კულტურა

პენტაგონმა “ტერმინატორის” შექმნა გადაწყვიტა

image18690760

აშშ-ს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები კომპანია HDT Robotics-ის მოწინავე პროგრამათა განყოფილების დირექტორის, კენტ მესიზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ “აშშ-ს თავდაცვითი პროექტების პერსპექტიულ კვლევათა სააგენტოს (DARPA) განზრახული აქვს გამოაცხადოს კონკურსი ადამიანის მსგავსი რობოტის შექმნაზე, რომელსაც მანქანის მართვა და ჩახერგილ ადგილებში გავლა შეეძლება”.

პირველი დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენტაგონის სააგენტო, რომელიც პასუხს აგებს სტრატეგიულ კვლევებზე რობოტოტექტნიკის სფეროში, აპირებს ტენდერის გამოცხადებას ორფეხოვანი რობოტის შექმნაზე, გამოჩნდა პროფილურ ინტერნეტ-რესურსში Hizook.com.

იუწყებიან, რომ DARPA უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს ტენდერს მეცნიერთა შორის რობოტის შექმნაზე, რომელიც არა მარტო გადაადგილდება ორი ფეხით და გარეგნულად ადამიანის მსგავსი იქნება, არამედ “ადამიანური სისწრაფით” შეეძლება საგნებით მანიპულირება, თანაც მომავალ რობოტს უნდა შეეძლოს მანქანის ტარება, გადაკვეთოს დასახლებული პუნქტები და ფლობდეს მცირე მოტორიკას, – წერს ჟურნალი Wired.

როგორც ფიქრობენ, პროექტს უახლოეს მომავალში Grand Challenge-ს მორიგი კონკურსის ჩარჩოებში გაუშვებენ, სადაც გამომგონებლებს შეეძლებათ წარუდგინონ DARPA-ს თავიანთი ნაშრომები, რომლებიც ახალ, მაღალტექნოლოგიურ რობოტში განხორციელდება.

მსს-ს ეს ინფორმაცია HDT Robotics-ის წარმომადგენელმა კენტ მესიმაც დაადასტურა.

“Grand Challenge”-ს უახლოეს მიზანს წარმოადგენს რობოტ-ჰუმანოიდის შექმნა, რომელიც შეძლებს ადამიანთა შორის მოქმედებას და იმ ინსტრუმენტებით სარგებლობას, რაც ადამიანებმა გამოიგონეს”, – განაცხადა მან Hizook.com-ზე. თუ ლაპარაკია რობოტის კონკრეტულ ამოცანებზე, მესის თქმით, მათ “სტიქიურ უბედურებებზე რეაგირება” დაევალებათ.

ჩვენის მხრივ კი აღვნიშნავთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს DARPA-ს ძირითადი პროფილი სამხედრო ტექნოლოგიებია და კიდევ სად შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი რობოტი ადვილი წარმოსადგენია.

წყარო: apocalypse.ge

loow

me var tornike kevlishvili
Back to top button