ახალი ამბებისაკითხავისურათები

Crysis 3


Crysis 3 – FPS ჟანრის კომპიუტერული თამაშია, რომელსაც ქმნის კომპანია Crytek, ხოლო გამომცემლად გვევლინება Electronic Arts. პროექტის გამოსვლა დაგეგმილია 2013 წელს პლატფორმებისთვის PC, PlayStation 3 და Xbox 360. თამაში იქმნება განახლებულ CryEngine 3-ის ძრავზე.

მოქმედებები განვითარდება ისევ ნიუ-იორკში, მაგრამ ეს უკვე ის ქალაქი აღარ იქნება, რომელსაც ვიცნობდით ფრანჩაიზის მეორე ნაწილიდან. “ქვის ჯუნგლებმა” განიცადეს ევოლუცია და ნამდვილ ტროპიკულ ჯუნგლებად გადაიქცნენ: ჩაინათაუნი გადაიქცა ჭაობად, ხოლო სხვა ნაცნობი ადგილები დაიფარა მცენარეებით. ძველ ნიუ-იორკს გვახსნებენ მხოლოდ შენობების ნანგრევები, რომლებიდანაც ხეების ტოტები ამოშვერილან.

Crysis 3 – ში ქალაქი დაიყოფა შვიდ რეგიონად, ე.წ შვიდ საოცრებად. ყოველ ლოკაციას ექნება საკუთარი გარემოს განსაკუთრებულობა და ამინდის პირობები. ამის მეშვეობით თამაშის კონტრასტი შეიცვლება, იმის მიხედვით თუ საით იყურებით და სად ხართ.
თამაშის სიუჟეტი განვითარდება 2047 წელს, როცა ქალაქს “ჩაყლაპავს” გიგანტური ბიო-გუმბათი, ან ნანოგუმბათი როგორც მას ეძახიან თამაშში.უცხოპლანეტელი სეფები აგრძელებენ განვითარებას გუმბათის შიგნით (მაგრამ რატომღაც გამოიყურებიან ძველებურად, როგორც Crysis 2-ში). ასეა-თუ ისე თამაშში მაინც გამოჩნდებიან უცხოპლანეტელების ახალი სახეობები, სკროჩერების და მფრინავი დროიდების ჩათვლით, რომლებსაც ნანო-კოსტიუმის კამუფლიაჟის დისტანციური მოხსნა შეუძლიათ.

მოთამაშეებს მოუწევთ მართონ prophet,( ცნობილი ფრნჩაიზის პირველი ნაწილიდან) რომელიც გაემართება კორპორაცია CELL-ზე შურისსაძიებლად. შემქმნელებმა დააჯილდოვეს prophet-ი ახალი იარაღით – რთულშემადგენლობიანი მშვილდით, რომელიც ისვრის რამოდენიმე სახეობის ისარს. დიდ დისტანციაზე კამერა გაჰყვება ისარს მანამდე, სანამ ის არ გააპობს უცხოპლანეტლის თავს. ამის გარდა, მთავარ გმირს შეეძლება გამოიყენოს უცხოპლანეტელების იარაღები, ამ დროს ეკრანზე გამოჩნდება წარწერა “შეუთავსებელი აღჭურვილობა”, მაგრამ მოთამაშეებს მაინც შეეძლებათ მათი მთელი ძალის გამოყენება.

თვითონ ნანოკოსტიუმი დარჩება თამაშის ცენტრად. prophet-ს, როგორც ადრე, შეეძლება დაასკანეროს გარემო, გამოიყენოს კოსტიუმის უნარები (კამუფლიაჟი, ბრონირება, ძალა), ასევე ნანოკოსტიუმს ექნება უნარი შეაღწიოს მტრის კოშკურების სიტემაში და მიმართოს ისინი მათვე წინააღმდეგ.
თუ Crysis 2-ში მოთამაშეებს ხშირად უწევდათ გაქცევა და უფრო ხშირად იყვენენ მსხვერპლნი, Crysis 3-ში შემქმნელებმა გადაწყვიტეს გადაექციათ მსხვერპლი მონადირედ. პროექტის კრეატიული დირექტორის განცხადებით, ჯუნგლები მოთამაშეების თვალწინ გახსნიან სტელსის გამოყენების ბევრად დიდ შესაძლებლობებს.

Crytek-ი ასევე გაახარებს მოთამაშეებს დაუჯერებლად სანახაობრივი გრაფიკით. როგორც განაცხადეს შემქმნელებმა, გუნდი ცდილობს DirectX 11-ის მხარდაჭერის რეალიზება მოახდინოს PC-ზე, გამოსვლის მომენტში, რაც მისცემს თამაშს დამატებით სარგებელს. მაგრამ ისინი ვისაც არ აქვს ძლიერი კომპიუტერი შემქმნელები პირდებიან, რომ მაინც შეძლებენ ლამაზი გრაფიკით ტკბობას.

შემოგთავაზებთ ტრეილერს:

იმედია მოგეწონათ :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close