საკითხავისასარგებლო

მხედველობის ორგანო – თვალი

თვალის აგებულება

გარემოდან ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ჩვენ თვალით აღვიქვამთ. თვალის აგებულებასა და მხედველობითი ინფორმაციის გადაცემის სქემას სრულად ნახვაში იხილავთ.

თვალი სამი გარსისგან შედგება. გარეთა, თეთრი გარსი – სკლერაა. ის თვალის წინა ნაწილში გამჭვირვალე რქოვანაში გადადის.

სკლერის შიგნით შუა – სისხლძარღვოვანი გარსია, რომელიც წინა ნაწილში ფერად გარსში გადადის. თვალის ფერს პიგმენტი მელანინი განსაზღვრავს. მისი მცირე კონცენტრაციისას თვალი ცისფერია, მაღალი კონცენტრაციისას კი – ყავისფერი ან შავი.
ფერადი გარსის ცენტრში ხვრელია – გუგა, რომელიც მუქ ყავისფრად (შავად) მოჩანს. ის სხვადასხვა განათების პირობებში ვიწროვდება და ფართოვდება. ძლიერი განათებისას ფერად გარსში მოთავსებული ირგვლივი კუნთები იკუმშება და გუგის ხვრელს ავიწროებს, სიბნელეში კი განივი კუნთების შეკუმშვით ხვრელი ფართოვდება.

გუგის უკან გამჭვირვალე, მკვრივი ბროლია, რომელიც წამწამოვან კუნთს უკავშირდება. ამ კუნთის შეკუმშვა – მოდუნებით ბროლი ფორმას იცვლის.
გუგის ხვრელით სინათლე თვალის ყველაზე ღრმად მდებარე გარსამდე – ბადურამდე აღწევს, რომელიშიც სინათლის რეცეპტორებია მოთავსებული.

*- დახატეთ თეთრ ფურცელზე სხვადასხვა ფერის ფიგურები. შედით ბნელ ოთახში და დახედეთ ფურცელს. არჩევთ ფიგურების ფერებს? საინტერესოა, რატომ? ახსნა:

ბადურა ორი ტიპის რეცეპტორს – ე.წ. ჩხირებსა და კოლბებს შეიცავს. ჩხირების ასაგზნებად მხირე განათებაც საკმარისია, მაგრამ ისინი ფერებს ვერ არჩევენ. კოლბები კი მხოლოდ ძლიერი განათებისას იგზნებიან და კარგად არჩევენ საგნის ფერებსა და მის უმცირეს დეტალებს.

რეცეპტორებიდან გამოსული მორჩები მხედველობის ნერვს ქმნიან. მას ინფორმაცია ტვინის ქერქის მხედველობის ზონაში მიაქვს, რომელიც კეფის უბანშია.
ვიდრე სხივი ბადურამდე მიაღწევს, ის გზაში მიმართულებას იცვლის, რქოვანასა და ბროლშ გავლისას გარდატყდება და ბადურაზე 180 გრადუსით ამობრუნებული გამოსახულება მიიღება. ეს “შეცდომა” ტვინში სწორდება. როგორც ამბობენ, ჩვენი თვალი სამყაროს თავდაყირა აღიქვამს, მაგრამ ტვინმა ისწავლა მისი ნორმალურ მდგომარეობაში დანახვა.

საგნის მკაფიოდ დასანახად აუცილებელია, რომ მისი გამოსახულება ხუსტად ბადურაზე ფოკუსირდეს. როგორ ახერხებს თვალი მკაფიოდ დაინახოს შორს და ახლოს მყოფი საგნები? გადამწყვეტი როლი ამ პროცესში ბროლს ენიჭება. როდესაც შორს არსებულ საგნებს ვუყურებთ, (ა) ბროლი ბრტყელდება და მასზე მოხვედრილი სინათლის სხივი პატარა კუთხით გარდატყდება. ახლოს მდებარე საგნების ყურებისას კი (ბ) ბროლი ამოიბურცება და სინათლის სხივი დიდი კუთხით გარდატყდება. ბროლის სიმრუდის ასეთ ცვლილებას აკომოდაცია ეწოდება.

ზოგჯერ თვალი კარგავს აკომოდაციის უნარს და ადამიანს სათვალის ტარება სჭირდება.

ახლომხედველი ადამიანი საგნებს ბუნდოვნად ხედავს, რადგან გამოსახულება ვერ აღწევს ბადურამდე და მის წინ ფოკუსურდება.
ახლომხედველები ჩაზნექილლინზიან სათვალეს ატარებენ. ასეთი ლინზა ამცირებს სინათლის გარდატეხის კუთხეს.

თეგები

GiGii

Nope

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close