უცნაური

ფსიქოდეტექტივები და კრიმინალი

40fe495de471

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ნათელხილვითი გამოძიებით სულ უფრო და უფრო მეტი ცნობილი ექსტასენსია დაკავებული და უცხოეთში მათი ნაწილი იდიდესი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობს.

1.დოროთი ელისონი

1967წელს მთელი ამერიკისთვის გახდა ცნობილი,თითქოს არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა დიასახლისის,დოროთი ელისონის შესახებ.მაშინ პოლიცია უშედეგოდ ეძებდა გაუჩინარებულ 5 წლის ბიჭუნას.იდუმალი შემთხვევის თაობაზე აშშ-ს ყველა გაზეთი წერდა და ამ დროს პოლიციაში გამოცხადდა ელისონი.მან მტკიცედ განაცხადა,რომ ბიჭი მკვდარი იყო,მისი გვამი კი სადღაც გუბურის მახლობლად ეგდო:” ბიჭუნას მწვანე ქურთუკი და ცალი ფეხსაცმელი აცვია.გუბურასთან ნაცრისფერი შენობაა.მასზე ოქროსფერი ასოებით რაღაც სიტყვა და ციფრი 8 წერია…”

დეტექტივები 2 თვეს ეძებდნენ ასეთ ადგილს და ბოლოს მიაკვლიეს.გუბურისმახლობლად იდგა რუხი ფერის ფაბრიკა ოქრისფერი წარწერით და რვიანით.იქვე იპოვეს ბავშვის გვამიც.

რამდენიმე თვის განმავლობაში დოროთი ელისონმა თორმეტი გვამის ადგილსამყოფელი ზუსტად ამოიცნო.უკანასკნელად მან 15 წლის გოგონას გაუჩინარებას ახადა ფარდა:”ქალიშვილი ორმა მამაკაცმა მოკლა.დამნაშავეთა სახელებში ორ-ორი ასე “რ” ურევია.ცხედარი ტყეშია დამარხული,იმ ადგილიდან დაახლოებით 200 ნაბიჯის მოშორებით,სადაც გოგონა მშობლებმა უკანასკნელად ნახეს.”პოლიციამ რამდენიმე დღეში მიაგნო ცხედარს და მკვლელებსაც.

რაც შეეხება ელისონს.იგი ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.

6da8702fc6e9

2.ნელლი ჯონსი

ინგლისში დიდი სახელი მოიხვეჭა,ფსიქოდეტექტივმა ნელი ჯონსმა.1975წელს მთელი ბრიტანეთი შეძარა დაუდგენელი მანიაკის მიერ ჩადენილმა დანაშაულებებმა.”იორკშირელ მფატრავად”მონათლულმა მამაკაცმა 13 ქალს გამოსჭრა ყელი.ქვეყანა პანიკა მოიცვა.მაგრამ პოლიციამ მისი დაკავაბა კი არა,ვინაობის დადგენაც კი ვერ შეძლო.მაშინ “იორკშირელ მფატრავზე”სანადიროდ ნელლი ჯონსი მიიწვიეს.

“ის ავტობუსის მძღოლია.მანქანაზე რაღაც წარწერაა.პირველი ასოა კ.ცხოვრობს ქალაქ ბრედფორდში.კარგად ვხედავ მის ორსართულიან სახლს,რომელსაც ციფრი 6 ამშვენებს.სახლს ხის მაღალი ღობე აქვს შემორტყმული.”

დეტექტივებმა მალევე იპოვეს ასეთი სახლი და მფლობელი დააპატიმრეს.ეჭვმიტანილი მართლაც მძღოლი აღმოჩნდა.მის ავტობუსზე სატრანსპორტო კომპანიის დასახელება ეწერა”კლარკ ტრანსპორტი”.დაკავებულმა ცამეტი ქალის მკვლელობა აღიარა…

ინგლისის მთავრობამ ნათელმხილველი უხვად დააჯილდოვა,მალე კი ოფიციალური ვერსიით,ნელლი ჯონსი საკვებით მოიწამლა და გარდაიცვალა.მისი სიკვდლის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია.

a3b5308dd0c6

თუ მოგეწონათ პოსტი შემიძლია კიდევ დავდო:) :yes:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button