საკითხავისასარგებლოსურათები

კრიმინალური მოტო-კლუბები – ” Hells Angels ”

” როდესაც ვაკეთებთ კარგს არავინ იმახსოვრებს,როდესაც ვაკეთებთ ცუდს არავინ ივიწყებს ! ”

The Hells Angels Motorcycle Club – HAMC

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და ცნობილი კმკ (კრიმინალური მოტო-კლუბი),დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,კალიფორნია,ფონტანა 1948 წლის 17 მარტს.” Hells Angels ” – ის პირველი წევრები იყვნენ ძირითადად ” The Pissed Off Bastards of Bloomington ” – ის წევრები.პირველი ბაიკერები და ” Hells Angels ”- ის წევრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იყვნენ.სახელი ” Hells Angels ” სწორედ მსოფლიო ომიდან მოდის,კერძოდ საჰაერო ძალებიდან ” Flying Tigers ”(პირველი მოხალისეთა ესკადრილია) ,რომელთა ერთ-ერთ დივიზიონს ერქვა ” Hells Angels ”.  ” Hells Angels ”  საქმიანობა მთლიანად კრიმინალთანაა დაკავშირებული როგორიცაა ნარკოტიკების გადაზიდვა, იარაღის კონტრაბანდა, პროსტიტუცია, ტრეფიკინგი და ა.შ.

” Hells Angels ” – ი დაახლოებით 3.600 სრულ წევრს ითვლის (Patchmembers),და კიდევ უამრავ ”გამომცდელს”(Prospect,არ ვიცი ქართულად როგორ დავარკვა).დღემდე  ” Hells Angels ” – ს 256 (Chapter) ფილიალი აქვს მსოფლიოს 6 კონტინენტზე აქედან 230 აშშ – ში.ფილიალი (Chapter) ეს არის როგორც ქვეყანა…ანუ ქვეყანას ქვია საქართველო,მაგრამ ყველა ქალაქს თავისი მერია გააჩნია. დაახლოებით ესეა კნკ-შიც, ყველაზე დიდი კალიფორნიის ფილიალია და ა.შ. სავალდებულოა გქონდეს              ”Harley-Davidson ” – ის  მოტოციკლეტი და კრიმინალური გამოცდილება.

” Hells Angels ” – ში და ყველა ორგანიზებულ კნკ – ში არის  საფეხურებად დაყოფა, კერძოდ : 1.პრეზიდენტი (President), 2.ვიცე-პრეზიდენტი (V.President), 3.სეკრეტარი (Secretary), 4.ხაზინადარი (Treasurer), 5.იარაღების სერჟანტი (Sergeant at arms) და გზის კაპიტანი (Road Captain), 6. რიგითი წევრები .

” Hells Angels ” – ი ალიანსშია :” Aryan Brotherhood ” , ” Cali Cartel ”,”  Indian Posse ”, ” Warlocks ”. მეტოქეები : ” Bandidos ”,” Mongols ”,” Outlaws ”,” Pagans ” (ესენი ყველა ერთ ალიანშია,მაგრამ ” Hells Angels ” – ის ძლიერება სწორედ ამაშია.

ყველა კმკ-ს აცვია კასუხა (vest, ქართულში შესატყვისი არ აქვს ალბათ), წინა მხარეზე კლუბის სახელი, წოდება და ა.შ. (ყველგან განსხვავებულია),უკან კლუბის ლოგო (შუაში) მაღლა კლუბის სახელი (Hells Angels,Mongols,Pagans,….,ქვევით ფილიალის სახელი (California,Germany,France…..) 

გთავაზობთ   ” Hells Angels ” – ზე ფოტოებს და ვიდეოებს.

 

პირველი 5 წევრი

სონი ბარგერი – ოუკლენდის ფილიალის დამაარსებელი


Hells Angels ” – ის ჰიმნი

გზაზე

იმედია მოგეწონათ პოსტი და ელემენტარული მაინც შეიტყეთ ” Hells Angels ” – ზე და საერთოდ კნკ – ზე .თუ დაგაინტერესებთ კიდევ დავდებ სხვა კლუბებზე როგორიცაა : Mongols MC,Pagans MC,Bandidos MC….

ასევე დაგაინტერესებთ ბაიკერებზე სერიალიც …. Sons Of Anarchy – გირჩევთ უყუროთ ,მითუმეტეს რომ  ” Hells Angels ”  – ის ისტორიაა …

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close