ბერძნული მითოლოგია

ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლების მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება.

თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკაპოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.

ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მიგვითრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.

ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.

ურანოსი: ცის მეუფე, ღმერთების მამამთავარი
კრონოსი: პირველი თაობის დიდი ღმერთი (ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას, ჰესტიას მამა).
ზევსი: ღმერთების მამა, ელვის, ჭექა-ქუხილისა და ჰაერის განმგებელი
კრონოსისა და რეას უფროსი ვაჟი
პოსეიდონის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას უმცროსი ძმა
ათენას, აპოლონის, არტემიდეს, არეს, აფროდიტეს, ჰერმესის, დიონისეს, ჰერაკლეს და ა.შ. მამა
ციური სხეული: პლანეტა იუპიტერი
პოსეიდონი: ზღვის (აქ; ატლანტის ოკეანე, მისი სამფლობელო ადგილი ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვის), აგრეთვე მიწისძვრისა და ცხენების ღმერთი
ზევსის უფროსი ძმა
კრონოსისა და რეას ვაჟი
მოკვდავ კლეითოსთან ერთად გააჩინა ხუთი ტყუპის ცალი ვაჟი; შეუუღლდა ამფიტრიტეს
ტრიტონის მამა
სამყაროს განაწილებისას ზევსს ერგო ცა, ჰადესს მიწისქვეშეთი ხვდა წილად, ხოლო პოსეიდონს – დედამიწა და ოკეანე
ჰერა: ოჯახის ქალღმერთი, ქორწინების, დედობისა და დაბადების განმგებელი
მშობიარეთა დამხმარე
ზევსის უაღრესად ეჭვიანი მეუღლე
არესის, ჰეფესტოს, ჰებეს და ა. შ. დედა
ზევსის და
დემეტრა: მიწის ქალღმერთი, ზევსის და, ქალღმერთი დედა, ნაყოფიერების ღმერთი
სამსახოვანი ქალღმერთი სხვადასხვა მანიფესტაციებში, ანუ გამოვლინებებში: ქალწული, დედა, ან მოხუცი ქალი
ზევსის გაუთხოვარი და საყვარელი
ხელოვნებაში მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ქალიშვილ პერსეფონესთან და მის მეუღლესთან ჰადესთან
პლუტონის დედა
აპოლონი: პოეზიის, სინათლის, შავი ჭირისა და წინასწარმეტყველების ღმერთი
მუზების წინამძღოლი (თანასახელი: Musagetes)
გათანაბრებულია ფებოსთან (მზის ღმერთი)
ზევსისა და ტიტანინის ვაჟი ლეტო
უცოლო, ასკლეპიოსის მამა
არტემიდეს ტყუპის ცალი ძმა
ციური სხეული: მზე
არტემიდე: ნადირობისა და მთვარის ქალწული ღმერთქალი (სელენესთან ერთად)
ზევსისა და ლეტოს ქალიშვილი
აპოლონის ტყუპის ცალი და (აპოლონი = მზის ღმერთი ჰელიოსი, არტემიდე = მთვარის ღმერთქალი სელენე)
არ გათხოვილა, არცერთ მამაკაცს მისცემია, არამედ იყო თავისუფალი და უშვილო
ციური სხეული: მთვარე
ათენა: სიბრძნის ქალღმერთი, გმირების, ქალაქების, მიწათმოქმედების, ხელოვნებათა და მეცნიერებების, ქალური ხელსაქმის, (სტრატეგიული) ბრძოლისა და მშვიდობის დამცველი, ქალაქ ათენის ქალღმერთი
(პალასი)
ზევსისა და მეტისის საყვარელი ქალიშვილი
გაუთხოვარი ქალი; გააუპატიურა ჰეფესტომ და შეეძინა ერექთონიოსი, ერექთევსის მამა; ჰეფესტოსთან ერთად განაგებდა ათენს
არესი: დამანგრეველი ომის ღმერთი
ზევსისა და ჰერას კანონიერი ვაჟი
დემოსისა და ფობოსის მამა მამა
ცოლქმრული ერთგულების დამრღვევი სასიყვარულო კავშირი აფროდიტესთან
ციური სხეული: პლანეტა მარსი
აფროდიტე: სიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთი
ორ სხვადასხვა ფიგურას ჰქვია ეს სახელი:
1. ურანუსის უფროსი ქალიშვილი, რომელიც ზეციურად იწოდება (აფროდიტე ურანია)
გაჩნდა ზღვის ქაფში
2. ზევსის უმცროსი ქალიშვილი და ჩვეულებრივად იწოდება
დიონეს ნაშვილები ქალიშვილი
ჰეფესტოს ცოლი
ციური სხეული: პლანეტა ვენერა,
სხვა სახელები:
1. (უფროსი): ანადიომენე (ზღვიდან ამოსული), ურანია (ზეციური, ანუ ურანოსის შთამომავალი)
2. (უმცროსი): მელაინა (შავი), ანდროფონოსი (კაცთა შემმუსრველი), ეპიტიმბიდია (სამარხებზე მდგარი)
ჰერმესი: ქურდების, ვაჭრობისა და მოგზაურთა ღმერთი. ღმერთების შიკრიკი, მაცნე
ზევსისა და ნიმფეს ვაჟი მაია
პანის, დაფნეს, ჰერმაფროდიტოს, აბდეროს და ავტოლიკოს მამა
ციური სხეული: პლანეტა მერკური
ჰეფესტო: ვულკანის, ცეცხლის, სამჭედლო ხელოვნებისა და არქიტექტურის ღმერთი (ღმერთებს სასახლეებს უგებდა, ხოლო ადამიანებს უბოძა სახლის მშენებლობის ხელოვნება.); ციკლოპებთან ერთად ზევსისთვის ელვასა და მეხს სჭედდა
ჰერას ვაჟი (ჩაისახა მარტოდ პართენოგენეზში)
ზევსმა, იმის გამო, რომ სურდა საკუთარ დედას მი წანააღმდეგ დახმარებოდა ოლიმპოდან მოისროლა და მას შემდეგ ხუკად, კუნტად იქცა.
შერიგების ნიშნად ზევსმა ის ჩვეულებრივ აფროდიტესთან შეაუღლა, ხოლო აფროდიტემ მას არესთან უღალატა
დიონისე: ღვინისა და თრობის (ექსტაზის) ღმერთი
ღმერთებს შორის ყველაზე უმცროსი
დემეტრას, იოს, დიონეს, პესეფონეს, ლეთეს ან სემელეს, და ზევსის ვაჟი
ჰესტია: ოჯახური თანხმობის, ოჯახური კერის ცეცხლის მფარველი ქალღმერთი
გაუთხოვარი ქალწული
ჰადესი: ზევსის ძმა
bemächtigte sich durch Raub der Persephone
ქვესკნელის მპყრობელი
მისი თანმხლებნი არიან თანატოსი „სიკვდილი“ და ჰიპნოსი „ძილი“
პერსეფონე: ზევსისა და დემეტრეს ქალიშვილი
ქვესკნელის მეფე
ოთხი თვე ჰადესთან ყოფნა, უნაყოფო დრო
თანასახელი კორე (Κόρη = „ქალიშვილი“)
ჰერაკლე: ნახევარღმერთი
ცნობილი გახდა თავისი 12 საქმით
ზევსისა და ალკმენეს ვაჟი
ჰებე: ახალგაზრდობის ქალღმერთი. გახდა ჰერაკლეს ცოლი, როცა ის ოლიმპოზე ავიდა
არესისა და ათენას და


ავტორი: TURMANA

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC