არქივი

საოცნებო მამაკაცი – 2

love
www.ucnauri.com

მოგესალმებით კიდევ ერთხელ.. მე წავიკითხე წინა პოსტის კომენტარები და გადავწყვიტე  გამეგრძელებინა წერა. დღეს მინდა გესაუბროთ პირველ ნაბიჯებზე გოგოსთან. საერთოდ ურთიერთობა… რამოდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი  ეტაპი გაცნობაა. აი გაცნობას რაც შეეხება მინდა გითხრათ , რომ პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მთავარია.

დავუშვათ გოგონა რომელიც მოგწონთ თქვენი ჯგუფელია და არ იცნობთ მას.  მცირე დაფიქრებაა საჭირო თუ როგორ და რა ფორმით გამოველაპარაკოთ მას. (საერთოდ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ უცხო ადამიანები ყოველთვის  მოგერიდებიან თუ წინიდან მიხვალთ, პირადი სივრცის დარღვევაა და ამ სივრცის დარღვევას გარკვეული დრო სჭირდება).  ეცადეთ გვერდიდან მისვლას, მშვიდად, აუღელვებლად და მიესალმეთ.

– გამარჯობა (არავითარი ჰაი ან პრივეტ ან ზდაროვა ან რამე მსგავსი, უნდა აფიქრებინოთ, რომ ჯელტმენი ხართ და არა პაცანა ბიჭი )

– გაგიმარჯოს. (დამიჯერეთ, ადამიანს როგორც მიუდგებით იგივეს მიიღებთ  სანაცვლოდ. რათქმა უნდა თუ გოგონას მანამდე ნალაპარაკები მაინც ექნება ვინმე სხვა ბიჭთან და ბედნიერებისაგან ცანცარს არ დაიწყებს).
– აუ იცი ეს ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნა რას ნიშნავს ? (ამ დროს ანახეთ რაიმე ქსეროქსი საერთო ლექციიდან და თხოვეთ დახმარება )

pocemon

პირველი ნაბიჯი გადადგმულია..  უკვე ნაცნობები ხართ. სახელს კი ვითომდა  იმიტომ ეკითხებით, რომ მიმართვისას გამოიყენოთ. დაიმახსოვრეთ ,რომ არასოდეს პირველი არ კითხოთ სახელი. ანუ ჯერ რამოდენიმე კითხვა დაუსვით და ამის მერე კითხეთ.

თუ გოგო უცნობია და ქუჩაში  გვხვდება როგორც კი გაგივლით და 2-3 ნაბიჟით გაცდებით უკნიდან დაუძახეთ, ვინმე გოგონას სახელი მაგალითად – ქეთი. უმარტივესია. გეტყვით რომ ქეთი არ ქვია,  (თუ ქვია და ესეიგი იცნობთ :D ) გოგონა თუ გეტყვით, რომ ის ქეთი არაა დაჟინებით დააჯერეთ,  რომ ის თქვენი ბავშვობის მეგობარია..  (ბოლოს აუხსნით ვითომდა გავს ძალიან) და ეს უკვე ერთგვარი ურთიერთობაა. მერე კითხეთ:

– შენ საბურთალოზე არ ცხოვრობ?

-არა!

-აბა ?

ელემენტარული დიალოგია და საცხოვრებელ უბანს ვიგებთ. ასე ხდება  სხვადასვა ინფორმაციის ჩუმად მოპარვა. ნუ მე ძალიან მარტივ ხერხებს ვწერ მთავარია თქვენ ამაზე ააგოთ დიალოგი თქვენი ნებისამებრ.

გახსოვდეთ: ადამიანის დაახლოვება თუ გინდათ თქვენს შორის უნდა გაჩნდეს პატარა საიდუმლო. 

დაფიქრდით მამაკაცები, როცა იცით , რომ გოგოს თქვენს მიმართ ინტერესი აქვს და თქვენ ის გოგო არ გიზიდავთ და იცით, რომ ნებისმიერ დროს შეძლებთ მასთან ყოფნას.  ისე მიხვალთ რომ სხვა უკეთეს შანსს არ დაელოდებით? ესევე არიან ქალებიც, ნუ დაანახებთ იმას, რომ გაებით და მის გარეშე ვერ იცოცხლებთ სანამ არ დარწმუნდებით, რომ ისიც თქვენნაირადაა…

ყოველთვის თვალებში უყურეთ და ისე იმოქმედეთ. გაბედული და “ნაგლური” უნდა იყოთ.  შეიძლება ქალი რამეზე იძახდეს კის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეა. ჩვენ ამას ხშირად ვერ ვხვდებით და ხანდახან უაზროდაც ვუთმობთ.

ნუ იფიქრებთ იმას, რომ როცა ქალთან ურთიერთობა გაქვთ გახდეთ კარგი “საქმრო” ანუ აგიხსნით ახლა რაც ვიგულისხმე ამაში. მე ვიცნობ წყვილებს, სადაც ბიჭი ასე ვთქვათ “სიძედ სასურველია” ყველაფერს აკეთებს მეორე ნახევრისთვის, რომ ბედნიერი გახადოს. კოველთვის უთმობს, რომ კონფლიქტი აირიდოს თავიდან და საბოლოოდ გამოდის, რომ გოგოს დედას უფრო უყვარს ეს ბიჭი ვიდრე გოგოს. ასე რომ ეს შეცდომაა!

არ უთხრათ ქალს სიტყვა  ” შენი ვარ” , ქალი უნდა იყოს თქვენი. ხშირად არ უნდა დაუთმოთ. (თითქმის არასდროს) თქვენს ადგილას არსად გავუშვებდი ჩემს გარეშე. ნუ გგონიათ, რომ თავისუფლებას წაართმევთ, პირიქით ამ დროს ქალი ფიქრობს, რომ  ზრუნვთ და უყვართ როცა ვინმე ბრძანებლობს მათზე (ვიცი ქალების უმეტესობა არ დამეთანხმება თუმცა ეს ესეა :) ).

დამავიწყდა მეთქვა, რომ ქალების დიდი ნაწილი ხელებს აკვირდება. ფრჩხილები ყოველთვის სუფთა უნდა გქონდეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ სალონში კაცურობას დაკარგავთ და ამით და დაფრთხობთ მათ.

 

 

 

monte

vecdebi dagainteresot chemi postebit :)
Back to top button