გართობაუცნაური

ყველაზე უაზრო “ქორწინებები”

779f4c5c91ba
პოსტში ოხილავთ ინფორმაციას ისეთი 10 არატრადიციული ქორწინების შესახებ, როგორიცაა ეიფელის კოშკის საკუთარ “მეუღლედ” გამოცხადება.

779f4c5c91ba
1. ქალი, რომელიც გათხოვდა ეიფელის კოშკზე.
ერიკა ლა ტურ ეიფელი, 37 წლის, ცხოვრობს სან-ფრანცისკოში. მას აქვს ფსიქოლოგიური მიდრეკილება უსულო საგნებისადმი. ერიკამ ეიფელს ფიცი მისცა, რომ ეყვარებოდა. ცერემონია ჩატარდა რამოდენიმე მეგობრის გარემოცვაში. პატარძალი კი ლეგალურად გადავიდა “სიძის” გვარზე.

7b77c7656f38
2.კაცი, რომელიც საკუთარ თავზე დაქორწინდა.
39 წლის ლიუ იე, ჩინეთიდან, დაქორწინდა საკუთარ თავზე. ცერემონიას ესწრებოდა 100 სტუმარზე მეტი. მას და მის მუყაოს გამოსახულებას, წითელ კაბაში, თან ახლდათ თითო-თითო მეჯვარე. ლუიმ განაცხადა, რომ ბევრი მიზეზი აქვს საკუთარ თავზე დასაქორწინებლად, მაგრამ ამას ძირითადად იმიტომ აკეთებს,რომ უკმაყოფილებას გამოხატავს რეალობისადმი, ეს ჩორწინება მას “მთლიანს” ხდის და მისი მოსაზრება ოჯახის შექმნის შესახებ სხვებისაგან განსხვავდება

c161a95255b7
3.ქალი,რომელსაც ურთიერთობა აქვს მუსიკალურ ცენტრთან

ის 43 წლისაა(მისი სახელის გამხელა გარკვეული მიზეზების გამო არ ხდება). იგი ე.წ. ობიეკტუმ-სექსუალია და დაავადებულია ასპერგერის სინდრომით. ქალს სურს გაიჩინოს მეგობრები, მაგრამ ეშინია იმ უარყოფითი შეფასებისა, რომელსაც სავარაუდოდ ყველასაგან მიიღებს.

00705ad7a0c4
4..შვედი ქალი, რომელიც დაქორწინებული იყო კედელზე 30 წლის განმავლობაში.
Eija-Riitta Berliner-Mauer 54 წლისაა. მას ექიმებმა დიდი ხნის წინ დაუსვეს დიაგნოზი- ობიეკტუმ-სექსუალი. სტრუქტურები მაშინ შეუყვარდა როცა ისინი ტელევიზორში იხილა, მაშინ 7 წლის იყო.

dd0944f006af
5. იაპონელი კაცი, რომელიც დაქორწინდა პერსონაჟზე.

ნოემბერში, იაპონელი მამაკაცი, რომელიც ცნობილია Sal9000-ის სახლით, დაქორწინდა ნენე ანეგასაკიზე. მას ნამდვილი საქორწინო ცერემონია ჰქონდა, რომლითაც გამოხატა აზრი იმის, შესახებ , რომ წარმოსახვით ხალხზეც უნდა შეიძლებოდეს ქორწინება.

7514eb0bd3de
6. ქალი, რომელიც აპირებს დაქორწინდეს ატრაქციონზე.

ემი ვოლფი 32 წლის ამერიკელია, ცხოვრობს ნიუ-იორკში.მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ბავშვობიდან ჰქონდა მიდრეკილებები უსულო საგნების მიმართ. ატრაქციონი, რომელზეც ის აპირებს დაქორწინებას-“1001 Nacht”, პენსილვანიაში მდებარეობს. ტერიტორიული სიშორის გამო, ემის მის სურათთან ერთად სძინავს.ის თვლის , რომ მათ შორის ფსიქიკური კავშირია და არ ეჭვიანობს, როდესაც მასზე ასობით ადამიანი ჯდება. :D

1665cbdf10bb
7. ქალი, რომელიც დაქორწინდა თავის გარდაცვლილ ექს-შეყვარებულზე.

Magali Jaskiewicz და Jonathan George გეგმავდნენ, რომ 2008 წლის ნოემბერში დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ ჯონათანი ქორწინებამდე 2 დღით ადრე მოკლეს. 32 წლის ჯაზკივიცმა ერთ-ერთიფრანგული კანონის გამოყენებით, რომელიც გარდაცვლილ პარტნიორზე დაQორწინების უფლებას იძლევა იმ შემთხვევაში, ტუ ქორწინება დაგეგმილი იყო და ყველა საბუთი ამის შესახებ ოფიციალურადაა დამოწმებული, დაქორწინდა გარდაცვლილ პარტნიორზე.

ee979552b5d1
8. კაცი, რომელმაც ცოლად ბალიში შეირთო.

ლი ჯინ-გიუ, კორეელი მამაკაცი დაქორწინდა იაპონურ ბალიშზე, რომელსაც ანიმეს პერსონაჟი ახატია. 28 წლის სიძემ თავის ბალიშს განსაკუთრებული ცერემონიალი მოუწყო.ბალიში, როგორც სურათიდან ხედავთ , თეთრ, საქორწინო კაბაში იყო გამოწყობილი. “წყვილის” ქორწინებას აშუქებდა ლოკალური ტელევიზიაც.

2de6ac43cd28
9. ქალი, რომელიც გველზე დაქორწინდა.

ქორწინების ცერემონიალი 2006 წელს ჩატარდა და მას 2 ათასზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.(!) პატარძალი მაშინ 30 წლის გახლდათ, მას ბიმბალა დასი ჰქვია. მისი თქმით, სანამ თავის კობრას შეხვდებოდა თვლიდა, რომ გველებს ადამიანების არ ესმოდათ. როდესაც ბიმბალამ ქორწინების შესახებ განაცხადა , ეს აზრი სოფლის მცხოვრებლებს ძალიან მოეწონათ.

9c7a141c961b
10. კაცი, რომელსაც დიდი ხანია ურთიერთობა აქვს Volkswagen Beetle -თან.

ედვარდ სმიტი, რომელიც თავის “შეყვარებულთან”-ვანილასთან ერთად ცხოვრობს, 57 წლისაა.ის ვაშინგტონში ცხოვრობს. სმიტს მიდრეკილებები არც ქალისკენ და არც მამაკაცისკენ არასდროს ჰქონია. ვანილამდე მას 5წლიანი ურთიერთობა ჰქონდა ვიკტორიასთან.

pandora

blah blah blah

მსგავსი ამბები

Back to top button