მისტიკასაკითხავიუცნაური

წარღვნამდელი ცივილიზაცია? (ნაწილი 3)


პირველ ნაწილში დავიწყე პირამიდებით. გავაკეთე შესავალი თუმცა ფარდა არ აგვიხდია. ახლა კი შევეცდებით ნაწილობრივ ავხადოთ ფარდა პირამიდის საიდუმლოებას

3. გლობალური ენერგოსაინფორმაციო სისტემა?

ყოველივე ზემოთთქმულმა (და კიდევ სხვა მრავალმა) საკვირველმა ცნობამ პირამიდების შესახებ, საფუძველი მისცა მკვლევარებს წამოეყენებინათ შემდეგი განმარტება. რადგან ცნობილია, რომ პირამიდები არ აუშენებიათ არც ძველ ეგვიპტელებს, არც ინდიელებს და არც ჩინელებს, უნდა დავასკვნათ, რომ ისინი სხვა, მეტად მაღალგანვითარებული ცივილიზაციის შექმნილია; და ეს პირამიდები სასაფლაოს ან სამარხის ფუნქციას კი არ ასრულებდნენ, არამედ მათ აშენებდნენ როგორც ენერგოსაინფორმაციო ნაგებობას, რადგან საერთო ჯამში ერთგვარ გლობალურ, ენერგოსაინფორმაციო სისტემას წარმოქმნიან.

ზოგიერთის აზრით, ეს არამიწიერი ცივილიზაციაა. ეს აზრი უდევს საფუძვლად ე. წ. პალეოვიზიტების, ანუ ძველი ასტრონავტების თეორიას. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში, ჩ. ფორდმა (აშშ), კ. ე. ციოლკოვსკიმ და ნ. ა. რინინმა (რუსეთი) გამოთქვეს იდეა: კაცობრიობის უძველეს კულტურულ ძეგლებში უნდა დარჩენილიყო კოსმიურ სტუმართა დედამიწაზე ყოფნისა და ქმნილების კვალი. ამ თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, თითქოსდა უცხოპლანეტელებმა, როგორც პირამიდების ჭეშმარიტმა მშენებლებმა, თავიანთ ქმნილებებში დაშიფრეს ერთგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საერთოდ, პირამიდების არამიწიერი წარმომავლობის თემა მეტად მრავალფეროვანია. მაგალითად, ერთი ვერსიით უცხოპლანეტელები მოფრინდნენ დედამიწაზე, ააშენეს პირამიდები და სხვა საიდუმლო ობიექტები, შემდეგ კი, ან სწრაფად გაეცალნენ აქაურობას, ან “დედამიწელებმა” დახოცეს. არსებობს ასეთი ვარიანტიც: უცხოპლანეტელემბა მოსპეს დედამიწელთა ცივილიზაცია, როდესაც პირამიდები ააშენეს, და დღევანდელი კაცობრიობა იმ უცხოპლანეტელთა შთამომავლობაა.

მართლმადიდებლური ეკლესია განგვიმარტავს, რომ ადამიანებს “არამიწიერ ცივილიზაციებს” და “პარალელურ სამყაროებს” წარმოადგენენ დემონები, ანუ დაცემული ანგელოზები, რომლებიც განეშორნენ უფალს და ბოროტი სულები გახდნენ. აქედან მოდის “ამო”-ს ფენომენიც და სხვა… ეს საკითხი კარგად არის განმარტებული მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნში “მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია”.

პროფ. ე. მულდაშევის მონაცემებით, ძველი ტიბეტური ლიტერატურული წყაროები მოწმობენ იმის შესახებ, რომ პირამიდები წარმოადგენდნენ გიგანტურ ასტრონომიულ ობსერვატორიებს, რომელთა დახმარებით “ატლანტები”(წარღვნამდელი ხალხი) ერთვებოდნენ საერთო ენერგოსაინფორმაციო სივრცეში – კოსმოსში, რომლიდანაც ისინი ღებულობდნენ ინფორმაციას, ცოდნას და ენერგიას.

მოვიტანთ ციტატას რუსული დოკუმენტური ფილმიდან “პირამიდები: ატლანტიდის მემკვიდრეობა”. ამ ფილმში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ი. მაზურინი პირამიდათა მსოფლიო ქსელზე ბრძანებს: “ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ ბოლო დროს აღმოჩენილ იქნა საინტერესო ქსელი – ქსელი პირამიდებისა, რომლებიც სამყაროს ყველა ნაწილშია აღმოჩენილი. ზოგიერთ მათგანს გადმობრუნებული ფორმა აქვს, ზოგიერთი გეოტექტონიკურ ნაპრალთა ზონაშია, მაგალითად, ყირიმში. როგორც ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, პირამიდები წარმოადგენენ თავისებურ კონცენტრატებს და ეთერული ნაკადის ამრეკლავებს, რომელთა პროდუცირებას დედამიწის ბირთვის აქტივობა ახდენს. ლაპარაკი მიდის იმის შესახებ, რომ ეთერული ნაკადის მართვა არსებითად ნიშნავს დედამიწის ველური გარსის გლობალური მდგომარეობის მართვასაც, რომლის კერძო გამოხატულებას ელექტრომაგნიტური ველი წარმოადგენს”.

აქ ჯეროვანია ვახსენოთ კიდევ რამოდენიმე სამამულო და უცხოური წარმოების დოკუმენტური ფილმი, რომლებშიც, როგორც წარღვნამდელ ცივილიზაციაზე სწორი, საერთო აზრის მქონენი, ვპოულობთ მეტად საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლებიც მოცემული საკითხის სხვადასხვა მხარის გახსნაში გვეხმარება. ეს ფილმებია: “მოგზაურობა საიდუმლო სამყაროში: პასექის კუნძული”, “ძველი სამყაროს დაკარგული საგანძური: აცტეკები და მაია”, ანდრია სკლიაროვის ფილმები: “ღმერთების ტექნოლოგია” და “პერუ და ბოლივია ინკებამდე დიდი ხნით ადრე”.

არსებობს მოსაზრება, რომ პირამიდები ასრულებდნენ ფსიქოტრონულ ფუნქციას, ანუ მათი დახმარებით ხორციელდებოდა ზემოქმედება ადამიანთა მასების ცნობიერებაზე. ასე, მაგალითად, დოქტორი ლი, მექსიკური პირამიდების ცნობილი მკვლევარი, წერდა: “მე ვიცი რატომ აშენებდნენ პირამიდებს. პირამიდა არის მოწყობილობა, რომელიც აჩქარებს ცნობიერების ევოლუციას. ის ზემოქმედებს ხალხის მასებზე. პირამიდების განსხვავებული ფორმები, ეს არის ადამიანთა განსხვავებული ჯგუფების სხვადასხვა ეტაპები. პირამიდებს აშენებდნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რისთვის და რა მიზნით უნდა გამოეყენებინათ იგი; ასევე როგორ მოეხდინათ ზეგავლენა ხალხის ამა თუ იმ ჯგუფზე, რათა დაეჩქარებინათ ამ ჯგუფის ცნობიერების ევოლუცია. ეგვიპტის, მექსიკისა და პერუს პირამიდებს შორის სხვაობაც ამით აიხსნება”.

დოქტორი ლი ვარაუდობს: პირამიდა, გიგანტური გადამცემის მსგავსად, უზრუნველყოფდა უწყვეტ კავშირს “სიცოცხლის კოსმიურ ხაზთან”; “ატლანტებმა” (ანუ პირამიდების მშენებლებმა) საიდუმლო ცოდნა და “კოსმოსთან კავშირის კოდი” გადასცეს ძველი ეგვიპტის მოგვებს და მაიას ცივილიზაციას ამერიკაში; თუმცა, ეს ცოდნა გამოყენებულ იქნა არა მარტო ადამიანთა სასარგებლოდ, არამედ საზიანოდ, ანგარებითი მიზნით.

ძველი, საიდუმლო ცოდნის “კეთილი” და “ბოროტი” გამოყენება გვახსენებს ექსტრასენსების, ასტროლოგების, მოგვების, შემლოცველებისა და ოკულტისტების ცნობილ ხრიკს, რომლებიც თავიანთ გულუბრყვილო მომხმარებელს სთავაზობენ განასხვაონ “თეთრი”, ვითომცდა კეთილი მაგია, “შავისგან”, რომელიც ცუდი და ბოროტია, მაშინ როდესაც, წმიდა წერილისა და მასზე დაფუძნებული მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით, ნებისმიერი მაგია – ეს არის ჯადოქრობა, აქედან კი, დემონებთან კავშირი.

და რას გულისხმობს “ხალხის დიდი მასების ცნობიერების ევოლუცია”, რომლის შესახებაც ლაპარაკობს დოქტორი ლი და მიანიშნებს, რომ ასეთი იყო პირამიდების ფუნქცია? ვფიქრობთ, უნდა ვილაპარაკოთ არა ევოლუციაზე (რადგან ეს სიტყვა გულისხმობს გაუმჯობესებას, უფრო სრულყოფილისკენ გადასვლას), არამედ იმ ცვლილებაზე (რომელიც შესაძლოა იყოს გადასვლა უარესისკენ, დეგრადაციისკენ), რომელიც კაცობრიობის მთელს ცნობიერებას ეუფლება – აი, მასშტაბური ფსიქოტრონული ტექნოლოგიების საბოლოო მიზანი, უფრო ვრცლად კი ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცნობიერებაზე ზემოქმედება მსოფლიო მასშტაბით. სწორედ ამ პროგრამას ახორციელებენ დღეს ბოროტების მსახურნი. ამ პროგრამასა და მის განხორციელებაზე (აშშ-ს მაგალითზე) ზუსტად ბრძანებდა სხვა დოქტორი, დ-რი ჯონ კოლემანი თავის წიგნში “კომიტეტი 300: მსოფლიო მთავრობის საიდუმლოებანი”.

თანამედროვე მეცნიერებს აქვთ მონაცემები იმის შესახებ, რომ ეგვიპტელი, ბაბილონელი და ინდიელი მოგვები ძალზედ გამოცდილი ასტრონომები იყვნენ. მათ შეეძლოთ არა მარტო ეწარმოებინათ ზუსტი დაკვირვებები ზეციურ სხეულებზე, არამედ ეწინასწარმეტყველათ მზის და მთვარის დაბნელებანი. სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ მეცნიერება ჩაისახა ძველ საბერძნეთში. უფრო ჩახედული და განათლებული მასწავლებლები კი ამ საკითხს სხვაგვარად უყურებდნენ. მათი აზრით, კაცობრიობის პირველი მასწავლებლები იყვნენ ძველი ეგვიპტისა და ბაბილონის მოგვები; ასტრონომია აღმოცენდა ასტროლოგიიდან, მათემატიკა მაგიიდან და ა. შ. მაგრამ, თუ ამ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით და შევისწავლით, შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მოგვები თავიანთ საიდუმლო (ოკულტურ; ლათ. occultus – საიდუმლო, დაფარული) ცოდნას ღებულობდნენ წარღვნამდელი ცივილიზაციების ნარჩენებისგან. თანაც, ისინი, რა თქმა უ ნდა, პირდაპირ ამყარებდნენ კავშირს, და თუ შეიძლება ითქვას, თანამშრომლობდნენ, დაცემულ ანგელოზებთან – დემონებთან, რომელთაგანაც ღებულობდნენ “საიდუმლო ცოდნას”. აი, რას წარმოადგენს სინამდვილეში “კოსმოსთან კავშირი”, რომელსაც, ისეთი მკვლევარების აზრით, როგორიც დოქტორი ლია, ამყარებდნენ პირამიდების წარღვნამდელი მშენებლები და მათი მემკვიდრენი – წარმართი მოგვები. (ვინც მაიას ტომის კალენდარზეა დაინტერესებული მისთვის კარგი ინფორმაცია იქნება)

მთელი რიგი მკვლევარების აზრით, პირამიდებში ინახებოდა (და შესაძლოა დღემდე ინახება) ინფორმაცია დაღუპულ ცივილიზაციებზე. ჩვენთვის ჯერ კიდევ სასკოლო მერხიდან ცნობილი ძველბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი პითაგორა ერთხელ ეგვიპტეს ეწვია, რის შესახებაც შემდეგ თავის მოწაფეებს მოუთხრო. მოგვებმა მას აჩვენეს მრავალი საგანმანათლებლო საიდუმლო, რომლებმაც მასზე განმაცვიფრებელი შთაბეჭდილება მოახდინეს. განდობილი პირის (მოგვის) თანხლებით პითაგორა ეწვია ხეოფსის პირამიდის ქვეშ მდებარე ლაბირინთებს, სადაც იყო “მცირე ნათელი, რომელზეც შეიძლებოდა კითხვა და აზროვნება”.

არიან მკვლევარები, რომლებიც დამტკიცებულად მიიჩნევენ, რომ პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ მიეღოთ და გამოეყენებინათ ელქტრო (ზოგიერთის ვარაუდით კი ბირთვული) ენერგია. გერმანელმა მკვლევარმა რეინჰარდ ჰაბეკმა ძველეგვიპტური ტაძრების ბარელიეფებზე აღმოაჩინა საკმაოდ რთული, ელექტრონული გამანათებლების ნახატები. “ელექტროტექნიკის ცოდნის გარეშე, – როგორც უთითებს ინჟინერ-ელექტროტექნიკოსი, ვალტერ ჰარნი, წიგნის – “ნათელი ფარაონთათვის” ავტორი, – ამ სურათების შექმნა შეუძლებელი იქნებოდა”.

“დღეს უკვე მრავალს აქვს შეგნებული ის ფაქტი, – აღნიშნავს ი. ო. ლიპოვსკი წიგნში “პირამიდები კურნავენ და იცავენ”, – რომ ძველი მხატვრები, რომლებიც ქმნიდნენ მრავალფეროვან პანოებს და მოხატულობებს, უფაქიზეს ბარელიეფებს პირამიდების ბნელ ლაბირინთებში, სარგებლობდნენ სრულიად თანამედროვე გამანათებელი საშუალებებით. და ეს იყო არა ჩირაღდანი, რადგან პირამიდების ლაბირინთებში არ არსებობს კვამლისა და მურის ნასახიც კი, რომელიც აუცილებლად უნდა დარჩენილიყო ჩირაღდნებით განათების შემთხვევაში. ასევე არ ემჩნევა მურის კვალი თვით ნახატებს. აქედან, უნდა ვივარაუდოთ მხოლოდ ერთი: პირამიდებისა და ძველეგვიპტური ტაძრების შემქმნელები სარგებლობდნენ ელექტრო განათებით”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარღვნამდელ ცოდნაში, რომელიც შემდეგ გადაეცა წარღვნის შემდგომ მოგვებს, ელექტროენერგიის გამოყენების საიდუმლოც იყო ცნობილი.

ეს არის პირამიდის ერთ ერთი მონოლითური “აგური”

შემდეგ ნაწილში კი განვილიხავთ იმ მიზეზებს თუ რატომ დაისაჯნენ “ატლანტები” წარღვნით

წყარო:apocalypse.ge

თეგები

donxn1k

დაინტერესებული ვარ ucnauri.com ით

მსგავსი ამბები

Close
Close