ბარბი
დაიბადა: მარტი 9, 1959, ნიუ-იორკი
დაბადება:
ბარბის – შექმნამდე ბავშვები თამშობდნენ თოჯინებით, რომლებიც წააგავდნენ ჩვილ ბავშვს.
როდესაც მისმა შემქმნელმა Ruth Handler გამოიგონა ბარბი, იგი დარწმუნებული იყო მის პოპულარიზაციაში, თუმცა ვერავინ ივარაუდებდა რომ იგი მოედებოდა მთელს მსოფლიოს, და რეალიზაციაში ჩაშვებისთანავე 3 ბარბი იყიდებოდა 1 წამში. ბარბი იყიდებოდა მსოფლიო 150 ქვეყანაში. პირველ წელს 351,000 ბარბი გაიყიდა
ბარბიმ აღიარება მოიპოვა ამერიკის სათამაშოების გამოფენაზე. ბარბის ჩაცმულობაზე ზრუნავდა Charlotte Johnson Mattel, იმ დღეს ბარბის ეცვა საცურაო კოსტუმი – ზებრასავით თეთრ-შავ ზოლებიანი.
Handler – ები იყვნენ Mattel -ის კომპანიონები ამ თოჯინის შექმნაში, და სწორედ Handler-ის მეუღლეს ეკუთვნის იდეა დაერქმიათ ამ საოცარი თინეიჯერი, მოდური გოგონასთვის ბარბი, მისი ქალიშვილი – ბარბარას – საპატივცემულოდ, და ის რომ ბარბი უნდა ყოფილიყო მოზარდი გოგონა, პრანჭია, რომელსაც თავი უკვე დიდი ქალი ჰგონია. ბარბის ეცვა ხელთნაკეთი სამოსი.
თუმცა კი ვიცით რომ ეს ყველაფერი მოგონილია, სინამდვილეში:
ბარბის მშობლები იყვნენ დიდგვაროვნები, რომლებიც ცხოვრობდნენ ქალაქგარეთ, პატარაობისას ბარბი იზრდებოდა სუფთა ჰაერზე, ყავდა საკუთარი ცხენი – პონი და უამრავი ცხოველი.
ბარბი არის დედისერთა, ყავს უამრავი მეგობარი…
როდესაც წამოიზარდა და დაამთავრა სკოლა ჩამოვიდა ქალაქში, ბარბი სწავლობდა ძალიან კარგად სკოლაში, თუმცა რაიმე პროფესიის დაუფლება მაინცდამაინც არ უნდოდა, არც დიპლომი ადარდებდა, რომელიც ვის დააინტერესებდა? მხოლოდ დედამთილს და მამათილს, ამიტომაც ბარბის ინსტიტუტში არ ჩაუბარებია.
ბარბიმ დაიწყო ფოტო-მოდელობა, მაგრამ არ გეგონოთ ბარბი ერთი გოგონაა, რომელიც ვარდისფერ ფერს ეტრფის და ტანსაცმლის გარდა არაფერი ადარდებდეს, ბარბი ფლობს ძალიან ბევრ პროფესიას, არის ასტრონავტი, ექიმი, კოვბოი…. აქვს მიღებული 75-ქვეყნის მოქალაქეობა.
ბარბის ოჯახი:
ბარბის დედა იყო დიდგვაროვანი, მამა კი გაღარიბებული დიდგვაროვანის შვილი. მათ ერთმანეთი სკოლის ასაკში გაიცნეს. დედამისი იყო გულშემატკივართა ჯგუფის ხელმძღვანელი მამამისი კი უბრალო ბარის ოფიციანტი. მაგრამ მათ ნამდვილი სიყვარული ქონდათ, თუმცა შემდეგ ისინი განქორწინდნენ, როდესაც ბარბი იყო 3 წლის, ამიტომაც ბარბის არ ყავს და-ძმა. მიზეზად ის მოიყვანეს, რომ ძალზედ ადრე შექმნეს ოჯახი. ბარბის მამა ევროპაში გადასახლდა.
ბავშვობაში ბარბი იყო წითური/რიჟა, გარდატეხის ასაკში კი თმა გაუქერავდა. 16-18 წლისა კი ნამდვილ ლამაზმანად იქცა.
დედამ შეაყვარა ბარბის ლამაზად ჩაცმის ხელოვნება, დედამისი ძაფის ქარხანას ფლობდა
ბარბისთვის დედა ქალის ეტალონი იყო, თუმცა შემდეგ ბარბიმ გაიგო დედამისის წარსულიდან საშინელი ფაქტები. დედამისი იყო სტრიპტიზ კლუბის მოცეკვავე, თვითონ ბარბის კი ცეკვას უშლიდა. ბარბიმ ეს ამბავი ძალიან განიცადა და სახლიდან გაიპარა, ევროპაში წავიდა ცოტა ხნით სამოგზაუროდ, კერძოდ ინგლისში 1967 -წელს. ბარბი ძალიან ემოციური გოგონაა, მიხვდა რომ დედას ტყუილად გაუბრაზდა და სახლში დაბრუნდა
კარიერა:
ბარბის დებიუტი როგორც მსახიობის შეგა ფილმში: მშვენიერი პრინცესას გულის მონადირება, სადაც მთავარ როლს ასრულებდა თავისი დროის სუპერვარსკვლავ მსახიობ მამაკაცთან ერთად. ფილმი მაღალბიუჯეტიანი იყო და ჰონორარიც საკმაოდ დიდი აიღო ბარბიმ, თუმცა თანხის 90 პროცენტი ანონიმურად გადარიცხა საქველმოქმედო ფონდში. 10% კი თავისთვის დაიტოვა, ბარბი კეთილი იყო მაგრამ არა სულელი, რომ მტელი თანხა გადაერიცხა სხვისთვის.
ბარბიმ მსახიობობას თავი მიანება და მოდელობა დაიწყო. ბარბი, ტერეზა და კრისტის ბევრი შემოთავაზებები ქონდათ, გოგონებს იღებდნენ უამრავ ფოტორეკლამებში და მიწვევები ქონდათ წამყვანი დიზაინერების დეფილეებზე.
8 მარტს ბარბი 50 წლის გახდა, ნუთუ თქვენ გგონიათ ეხლა ბარბი ასე გამოიყურება?
არა, არაა… ბარბი უბერებელია. ის მუდამ თინეიჯერი, მოდური გოგონაა…