ახალი ამბებიუცნაური

ბელორუსიაში პატიმრებს ელექტრონულ ჩიპებს სხეულში ჩაუკერებენ

გათავისუფლებულ პატიმრებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, სხეულში ჩიპებს ჩააკერებენ, რათა გააკონტროლონ მათი ადგილმდებარეობა. 2003 წლის 4 ნოემბერიდან ბელორუსიაში ძალაშია კანონი №236-З “სახელმწიფო დაქტილოსკოპიური რეგისტრაციის” შესახებ. კანონის ტექსტის შესაბამისად, სავალდებულო დაქტილოსკოპიურ რეგისტრაციას ექვემდებარება სავალდებულო-სამხედრო მსახურების გასაწვევ ასაკს მიღწეული ქვეყნის ყველა მამაკაცი, ასევე ქალები, რომელთაც უშუალო კავშირი გააჩნიათ სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებთან. კანონის გარდაუვალობა, რომელსაც ბელორუსები თავიდანვე ძალზედ უარყოფითად შეხვდნენ, თვალსაჩინო გახდა ბელორუსი სამართალდამცავების მიერ გახსნილი ტერაქტის შემდეგ, რომელიც 2011 წლის 11 აპრილს მინსკის მეტროპოლიტენში მოხდა.

სიახლის ეფექტურობით აღფრთოვანებულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადაედგა მორიგი ინოვაციური ნაბიჯი დამნაშავეობასთან ბრძოლაში. პარასკევს, 6 მარტს, ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის ქვედა პალატას განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 1 მაისიდან ყველა პირს, ვინც ბელორუსიის საპატიმროებში სასჯელს იხდის წინასწარგანზრახული დანაშაულისთვის, სხეულში ჩაუნერგონ ელექტრონული მიკროჩიპები. რესპუბლიკის შსს-ს აზრით, ამგვარი კანონპროექტის მიღება შესაძლებლობას მისცემს მათ საგრძნობლად შეამცირონ რეციდივების, ანუ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რაოდენობა.

ერთის შეხედვით ბელორუსებმა დამნაშავეობასთან ბრძოლის მეტად ეფექტური ხერხი იპოვეს და ძალიან მალე დაინერგება კიდეც, რადგან დარჩენილია მხოლოდ პროცესუალურ-ტექნიკური მხარე (მითუმეტეს, რომ ამ პროექტს მხარი დაუჭირა თვით პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ). მაგრამ, ამ კანონპროექტს მოულოდნელად მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია ყველა ქრისტეანულმა ეკლესიამ, არა მარტო ბელორუსიაში, არამედ რუსეთშიც. პრეზიდენტ ლუკაშენკოსადმი მიწერილ ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ბელორუსიის მართლმადიდებელი ეკლესიის, ბელორუსიის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის, სახარებისეული რწმენით მონათლულ ბაპტისტთა, მოსკოვის საპატრიარქოს პატრიარქალური მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვა დენომინაციათა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

ქრისტეანული ეკლესიების წარმომადგენლები ამ კანონპროექტს “ადამიანთა სამეფოში ეშმაკის აღზევების აპოკალიფსური წინამორბედი” უწოდეს.

სიტუაციის კომენტირებისას ბელორუსიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-კონსულტაციური საბჭოს წევრმა, გენადი დავიდენკომ განაცხადა:

“ამ კანონპროექტის მიღება (“О государственной электронной чипизации лиц совершивших уголовные преступления”) უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის. მხოლოდ ფსიქიკურად არანორმალური ადამიანი გადაწყვეტს დანაშაულის ჩადენას თუკი წინასწარ უწყის, რომ მისი დაპატიმრება სულ რაღაც საათების საქმეა. რაც შეეხება ქრისტეანთა პროტესტს, გიპასუხებთ, რომ უკიდურესად საეჭვოა ალექსანდრე გრიგორის ძე (ლუკაშენკო) მორჩილად მიჰყვეს რომელიღაც საეჭვო რელიგიურ ორგანიზაციებს. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ორშაბათს კანონპროექტს დაამტკიცებენ, პრეზიდენტიც ხელს მოაწერს და ის ძალაში შევა.

FogNews-ის ცნობა: ბელორუსიის რესპუბლიკაში ცხოვრობს 9,5 მლნ. ადამიანი. რაც ოფიციალური მონაცემების მიხედვითაც კი 2 მილიონი ადამიანით ნაკლებია, ვიდრე მხოლოდ მოსკოვში მცხოვრებთა რაოდენობისა (ბელორუსიის მოსახლეობაა 11,6 მლნ. ადამიანი, 2012 წლის მონაცემებით), ხოლო არაოფიციალური ინფორმაციით ბელორუსიაში ცხოვრობს 16 მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრები და “მუდმივი სტუმარი” (ერთად აღებული).

წყარო: apocalypse.ge

თეგები

loow

me var tornike kevlishvili

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close