კულტურაუცნაური

აღმოჩენილია თაფლის ახალი თვისებები

0255f4219183 მეცნიერებმა აღმოაჩინეს თაფლის ახალი თვისებები … ახალ ზელანდიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თაფლი აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს შფოთვას. გამოკვლევები ჩაატარეს ლინ ჩეპალისმა და ნიკოლა სტარკეიმ ვაიკატოს უნივერსიტეტიდან გამილტონში (ახალი ზელანდია). მათ თაგვები 12 თვის განმავლობაში ყავდათ დიეტაზე, შემადგენლობა: 10% თაფლი , 8% სახაროზა და რაც არ შეიცავდა შაქარს. სამივე ჯგუფის თაგვებს, რეგულარულად ადარებდნენ ერთმანეთს, შფოთვასა და მეხსიერების გაუმჯობესებაზე. გამოკვლევების შედეგების თანახმად, გამოვლინდა , რომ თაგვები რომლებიც იყვნენ თაფლის დიეტაზე ორჯერ უფრო მეტ დროს ატარებდნენ ღია ექსპერიმენტულ ლაბირინთებში ვიდრე თაგვები რომლებიც იყვნენ სახაროზას ან უშაქრო დიეტაზე. მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნები, რომ მათ ქონდათ გაღიზიანების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ეს თაგვები აქტიურად შედიოდნენ Y ლაბირინთის განყოფილებაში და გაცილებით უკეთ ახდენდნენ სივრცეში ორიენტაციას ექიმი სტარკეი გამოკვლევების საფუძველზე თვლის რომ თაფლის დიეტა ამცირებს შფოთველობის დონეს და ამავდროულად აუმჯობესებს მეხსიერებას სიბერის ჟამს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თაფლის ასეთი ღვთაებრივი მოქმედება განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური თვისებებით. b7fb90a309a4

მსგავსი ამბები

Back to top button