არქივი

რატომ არ შეიძლება მაისში დაქორწინება?

49d9ca3f8825

ეს ერთი შეხედვით სასაცილო კითხვაა ხომ? მაგრამ საერთოდ მაისში დაქორწინებას ყველა ერიდება.ჩვენი წინაპრებისგან მოდის ლეგენდად რომ მაისში ქორწილი სიკეთის და ბედბნიერების მომტანი არ არის (ახლა სწორედ რომ მაისია და მინდა ამ თემას შევეხო).ვინმესთვის ეს ცრუ რწმენაა ვინმეს სჯერა ან უბრალოდ ერიდება ამაზე საუბარს,ასე ვთქვათ ამ ლეგენდამ თუ ცრუ რწმენამ ღრმად შეაღწია კაცობრიობის არსებობაში

მოდით გავაიზროთ რატომ არ შეიძლება მაისში დაქორწინება.”პლუტარქე” ამბობდა რომ მაისი ქორწინებისთვის შეუფერებელი თვეა და ის ბებრების თვედ მოიხსენიება,ხოლო ივნისი რატომღაც ახალგაზრდების თვედ ითვლებოდა.ასტროლოგების აზრით არის პერიოდები როდესაც არაა სასურველი დაქორწინება.ეს ის პერიოდია როდესაც ვენერა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს.ამ პერიოდში დაქორწინებული ადამიანები მალევე შორდებიან ერთმანეთს.რაც შეეხება მაისს.ამ თვეში ქორწილების რიცხვი საქართველოშიც და ზოგადად მსოფლიოში სხვა თვეებთან შედარებით ძალიან მცირეა.კიდევ ერთი ისტორია 1567 წლის 16 მაისი მარია სტუარტის ქორწინება რომელიც საშინელი ტრაგედიით დამთავრდა.რატომღაც ისტორიიდან გამომდინარე ამ თვეს დაქორწინებას მხოლოდ ქალებისთვის მოაქვს უბედურება.ამ ლეგენდას თუ ცრუ რწმენას ბერძნულ მითოლოგიასთანაც აკავშირებენ.მაისის თვეს სახელი ნიმფა მაიას საპატივცემულოდ ეწოდა.ეს ის ნიმფაა რომელთანაც ზევსი თავის ცოლს რალატობდა.ასტროლოგების გათვლით კი მაისს სერიოზული დატვირთვა აქ იმ თვალსაზრისით რომ ამ პერიოდში მზე გადის ყველაზე დამანგრეველი ვარსკვლავის-ალგოლის სიახლოვეს.რაბულიდან ალგოლი ბოროტების სულს ნიშნავს.

82252ec73edb
ალგოლი

d1f0dd0ce780
მზე რომელიც ალგოლთან სიახლოვეს იმყოფება

ამ ვარსკვლავის ცუდი ზეგავლენა ჩვენი პლანეტის მიმართ ჯერ კიდევ უძველეს დროს შეამჩნიეს.ამ დროს ალგოლი ყველაზე შეხმატკბილებული და მოსიყვარულე წყვილსაც კი პრობლემებს უქმნის.ამასთან ერთად მზე უერთდება გაფანტული ვარკვლავცების ორ მწკრივს ჰიადებს და პლეადებს,ისინი კი ქალების იღბალზე საკმაოდ ცუდ ზეგავლენას ახდენენ.ლეგენდის ტანახმად დები პლეადები სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ ხოლო დები ჰიადები კი მოკლულ ძმაზე დარდს გადაყოლილები არიან.ქორწინებასთან დაკავშირებით უამრავი ცრურწმენა არსებობს რომელიც ჩვენი წინაპრებისგან მოდის.თუნდაც კარში თეფშის გატეხვა.იგულისხმება ახალ შექმნილ ოჯახში ყველა ბოროტების დამსხვრევა.კიდევ ერთი ცრურწმენა პატარძლის კაბა თეთრი უნდა ყოფილიყო თანაც მთლიანი თორემ ნაწილ ნაწილ შეკერილი(იგულისხმება ზედა ქვედა ნაწილი) ოჯახური წყვილის გაყოფის მანიშნებელი იქნებოდა.საქორწინო ბეჭედი პრიალა უნდა იყოს და ასე შემდეგ.გარკვეულ წიალდ რაგაც აზრი დევს ზემოთ მოხსენიებულ ლეგენდებსა,ასტრონომების გათვლებსა თუ წინაპრების მიერ გადმოცემული ისტორიებში თუმცა უარყოფითთან ერთად არსებობენ მაისში დაქორწინებული ბედნიერი წყვილებიც და სხვა თვეში დაქორწინებული უბედური წყვილებიც.

მსგავსი ამბები

Back to top button