უცნაური

10 აუხსნელი გამოცანა

0

10 აუხსნელი გამოცანა.

ყინულის ქალი
ბუნება ზოგჯერ სცდება ნორმალურის ჩარჩოებს, მაგრამ ყველაზე საშიში არის მაშინ, როდესაც ეს ემართებათ ადამიანებს. ცივი დილა იდგა ლენგბიში, მინესოტა, როდესაც კაცმა იპოვა თავისი 19 წლის გაყინული მეზობელი, ჯინ ჰილარდი, რომელიც იწვა თოვლში, ჯინი ცდილობდა მეზობლამდე მისულიყო, რომ ეთხოვა დახმარება, მას შემდეგ რაც ავტოკატასტროფა მოუვიდა. როდესაც ის აღმოაჩინეს, მაშინვე გააქანეს ადგილობრივ ჰოსპიტალში, სადაც მისმა მდგომარეობამ გააოგნა ექიმები, თითქოსდა მისი სხეული გაკეთებული იყო ყინულისგან, ჯინი იყო სერიოზულად გაყინული და არცერთი კიდური არ მოძრაობდა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სიტუაცია რჩებოდა კრიტიკული, ჯინი გონზე მაინც, რომ მოსულიყო, მას ექნებოდა ტვინის სერიოზული დაზიანება და საჭირო გახდებოდა ფეხების ამპუტირება. ოჯახი იმედოვნებდა, რომ მოხდებოდა სასწაული. ორი საათის შემდეგ პაციენტს დაეწყო კრუნჩხვები და ის მოვიდა გონზე. ჯინი გრძნობდა თავს კარგად როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად. ყინვა ექიმების გასაოგნებლად ნელ-ნელა ქრებოდა მისი ფეხებიდან. ის გამოწერეს 49 დღის შემდეგ, რომელიმე სხეულის ამპუტაციის გარეშე.

რკინის კოლონა დელიში
რკინა არის ყველა მეტალების მეფე, გამოიყენება პრაქტიკულად ყველაფერში, დაწყებული სახლის ფუნდამენტიდან დამთავრებული ველოსიპედით. სამწუხაროდ, რკინა ადრე თუ გვიან ნელ-ნელა უნდა გახდეს ჟანგი, გარდა ამ ფენომენალური ნაგებობისა: რკინის კოლონა დელიში, რომლის სიმაღლეც შეადგენს 7 მეტრს და წონაში 6 ტონაა, თუ როგორ შეძლო მან 1600 წლის განმავლობაში კოროზიის შეჩერება? როგორ შეძლო რაღაცამ, რაც 98%-ით შედგება რკინისგან, რომ გაძლო ასე დიდხანს? მეცნიერებამ ამაზე იპოვა პასუხი ამაზე, მაგრამ როგორ აღმოაჩინეს უძველესმა მჭედლებმა ეს ფაქტი ამდენი ხნის წინ? ეს მოვლენა ჯერაც აკვირვებს არქეოლოგებს.

კეროლ ა. დირინგი
ხომალდ მარია ჩელესტეს მისტიკური გაუჩინარებიდან 50 წლის შემდეგ მოხდა მსგავსი მოვლენა, როდესაც გემი კეროლ ა. დირინგი აღმოაჩინეს ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროზე 1921 წლის 31 იანვარს. როდესაც სამაშველო გემები მივიდნენ და ავიდნენ ხომალდზე დაინახეს, რომ ბორტზე არავინ არ იყო, მაგრამ შეამჩნიეს, რომ საკვები გამზადებული იყო მომდევნო დღისთვის, მეტი ვერაფერი იპოვეს, რაც მიანიშნებდა ეკიპაჟის არსებობაზე. არანაირი პირადი ნივთები, არც ჟურნალი, არც კვალი ზუსტად ისე როგორც მარია ჩელესტეს შემთხვევაში. წარმოიშვა თეორიები პარანორმალური მოვლენების შესახებ, რადგან ხომალდი იმყოფებოდა ბერმუდის სამკუთხედის რაიონში. სხვებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო მეკობრეების ან რუსების ნამოქმედარი.

ჰათჩისონის ეფექტი
ჰათჩისონის ეფექტი მიეკუთვნება ამაზრზენი მოვლენების სერიას, მომხდარების, როდესაც გამომგონებელმა ჯონ ჰათჩისონმა შეეცადა ხელახლა ჩაეტარებინა ნიკოლა თესლას ექსპერიმენტები. ზოგიერთი მათგანი ითვლის ლევიტაციას, გაქრობას და ა.შ. ყველაზე უცნაური არის ის, რომ ექსპერიმენტის შემდეგ ჰათჩისონი იგივე ექსპერიმენტს იგივე შედეგით ვეღარ ატარებდა. ეს ექსპერიმენტი გახდა იმდენად პოპულარული, რომ გამოიწვია სამხედროების და ნასას ინტერესი, მაგრამ წარმატებას ვერც მათ მიაღწიეს.

ბელმესის სახეები
ეს მემგონია თუ ეს სახის მსგავსი ლაქაა რომელიც შენ გიყურებს? ეს ბელმესის ერთ-ერთი სახეა, რომელიც იპოვეს პერეირების ოჯახში. უკვე 20 წელია ეს სახეები მოგვაგონებენ კაცებს და ქალებს. ისინი ჩნდებიან სახის სხვადასხვა გამომეტყველებით. უცნაური, რომ სახეები ჩერდებიან სახლში დროებით და შემდეგ ქრებიან. ჩატარდა კვლევები იმის გასაგებათ, თუ რა იწვევს ასეთ ეფექტს, ერთ-ერთი ამგვარი სახის გამოჩენისას ამოთხარეს მიწა სახლის ქვეშ და იპოვესა ადამიანის სხეული, მაგრამ სახეები მაინც ჩნდებიან, ვერანაირი პასუხი ვერ იპოვეს.

გაქრობადი ტბა
2007 წლის მაისში პატაგონიაში, ჩილეში ტბა უბრალოდ გაქრა და დატოვა 30 მეტრიანი ორმო, გაყინული ბორცვები და მშრალი მიწა. ეს არ იყო რაღაც პატარა ტბა, ამ ტბის სიგრძე შეადგენდა 5 მილს. როდესაც გეოლოგებმა ბოლოს დაათვალიერებს ტბა 2007 წლის მარტში ვერაფერი უცნაური ვერ ნახეს, მაგრამ რა მოხდა 2 თვის განმავლობაში ისეთი, რამაც ტბა არამხოლოდ გააქრო არამედ აქცია მდინარე, რომელიც მოედინებოდა ტბიდან, პატარ-პატარა გუბურებათ. გეოლოგების სვამენ კითხვას, როგორ შეიძლება ასეთი დიდი ტბა ასე უბრალოდ გაქრეს? ეს შეიძლება მოხდეს მიწისძვრის გამო, მაგრამ არანაირი ძვრები არ დაფიქსირებულა. უფოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს კოსმოსურმა ხომალდმა დააშრო ტბა. ვერც ამ გამოცანაზე მიაგნეს პასუხს.

ბლანტი წვიმა
1994 წლის 7 აგვისტოს ქალაქ ოუკვილის მოსახლეობას, ვაშინგტონში ელოდებოდათ სიურპრიზი. ჩვეულებრივი წვიმის ნაცვლად ხალხი ხედავადა ჟელეს, რომელიც ცვიოდა ციდან. როდესაც ამ წვიმამ ჩაიარა, თითქმის ყველას გაუჩნდა გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც გრძელდებოდა 7 კვირიდან 3 თვემდე. საბოლოოდ როდესაც ერთ-ერთი მაცხოვრებლის დედა დაავადდა ნივთიერების შეხებით, მან გაგზავნა მისი ანალიზები გამოსაკვლევათ. შედეგებმა მეცნიერები შოკში ჩააგდეს, წვეთები შეიცავდნენ ადამიანის სისხლის თეთრ უჯრედებს, შემდეგ ნივთიერება მიიტანეს ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც გააგრძელეს ანალიზების ჩატარება. აქ აღმოაჩინეს, რომ ჟელატინი შეიცავს ორი სახის ბაქტერიას, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე არის ადამიანის კვების სისტემაში, მაგრამ ვერავინ ვერ იცნო ეს ნივთიერება და როგორაა ის დაკავშირებული უცნაურ დაავადებასთან.

შავი ვერტმფრენი
1994 წლის 7 მაისს შავი ვერტმფრენი 45 წუთი უთვალთავებდა მოზარდს. შეშინებულმა ბავშვმა ახსნა, რომ ვერტმფრენიდან გადმოვიდნენ ადამიანები და მიუშვირეს იარაღი, ბავშვმა ჯერაც არ იცის, რატომ უთვალთვალებდნენ და შემდეგ რატომ გაუშვეს. ერთი კვირის შემდეგ მანქანით მიმავალ ადამიანებსაც იგივე დაემართათ, მათ დაინახეს კაცები შავ უნიფორმებში იარაღებით ხელებში, მაგრამ ისინიც გაუშვეს. შავი ვერტმფრენები ფიგურირებენ UFO-ს ანგარიშებში და ზოგიერთებისთვის ამას მარტივი ახსნა აქვს, მაგრამ ბევრისთვის ეს ჯერაც აუხსნელი მოვლენაა.

ცხოველები ქვებში
არსებობს რამდენიმე დოკუმენტური შემთხვევა, როდესაც ბაყაყებს, გომბეშოებს და სხვა პატარა ცხოველებს პულობდნენ ქვებში. უცნაურია, რომ ადამიანები მათ პოულობდნენ არამხოლოდ ბუნებრივ ქვებში ან ხეებში, არამედ ხელოვნურებშიც. 1976 წელს ტექსასში მუშებმა ბეტონში იპოვეს ცოცხალი მწვანე კუ, ის იყო პატარა საჰაერო ტოამარაში, რომელსაც ჰქონდა ამ პატარა რეპტილიის ფორმა. თუკი ის რამენაირად მოხვდა იქ, როდესაც ბეტონს ასხამდნენ, მაშინ როგორ შეძლო ასე დიდხანს სიცოცხლე? ბოლოსდაბოლოს ბეტონში არ იყო ღრიჭო, რომლითაც კუ შეძვრებოდა.

დონი დეკერი
მას უწოდეს წვიმის ბიჭი. 1983 წელს დონი იყო თავისი მეგობრის სახლში, როდესაც უეცრად ის შევიდა ტრანსში, მაშინვე ჭერიდან წამოვიდა წყალი და სიბნელემ გაავსო ოთახი. მისმა მეგობრებმა დაუძახეს დიასახლისს, რომელიც შეწუხებული იყო სანახაობით. ერთხელაც დონი იჯდა რესტორანში მეგობართან ერთად, როდესაც წვიმა წამოვიდა პირდაპირ მის თავზე. რესტორანის უფროსმა მაშინვე გამოაგდო დონი ქუჩაში. კანონის დარღვევის შემდეგ დონი ჩასვეს ციხეში, სადაც მან ქაოსი გამოიწვია, როდესაც წვიმა წამოვიდა პირდაპი მისი კამერის თავზე. მის კამერაში მყოფების ჩივილის შემდეგ დონიმ ახსნა, რომ მას შეუძლია წვიმის გამოძახება მისი სურვილის მიხედვით და მაშინვე მოახერხა ამის დემონსტრირება, როდესაც დაასველა ოფიცერი. საბოლოოდ ის გამოუშვეს და მან იშოვა სამსახური ადგილობრივ რესტორანში მზარეულათ. დღეს არავინ იცის დონის ადგილმდებარეობა.

მსგავსი ამბები

Back to top button