გასართობისაკითხავისასარგებლო

ცნობილ პიროვნებათა გამონათქვამები – 2

მორიგი კრებული გამოთქვამებისა

1. ნამდვილი მეგობარი ჭირში იცნობა – ეზოპე
2. ადამიანთა ჭეშმარიტი საუნჯე შრომის უნარია – ეზოპე
3. საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს – დემოკრიტე
4. ვისაც კარგი სიძე შეხვდა, მას ვაჟიშვილი შეეძინა, ვისაც ცუდი – მან ასულიც დაკარგა – დემოკრიტე
5. სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს – დემოკრიტე
5. მუდამ სხვების მძრახავს მეგობრობა არ შეუძლია – დემოკრიტე
6. ცოლს მოიყვან თუ არ მოიყვან, სულერთია, მაინც ინანებ – სოკრატე
7. შეგნებული გქონდეს მოვალეობა და არ შეასრულო – ეს ლაჩრობაა – კონფუცი
8. დაუდევრებს ბედნიერება არ შველით – სოფოკლე
9. ღმერთს ვისი დაღუპვაც სურს, ჯერ დააბრმავებს – სოფოკლე
10. ჭკვიანი კაცი მტრისგანაც სწავლობს – არისტოფანე
11. ან გამარჯვება ისწავლე, ან გამარჯვებულთან მეგობრობა – ფოკიონე
12. ვინც ღმერთებს უყვარს ის ადრე კვდება – მენანდრე
13. სიმამაცე უბედურების ჟამს განსაცდელს ანახევრებს – პლავტე
14. დიდი პიროვნება რომ ცნო, თვითონაც რაღაცას უნდა წარმოადგენდე – ციცერონი
15. შიშსა და ხიფათში მეტი მიდრეკილება გვაქვს დავიჯეროთ სასწაულები – ციცერონი
16. შენი მრწამსი ზოგჯერ ციხეში ჯდომითაც უნდა დაიცვა – სენეკა
17. ზოგიერთნი იმიტომ გვეჩვენებიან დიდებად, რომ მათ კვარცხლბეკთან ერთად ზომავენ – სენეკა
18. ლოთობა ნებაყოფლობითი სიგიჟეა – სენეკა
19. მხოლოდ დროული სიმამაცეა ქების ღირსი – სენეკა
20. მხდალსაც კი გაამამაცებს სიტყვა ” სამშობლო ” – ლუკიანე
21. სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი – აპულეუსი
22. საუკეთესო საშუალება შური იძიო მოწინააღმდეგეზე – დაემსგავსო მას – მარკუს ავრელიუსი
23. იმპერატორს არასდროს სძინავს – იუსტინიანე დიდი
24. უნდა გავიგო რომ მწამდეს – პიერ აბელიარი
25. ომებს იწყებენ, როცა კი მოესურვებათ, ხოლო ამთავრებენ – როდესაც შეძლებენ – ნიკოლო მაკიაველი
26. მმართველის ჭკუაზე იმის მიხედვით მსჯელობენ, თუ ვინ ჰყავს მას თავის გარემოცვაში – ნიკოლო მაკიაველი
27. მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას კი არავინ – ფრანსუა დე ლაროფშუკო
28. სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ბრძენს კი თავი სულელად მიაჩნია
29. მიზანი ამართლებს საშუალებას – ტ. ჰობსი
30.შეუძლებელია პატიოსანმა და გულწრფელმა ეკამათო რეგვენს – მიშელ დე მონტენი

წყარო : დიდი სამაგიდო ენციკლოპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close