგო მახნო, მე თქვენზე ბევრი რამ მსმენია, – ლენინმა მაგრად ჩამოართვა ხელი სტუმარს.

მათმა საუბარმა ორსაათნახევარს გასტანა. ამის შემდეგ ლენინმა გასცა განკარგულება ყოველმხრივ დახმარებოდნენ მახნოს. მალე პატარა, მაგრამ კარგად შეიარაღებულ რაზმთან ერთად მახნო უკრაინაში გადავიდა.

ლეგენდარული “ტაჩანკა”

f3d0b0048554

მახნო ჩავიდა მშობლირ გულიაი–პოლეში და შეკრიბა თავზეხელაღებულთა გუნდი. გერმანელებისა და მემამულეებისგან ხალხი ისე იყო შეწუხებული, რომ მახნოს მხარი დაუჭირეს. პარტიზანული რაზმიც დღითიდღე იზრდებოდა. ასე აზვირთდა მოძრაობა, რომელიც ისტორიაში მახნოვშჩინის სახელით შევიდა. მისი ცენტრი გახდა მახნოს მშობლიური გულიაი–პოლე.
e33ddf50af88
მალე მახნომ კონტროლი დაამყარა მოზრდილ ტერიტორიაზე. აქ მან ფრიად ორიგინალური წესები დაამყარა. ხელისუფლებას განასახიერებდნენ “თავისუფალი საბჭოები”, რომელთაც მოსახლეობა ირჩევდა. ასევე არჩევითი იყო ყველა, მათ შორის ჯარის მეთაურების თანამდებობაც. ჯარში სამსახური ნებაყოფლობითი იყო. ნებისმიერ ჯარისკაცს ნებისმიერ დროს შეეძლო არმიიდან წასვლა. მახნოს ბრძანებით, გლეხებისთვის გაიხსნა უფასო სკოლა, სადაც წერა–კითხვას ასწავლიდნენ. ციხე, როგორც ასეთი, მოისპო. კანონის დამრღვევთ ან საჯაროდ ამათრახებდნენ, ან ხვრეტდნენ.

0dbcf56c49c3

გერმანელები ამაოდ ცდილობდნენ მახნოს განადგურებას. მათთან ბრძოლისას მახნო წარმოჩნდა, როგორც ნიჭიერი პარტიზანი. სწორედ მახნომ გამოიყენა პირველად “ტაჩანკები”. ამან მახნოს არმია უფრო მობილური გახადა

მახნო და პეტლიურა
7522187bd5f7

1918 წლის დეკემბერში უკრაინაში გერმანელთა წინააღმდეგ საერთო–სახალხო აჯანყება დაიწყო. მას სათავეში სიმონ პეტლიურა ბ!877–!9260 ჩაუდგა. აჯანყებულებმა დაამხეს ჰეტმანი სკოროპადსკი, გარეკეს გერმანელები და აღადგინეს დამოუკიდებელი დემოკრატიული უკრაინული რესპუბლიკა. მალე გულიაი–პოლეში ჩავიდნენ პეტლიურას ემისრები.

– ჩვენ მივმართავთ სახელოვან ბატკო მახნოს და მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ.

პეტლიურას ემისრები მახნომ თავაზიანად მიიღო, თუმცა გაერთიანებაზე არც უფიქრია. მას შურდა პეტლიურასი, რომელსაც ბევრად მეტი მომხრე ჰყავდა. ამიტომაც მახნომ მიიღო ბოლშევიკების წინადადება პეტლიურას წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ. მალე მახნოს არმია ეკატერინოსლავისკენ დაიძრა. ბოლშევიკური რევკომიც ამას უცდიდა. ქალაქში პუტჩი დაიწყო. მახნოელებმა და ბოლშევიკებმა ქალაქი აიღეს. ეკატერინოსლავში მაროდიორობამ დაისადგურა. მალე პეტლიურამ ქალაქისკენ მსხვილი შენაერთები გადმოისროლა. უკრაინულმა არმიამ განდევნა ქალაქიდან პუტჩისტები. მახნოელთა შორის დანაკარგი დიდი იყო. თავად მახნო ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

დასცხე წითლებს, სანამ არ გაწითლდებიან, დასცხე თეთრებს, სანამ არ გათეთრდებიან

f1bdbb906d4f

!9!9 წლის ზამთარში უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსულმა წითელმა არმიამ დაიკავა. იმავე წლის გაზაფხულზე შემოიჭრა დენიკინის თეთრი არმია, რომელიც ასევე უკრაინაზე ბატონობას ესწრაფოდა. ამიტომ უკრაინელი ხალხი დაირაზმა როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთის წინააღმდეგ. ნაციონალური წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში სიმონ პეტლიურა ჩაუდგა.

შექმნილი ვითარება უკარნახებდა მახნოს შეეკრა ალიანსი პეტლიურასთან. გულიაი–პოლელი ბატკო ამას არ ჩქარობდა. თავს იჩენდა როგორც პირადი სიძულვილი, ასევე იდეოლოგიური უფსკრული. მახნო ფიზიკურად გაუსწორდა ატამან გრიგორიევს, რომელმაც პეტლიურას დავალებით ბოლშევიკების ზურგში აჯანყება მოაწყო. მიუხედავად ამისა, ბოლშევიკებმა არ დაუფასეს ამაგი. ლევ ტროცკიმ მახნოს ცოცხლად შეპყრობა ბრძანა. ამრიგად, მახნოსა და წითელ არმიას შორის დაიწყო ომი. მალე დენიკინელები მოვიდნენ. მახნომ მათ წინააღმდეგ პარტიზანული მოძრაობა გააჩაღა. სწორედ მაშინ დაიბადა ცნობილი ლოზუნგი:

– დასცხე წითლებს, სანამ არ გაწითლდებიან! დასცხე თეთრებს, სანამ არ გათეთრდებიან!

დენიკინთან ბრძოლის დროს მახნოელებსა და პეტლიუროველებს შორის ურთიერთობები დათბა. ადგილი ჰქონდა რიგ ერთობლივ ოპერაციებსაც კი. მიუხედავად ამისა, აშკარა იყო ამ ალიანსის დროებითობა. მახნო ემზადებოდა, რათა რევოლუციაში მესამე ძალად წარმოჩენილიყო. უკრაინის დამოუკიდებლობა მისთვის კვლავ მიუღებელი იყო.

ყირიმის ხაფანგი

!920 წელს წითელმა არმიამ კვლავ დაიკავა უკრაინა. მახნო ერთხანს ებრძოდა მას. პეტლიურას წინადადება ერთიანი ანტიბოლშევიკური ფრონტის შექმნის შესახებ მან უარყო. სამაგიეროდ, მიიღო წითლების წინადადება ვრანგელთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ. მახნოელები და ბოლშევიკები კვლავ მოკავშირენი გახდნენ. მალე მახნოს არმია ყირიმისკენ დაიძრა, სადაც თეთრი გენერალი, ბარონი ვრანგელი გამაგრდა.

უფროსი თაობის ადამიანებს ალბათ ახსოვთ მოთხრობა “მარილის აკვანი”. მასში აღწერილია, როგორ გადავიდნენ სივაშით წითელარმიელები და განდევნეს ყირიმიდან ვრანგელი. სინამდვილეში სივაშით გადასვლის იდეა მახნოს ეკუითვნოდა. ეს მისი მებრძოლები გადავიდნენ სივაშით და გზა გაუხსნეს წითელარმიელებს. მახნოელთა უმრავლესობა სამუდამოდ ჩაწვა მარილის აკვანში. ნაწილი ყირიმის ბრძოლებში დაეცა. ვრანგელის განდევნის შემდეგ მახნოს არმიის ნახევარზე მეტი აღარ არსებობდა.

ამის შემდეგ, მიხეილ ფრუნზეს ბრძანებით, წითელმა არმიამ ზურგში დაარტყა მახნოელებს. ყირიმის ხაფანგში შეტყუებული მახნოს არმია განწირული იყო.

ემიგრაცია

თავად მახნომ მებრძოლთა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად შეძლო გაქცევა. მახნო შეეცადა წინააღმდეგობის ორგანიზაციას, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ ის იძულებული გახდა საზღვარზე გადასულიყო და რუმინეთის ხელისუფლებას ჩაბარებოდა. ასე დაიწყო ემიგრაციის ხანგრძლივი და დუხჭირი წლები.

რუმინელებმა ანარქისტი მახნო ციხეში ჩააგდეს, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს. მახნო გადავიდა პოლონეთში, სადაც კვლავ დააპატიმრეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მახნო გაემგზავრა პარიზში. ის მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. ოდესღაც მრისხანე ბატკო მუშაობდა მეწაღედ, შემდეგ სტამბის მუშად. აქვე დაწერა მან თავისი მემუარებიც. გარდაიცვალა მახნო პარიზში, !934 წელს, აბსოლუტურ სიღატაკეში.

მახნოს ოჯახის ბედი

მახნოს ცოლი გალინა კუზემკო წლების მანძილზე ცხოვრობდა პარიზში და მუშაობდა მრეცხავად. !940 წელს საფრანგეთი ჰიტლერელებმა დაიკავეს. მათ დააპატიმრეს მახნოს ცოლი და ქალიშვილი, შემდეგ კი გერმანიაში იძულებით სამუშაოებზე უკრეს თავი. ტყვეობიდან ისინი საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა. გალინა კუზემკო და მისი ქალიშვილი ჩაიყვანეს სსრკ–ში და მალე გულაგში უკრეს თავი.

ხრუშჩოვისეულმა გალღობამ გაათავისუფლა ტყვეობიდან მახნოს ცოლი. გალინა კუზემკო დასახლდა ჯამბულში ბყაზახეთი0, სადაც ადგილობრივ ქიმიურ კომბინატში მუშაობდა. კუზემკო რამდენიმეჯერ ჩავიდა გულიაი–პოლეში, სადაც ქმართან ერთად დაუვიწყარი წლები ჰქონდა გატარებული.

ეპილოგი

1990 წელს მოსკოვურ პრესაში გამოჩნდა სტატიები, სადაც მახნოს გმირად მოიხსენიებდნენ. უკრაინაშიც აღმოჩნდნენ ძალები, რომლებმაც მისი გმირად შერაცხვა მოინდომეს. !996 წელს ოფიციალურ დონეზე დაისვა საკითხი მახნოს ნეშტის პარიზიდან უკრაინაში გადასვენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მახნო დაკრძალეს პერ–ლაშეზის სასაფლაოზე, პარიზელი კომუნარების კედლის მახლობლად.

უკრაინელი პატრიოტები წინ აღუდგნენ მახნოს გადმოსვენებას. აკი ბატკო უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო! მახნოს ნეშტიც შორეულ პარიზში დარჩა. ეს კანონზომიერია. მახნოს ხომ კომუნების და “თავისუფალი საბჭოების” უფრო სჯეროდა, ვიდრე უკრაინული სახელმწიფოებრიობის.

წყარო: www.gumbati.ge

kornelius

I am kornelius
Back to top button