საკითხავისასარგებლოსურათები

დედამიწის ხუთი უკვდავი და გამძლე არსება


ასეულობით წლის მანძილზე გარკვეული რაოდენობის არსებები განიცდიდნენ განვითარებას და მივიდნენ იმ ეტაპამდე, რომ ისინი ყველაფრის ამტანები და გამძლეები არიან. მათ განვითარების ისეთ დონეს მიაღწიეს, რომ ფაქტიურად უკვდავები არიან. ისინი ნებისმიერ კლიმატურ ცვლილებას უძლებენ. იქნება ეს ყინვა თუ სიცხე. ამ პოსტში მე თქვენ გაჩვენებთ და დაგიხასიათებთ ხუთ ასეთ არსებას, რომლებიც თავიანთ კატეგორიაში პირველები არიან ამტანობით. განაგრძეთ კითხვა.

1. უკვდავი მედუზა.
Turritopsis nutricula უფრო ცნობილია, როგორც უკვდავი მედუზა. ეს არსება ნამდვილად იმსახურებს პირველ ადგილს რადგან იგი ისეთივე პრინციპით ცხოვრობს, როგორც მაგალითად ფილმი რომ არის ბენჟამენ ბატანის ცხოვრება. ეს არსება ასე ვთქვათ წრეზე ბრუნავს. როდესაც იგი განვითარების ბოლო ეტაპზე მივა, ანუ დაბერდება, იგი ახლიდან იწყებს ცხოვრებას. ანუ სიბერეს მოსდევს ახალგაზრდობა და ეს ასე გრძელდება მუდამ.

2. ჰიდრა.
მეცნიერებს ეს არსება ბოლომდე არ აქვთ შესწავლილი, მაგრამ იგი ისეთივე პრინციპისაა, როგორიც მედუზა. თუმცა ამ არსებას აქვს სპეციალური კამერები, რომლის დახმარებითაც ორგანოებისგან თავისუფლდება და ახალს ქმნის. ამის წყალობით იგი უკვდავია.

3. თევზი სახელად ლანგ.
ეს თევზი ბინადრობს ისეთ ადგილებში სადაც ხშირად იცის წყლის დაშრობა. ეს თევზი პირველ ხუთეულში შევიდა იმის გამო, რომ იგი ნებისმიერ კლიმატურ მდგომარეობას უძლებს. რომ არა მისი ძლიერი ფილტვები, იგი ვერ შეძლებდა ერთი წლის მანძილზე სიმშრალეში სიცოცხლეს. წყლის დაშრობის შემდეგ მას შეუძლია მუდმივად იყოს წყლის გარეშე. მთავარია ტალახი მოძებნოს რომ გრილად იყოს.

4. ჩუმად მოსიარულე.
ამ არსებას მეცნიერები დათვს ადარებენ. თუმცა დათვები ჩუმად მოსიარულეს ნაირად ამტანი რომ იყოს, გადაშენების პირაზე ნამდვილად აღარ იქნებიან. ეს მიკროსკოპული ზომის არსება, რომლის ზომაც სულ რამდენიმე მილიმეტრია, წყალში ბინადრობს და მისი ნახვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია შესაძლებელი. ამ არსებას წარმოუდგენელი სიცხის და სიცივის გადატანა შეუძლია. ამას რომ თავი დავანებოთ იგი 1000 ჯერ მეტი რადიაციის მაჩვენებელს უძლებს, ვიდრე ეს ნორმით არის დადგენილი.

5. ხის ვეტა.
ეს არსება ახალ ზელანდიაში ბინადრობს და საკმაოდ დიდი ზომის არის. იგი უფრო მწერთა ოჯახს მიეკუთვნება. ვეტას უჩვეულო ორგანიზმი გააჩნია, რომლის წყალობითაც იგი უკვდავია ფაქტიურად. მას ნებისმიერი ტემპერატურის გაძლება შეუძლია. მისი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ სისხლი არასდროს ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად სიცივის დროს შესაძლებელია ტვინი და გული გაეთიშოს, თუმცა სასწაულებრივი ორგანიზმის დახმარებით ორგანოები ისევ ცოცხლდებიან.

წყარო: notepad.ge

თეგები

MaKhaRa

Giga Makharashvili. 1996.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close