მისტიკასაკითხავიუცნაური

მოხუცი ჯადოქარი და მეამბოხე სული

...
როგორც იცით ძველ დროში რუსეთში ყველა უბედურებას ჯადოქრებს უკავშირებდნენ. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა მრავალი წლის წინ რუსეთის ერთ-ერთ სოფელში. სოფელში ცხოვრობდა ერთი უცნაური ჯადოქარი, მისი ქოხი სავსე იყო სხვადასხვა უცნაური ნივთებით და ყოველღამე მისი სახლიდან ხმამაღალი შელოცვების ხმა გამოდიოდა. ამბობდნენ, ვინც მის ქოხს ჩაუვლის, მოჯადოვდება და მთელი ცხოვრება დაწყევლილი ივლისო და ვინც ამ ქოხს ჩაუვლიდა, სოფელი მას მოჯადოებულად აღიქვამდა და მასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტდა.

ერთ დღეს სოფლის მცხოვრებმა ვიღაც ვლადიმერმა თავისი ძროხა საძოვრად ქოხთან ახლოს მდებარე ტყესთან მიიყვანა. როგორც ის ყვება წამოსვლისას ტყეში მოხუცი ქალი შენიშნა მაგრამ არ შეუმჩნევია ვინ იყო. როდესაც ძროხის სახლში წამოსაყვანად დაბრუნდა ძროხა დავარდნილი და სისხლისგან დაცლილი დახვდა. სოფელში ეს ამბავი მალე გავრცელდა და ყველაფერი სოფელში მცხოვრებ ჯადოქარს დაბრალდა. სოფლის მამასახლისმა გადაწყვიტა ჯადოქარის კოცონზე დაწვა. ამხედრედნენ სოფელში მცოხრები მოსახლეობა და გაეშურნენ ქოხისკენ.

სოფლის მამასახლისმა ქოხის კარებზე უშიშრად დააკაკუნა, მაგრამ არავინ გამოსულა. მან კიდევ სცადა დაკაკუნება, მაგრამ როცა არავინ გამოვიდა კარი შეამტვრია და შიგნით შევიდა. ქოხი არც ისეთი პატარა აღმოჩნდა როგორიც გარედან ჩანდა. სოფლის მამასახლისის მას ასე აღწერს: როდესაც შიგნით შევედი მეგონა დავინახავდი პატარა ბუხარს, სამოვარს და ერთ პატარა მაგიდას, მაგრამ შიგნით დამხვდა უამრავი სარკე, ქილები და გატყავებული ცხოველები. შიგნით ძალიან მძიმე სუნი იყო და როდესაც მთავარ ოთახში შევედი, დავინახე მოხუცი, რომელიც რაღაც ლოცვას წარმოთქვამდა. მე შემეშინდა და უკან დავიხიე მაგრამ ამ დროს შემოვიდა ხალხი და ეს მოხუცი სახლიდან გავათრიეთ. როდესაც დავიწყეთ მისი დაკითხვა და ვკითხეთ მან მოკლა თუ არა ძროხა მან პასუხი არ გაგვცა და მხოლოდ ის თქვა რომ სოფელში დადიოდა მოხეტიალე სული რომელიც ცდილობდა ყველაფრის დანგრევას. ეს სული ეკუთნოდა ყოფილ მეომარს რომელიც სოფლიდან იმის გამო გააგდეს რომ დიდგვაროვანი ქალი შეუყვარდა და შურისძიების წყურვილით ანგრევდა ყველაფერს.

მოხუცმა ისიც თქვა რომ ის მას ესაუბრა და სული შეპირდა რომ დატოვებდა სოფელს თუ ეს ქალი წაიკითხავდა სპეციალურ ლოცვას რომელიც ანთავისუფლებს სულს. სწორედ ამ ლოცვის კითხვისას შეუვარდნენ ჯადოქარს სახლში. ხალხმა არ დაიჯერა მოხუცის მონაყოლის და შუადღეს კოცონზე დაწვეს. ამ ქალის გარდაცვალების პირველ ღამეს სოფელს დიდი ქარიშხალი დაატყდა თავს. ამოიხოცა პირუტყვი და ხალხს დაენგრა სახლები. შემდეგ ყველა დარწმუნდა რომ ეს ქალი სიმართლეს ამბობდა.

წყარო: vichoraot.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close