საკითხავისასარგებლო

დაბადების დღე

მინდა რამოდენიმე ფაქტი გაგაცნოთ ერთი შეხედვით უწყინარ დღესთან-დაბადების დღესთან დაკავშირებით

დამეთანხმებით რომ მსოფლიო მოსახლების უმეტესობა 90% და მეტიც დაბადების დღეს დიდი სიხარულით აღნიშნავენ, მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ თუ საიდან იღებს იგი სათავეს. მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვან კითხვას შევეხო, იმედია დაგაინტერესებთ.
1)საიდან იღებს სათავეს დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული, ფართოდ გავრცელებული ჩვეულებები?

დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჩვეულებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მათი წარმოშობა რელიგიასა და მაგიას უკავშირდება. მილოცვების, საჩუქრების მირთმევისა და საზეიმო წვეულების გამართვის, მათ შორის სანთლების ანთების, ტრადიციას ძველ დრომდე მივყავართ. იმ დროს ხალხი ფიქრობდა, რომ ეს ჩვეულებები იუბილარს დემონებისგან დაიცავდა და მას მთელი წლის მანძილზე ცუდი არაფერი შეემთხვეოდა . . . მეოთხე საუკუნემდე ქრისტიანები დაბადების დღეებს წარმართულ ჩვეულებად მიიჩნევდნენ და არ აღნიშნავდნენ.

ბერძნებს სჯეროდათ,რომ ყველა ადამიანს თავისი მფარველი სული ანუ დემონი ჰყავდა,რომელიც მას დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა და მფარველობდა.ამ სულს იდუმალი კავშირი ჰქონდა ღვთაებასთან,რომლის დაბადების დღესაც ეს ადამიანი იყო დაბადებული.მსგავს აზრს რომაელებიც იზიარებდნენ… ამ წარმოდგენამ შემდგომშიც იქონია გავლენა ადამიანთა შეხედულებებზე,რაზეც მეტყველებს რწმენა მფარველი ანგელოზების,კეთილი ფერიებისა და მფარველი წმინდანების შესახებ… ტორტზე სანთლების ანთების ტრადიცია ბერძნებიდან მოდის… მთვარის ფორმის მრგვალ თაფლიან კვერებს,რომლებზეც სანთლები იყო დამაგრებული,[არტემიდას]ტაძრის სამსხვერპლოებზე დებდნენ…დაბადების დღის სანთლებს სურვილების ასრულების მაგიურ ძალას მიაწერდნენ…სანთლების ანთებამ და სამსხვერპლო ცეცხლმა ჯერ კიდევ იმ დროიდან შეიძინა მისტიკური მნიშვნელობა,რაც ადამიანმა ღვთაებებისთვის სამსხვერპლოების აგება დაიწყო. ამგვარად,დაბადების დღეზე სანთლების ანთებით იუბილარ ბავშვს პატივს მიაგებენ და კარგ ბედს უსურვებენ…მილოცვები და საუკეთესო სურვილები დაბადების დღის განუყოფელი ნაწილია… რაც თავდაპირველად მაგიასთან იყო დაკავშირებული… [თვლიდნენ, რომ] დაბადების დღის მილოცვებს სიკეთის ან ბოროტების მოტანის ძალა ჰქონდა, რადგან ამ დღეს იუბილარი უფრო ახლოს იყო სულთა სამყაროსთან.
2)დადებით შუქში წარმოგვიდგენს ბიბლია დაბადების დღეების აღნიშვნას?ბიბლიაში დაბადების დღის აღნიშვნის მხოლოდ ორი შემთხვევაა მოხსენიებული:
დაბ. 40:20—22: „მესამე დღეს ფარაონმა, თავის დაბადების დღეს, ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს . . . თავის ადგილზე დააბრუნა მერიქიფეთა უფროსი . . . მცხობელთა უფროსი კი ძელზე ჩამოკიდა“

მათ. 14:6—10: «ჰეროდეს დაბადების დღეზე ჰეროდიას ქალიშვილმა იცეკვა და ისე ასიამოვნა ჰეროდეს, რომ ის ფიცით დაჰპირდა ყველაფრის მიცემას, რასაც კი სთხოვდა. მაშინ მან, დედისგან დარიგებულმა, უთხრა: „მომიტანე იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით“ . . . გაგზავნა [ჰეროდემ] ხალხი საპყრობილეში და თავი მოაკვეთინა იოანესთვის».

ბიბლიაში ტყუილუბრალოდ არაფერი წერია,ამიტომ უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ რომ ღვთის სიტყვა უარყოფით შუქში წარმოგვიდგენს დაბადების დღის აღნიშვნას.

3)რა შეხედულება ჰქონდათ დაბადების დღეების აღნიშვნაზე პირველ ქრისტიანებს და ბიბლიურ დროში მცხოვრებ ებრაელებს?

დაბადების დღის აღნიშვნის იდეა, მთლიანობაში, უცხო იყო [პირველი] ქრისტიანებისთვის“ („The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries“, ავგუსტ ნეანდერი, ნიუ-იორკი, 1848, გვ. 190).
„ებრაელები დაბადების დღის აღნიშვნას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ. ამ შეხედულებას მათ, როგორც ჩანს, კიდევ უფრო განუმტკიცებდა ის, რასაც დაბადების დღეებთან დაკავშირებულ გავრცელებულ ჩვეულებებში ხედავდნენ“ („The Imperial Bible-Dictionary“, რედაქტორი პატრიკ ფერბერნი, ლონდონი, 1874, ტ. I, გვ. 225).

ასერომ ძვირფასო მკითხველებო ღირს ამ ყველაფერზე დაფიქრება.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close