გასართობისაკითხავისასარგებლო

გონდვანა

გონდოვანა,  ჰიპოთეზური კონტინენტი, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში არსებობდა, ზოგი გეოლოგის აზრით, პალეოზოური ერის დასაწყისიდან და ნაწილობრივ მეზოზოურ ერაში, ზოგის აზრით კი — ლაპეოზოური ერის მეორე ნახევარში.

 

წითლად მონიშნულია სავარაუდო მიწები,რომელიც კონტონენს ეკუთვნოდა.

 

გონდვანა შედგებოდა თანამედროვე აფრიკის, სამხრეთი ამერიკის, ანტარქტიდის, ავსტრალიისა და კუნძულ ინდოსტანისაგან, რომელიც ლაურაზიასთან შეჯახების შემდეგ ჩამოყალიბდა ნახევარკუნძულად.

გონდვანა დაახლოებით 530-750 მლნ წლის წინ ჩამოყალიბდა და კარგა ხანს სამხრეთ პოლუსის გარშემო იყო.360 მლნ წლის წინ, ქვა-ნახშირის პერიოდში მკვეთრი მოძრაობით დაიძრა ჩრდილოეთით და ჩრდილოამერიკულ-სკანდინავიურ მიწებთან შეჯახებით გიგანტურ პროტოკონტინენტ პანგეას შეუერთდა. ამის მიუხედავად, 180 მლნ წლის წინ, იურულ პერიოდში პანგეა კვლავ გაიხლიჩა და ისევ გონდვანად და ჩრდილოეთის კონტინენტ ლაურაზიად იქცა. 30 მლნ წლის შემდეგ თავად გონდვანა დაიშალა ზემო ხსენებულ კონტინენტებად.

აფრიკის ევროპაზე გავლენის შედეგად ალპები წარმოიშვა, ინდოეთის აზიასთან შეჯახებით კი ჰიმალაი.

წყარო:ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close