უცნაური

ბაბაიაგას დღიურები (ტაროს მაგია; ნაწილი2)

36a99b8f046b
შესაძლოა პოსტში არსებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება თქვენს რელიგიურ შეხედულებებს,ამიტომაც გაითვალისწინეთ ეს სანამ პოსტს გაეცნობოდეთ.
აქ დაკლიკებით შეგიძლიათ გაეცნოთ ტაროს მაგიაზე პირველ პოსტს
განვაგრძოთ ლაპარაკი ტაროს შესახებ,
არ აქვს მნიშვნელობა რამხელა ტაროს გამოიყენებთ, ანუ არ მოქმედებს პრინციპი, ვითომ რაც უფრო დიდია კარტი, მით უფრო დიდი მაგიური ძალა აქვს. პირიქით, ზომაში პატარა კარტი უფრო მოსახერხებელია, პატარა ადგილს დაიკავებს. რომელ ტაროსაც აირჩევთ, ის უნდა გამოიყენოთ ხოლმე მანამ, სანამ მთლიანად არ შეისწავლით მის სიმბოლიკას, რიტუალურ მაგიაში გამოყენება რა თქმა უნდა კარტს რაღაც ენერგიით ავსებს, რის შედეგადაც უფრო ადვილი ხდება ამ კარტის საშუალებით ასტრალური დონის შექმნა, რაც მაგიას ასე ძალიან ესაჭიროება. ანუ შევთანხმდეთ იმაზე, რომ რიტუალებში ერთი და იგივე კარტი უნდა იქნეს გამოყენებული, არაა საჭირო მათი გამოცვლა.

9e29035203d8

კარტს რომ ენერგია შეუნარჩუნდეს, საჭიროა მისი განსაკუთრებული შენახვა, უნდა შეინახოთ თეთრეულში, ან რაიმე ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელში გაახვიეთ. კარტს სხვები ხელებს არ უნდა ჰკიდებდნენ და არც მისი თვალიერებაა საჭირო. რიტუალი ზოგადად მეტად პირადული მოქმედებაა, მაგრამ ზოგჯერ ამას ჯგუფურადაც ახორციელებენ, ამ შემთხევვაშიც არაა საჭირო ერთმა ერთ კარტს სტაცოს ხელი, მეორემ მეორეს. კარტთან შეხება ერთ ადამიანს უნდა ჰქონდეს. საჭიროა ასევე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან მაგიური რიტუალი და მკითხაობა, თუ მკითხაობას აპირებთ, ამისთვის მაგიური რიტუალისთვის განკუთვნილი ტაროს კარტი არ გამოიყენოთ.

ტაროს სტანდარტული დასტა შედგება 78 კარტისგან. გაყოფილია ორ ძირითად ნაწილად დიდი არკანა და პატარა არკანა (მე ეგრე ვეძახი). დიდ არკანაში შედის 22 ნახატიანი კარტი, ეომელიც ახლა უკვე რომაული ციფრებითაა დანომრილი. თანამედროვე ტაროზე, იშვიათად წააწყდებით არაბულ რიცხვებს. თითოეული სურათი ერთმანეთისგან სავსებით განსხვავდება და შესაბამისად სხვა მნიშვნელობაც. გვაქვს ორი მცირე არკანა, ერთში 40 კარტია გაერთიანებული, მეორეში 16.
38013d31687e
სურათზე გამოსახულია დიდ არკანაში შემავალი კარტები

კარტების მნიშვნელობების სახესხვაობა რომ დაასტაბილურონ ოკულტური სკოლები მრავალ კორესპონდენციას გვთავაზობენ. მათ შორის გამორჩეულია Golden Dawn-ის კორესპონდენცია.

ტაროს კარტი და Golden Dawn
ოფიციალური საიტი
საჭიროა, რომ იცოდეთ, თუ რა ადგილი უჭირავს Golden Dawn-ს დასავლეთის ეზოთერიკაში და რა წვლილი მიუძღვის ტაროს მაგიის ჩამოყალიბებაში. Golden Dawn-ის საფუძველი იყო Rosicrucian საიდუმლო საზოგადოება, რომელიც 1888 წელს ლონდონში დაარსდა 3 მაღალი რანგის ფრიმასონის მიერ, სწავლების, ცოდნის გაღრმავების და სრიტუალო მაგიის ტექნიკის გამოყენების გასაუმჯობესებლად.
მათ რიგებში იყვნენ ცნობილი მხატვრები, მწერლები, მოკლედ რჩეული საზოგადოება. რამოდენიმე წევრი, მაგალითად Edvard Waite, Dion Fortune და Alister Crowley გამოეყო საიდუმლო საზოგადოებას და თავიანთი ოკულტური სკოლა შექმნა. ეს იმ დროისთვის მეტად გაბედული კონცეფცია იყო. ამასთანავე მასონობა ყოველთვის შეიცავდა ეზოთერიკულ სიმბოლიზმს როგორც რიტუალებში, ასევე აქსესუარებში.
Golden Dawn-ის დამაარსებლები მოსურნეები იყვნენ, რომ აღორძინებულიყო Resocrucianism- როგორც აქტიური ეზოთერიკული სკოლა, რომელიც მოიცავდა დასავლური ტრადიციის ყველა ძირითად ოკულტურ დინებას, მათ შორის ჰერმეტულ ფილოსოფიას, ალქიმიას, ტაროს და ა. შ.
სამი დამფუძნებელი ერთმანეთთან საინტერესო კონტრასტებით იყო შეკავშირებული.
3fb66f20cb1c
დოქტორ უილიამ რობერტ ვუდმენი (1828-91) იყო უფროსი ფრიმასონი, დიდი ავტორიტეტის მქონე, რომელიც Golden Dawn-ს შექმნიდან მალევე გარდაიცვალა და ამიტომაც მხოლოდ მცირე როლი ითამაშა მისი სისტემის განვითარებაში. იგი განსწავლული იყო ებრაულში და Kabbalah-ში . ალბათ ეს უკანასკნელი სწორედ ვუდმენის გამოისობით ჩაერთო Golden Dawn-ის მაგიურ სამყაროში.
დანარჩენი ორი დამფუძნებელი შესანიშნავი მეგობრები იყვნენ და მრავალი წლის გამვალობაში განაგრძობდნენ ერთად მუშაობას. თითეულმა თავისი უნიკალური ნიჭით დიდი წვლილი შეიტანა საქმეში.

ef8612c910aa
Dr. William Wynn Westcott (1848-1925) პროფესიით ექიმი გახლდათ, 10 წლის იყო როცა მშობლები დაეღუპა და ნათესავი ზრდიდა. განსწავლული იყო Hermetism-ში და ბერძნულ ფილოსოფიაში.

f390f519bc7f
Samuel Liddell Mathers თავის თავს MacGregor-ს უწოდებდა, რადგანაც ირწმუნებოდა რომ MacGregor-ის კლანის და შოტლანდიური სამეფო ხაზის შთამომავალი იყო. William Butler-ის გადმოცემით სამუელს 2 ვნებათა კანონი ჰქონდა ცხოვრებაში, ერთი მაგია და მეორე ომის თეორია. (იგი თურმე კარგა ხანს გატაცებული იყო იარაღაბისა და სამხედრო ტექნიკის შესწავლით.)
Golden Dawn-სთვის 2 დევიზი ჰქონდა S.R.M.D. – S’ Rioghail Mo Dhrem – რაც ნიშნავს : სამეფო ჩემი შთამომავლობაა.
D.D.C.F – Deo Duce Comite Ferro – ღმერთი როგორც ჩემი მეგზური,ჩემი კომპანიონი მახვილი.
Golden Dawn–ის მაგიური მეთოდების წყაროები უფრო მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული ოკულტიზმისკენ იხრება, განსაკუთრებით კი Eliphas Levi-ს სწავლებებისკენ, რომელიც იმ დროს გამოჩენილი ოკულტისტი და მაგი იყო. მხოლოდ ამ სწავლებებით Golden Dawn შესაძლოა ერთ უბრალო საინტერესო ოკულტურ კლუბად დარჩენილიყო, რომ ფიქოლოგიური კავშირები არ ჰქონოდათ სპირიტუალური წარმოშობის ჯგუფთან ,,საიდუმლო მმართველები”. ამ მმართველებში კი მოიაზრებოდა 3 ყველაზე ძლიერი და ბრძენი, რომელთა სახელები Golden Dawn-ის ერთ-ერთმა რიტუალმა შემოგვინახა.

Hugo Alverda – Frisian
Franciscus De Bry – გალი
Elman Zata – არაბი

Samuel Mathers-ის ცოლი Moina, ფორმალურად Mina Bergson. ფრანგი ფილოსოფოსის Henry Bergson-ის ულამაზესი და იყო. ისიც დაჯილდოვებული იყო იგივე ნიჭით,რითიც მისი ქმარი და მასაც ცოდნა მიღებული ჰქონდა ,,საიდუმლო მმართველებისგან”. ეს სწავლება შედგებოდა რთული კომპლექსური რიტუალებისგან და ოკულტიზმის დეტალიზებული სისტემისგან.
Samuel Mathers-მა 1896 წლის წერილში აღწერა თუ როგორ ჰქონდა ურთიერთობა ,,საიდუმლო მმართველების” წევრებთან, თუმცა გამოტყდა,რომ მათი ვინაობის შესახებ არაფერი იცოდა.
წერილიდან ნაწყვეტი: ,,საიდუმლო მმართველებზე,რომელთა წყალობითაც მე მივიღე სიბრძნე,ვერაფერს გეტყვით. მე არც კი ვიცი მათი მიწიერი სახელები,მე მათ მხოლოდ საიდუმლო ზედმეტსახელებით ვიცნობ. მხოლოდ რამდენჯერმე მყავს ნანახი მათი ფიზიკური სხეული, და შეხვედრა კი ხდებოდა ასტრალურად, დრო და ადგილი კი წინასწარ იყო განსაზღვრული ასევე ასტრალის საშუალებით. მე აღვიქვამ მათ ამ პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებად, მაგრამ ვამბობ რომ ისინი საშინელი ზეადამიანური ძალებით არიან დაჯილდოვებულნი. შეხვედრების დროს მათი პერსონია გამომხატველი არაფერი არ იყო, ეცვათ ჩვეულებრივი ტანსაცმელი, მხოლოდ ადამიანებისგან განსხვავებით, მათ არ გააჩნდათ არც აგრეგნობა, არც ტრანსცენდენტული ჯანმრთელობა და არც ფიზიკური სიძლიერე.”

რაც შეეხება ცოლის როლს ქმრის საქმიანობაში, როგორც ჩანს ეს საკმაოდ დიდი იყო, რადგან სამუელმა ,,საიდუმლო მმართველებს” სთხოვა, რომ მოეცათ ნება ცოლი დახმარებოდა საქმიანობაში, რადგანაც ქალის, როგორც მედიუმის ნიჭი იმდენად დიდი იყო, რომ კარგ დახმარებას გაუწევდა ყველა საქმეში.
Moina (ცოლი) Golden Dawn-ში ცნობილი იყო ზედმეტსახელით Soror Vestigan Nulla Retrorsum, ნაცნობებისთვის უბრალოდ Vestigia.

გარდა საიდუმლო მმართველებთან კონტაქტისა სამუელი და მისი ცოლი XIX საუკუნის სპირიტუალურ ჩვეულ ტექნიკასაც მიმართავდნენ სულებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. სამუელი ამ ტექნიკებში გამოსაყენებელ საგნად აღნიშნავდა მაგიდას, ჩვეულებრივ ხის მაგიდას იყენებდა, ალბათ ბევრმა იცის ეს მეთოდი, რადგან მიუხედავად სიძველისა დიდი პოპულარობა ჰქონდა.
სულის გამოძახების შემდგომ გასაუბრებისას იყენებდნენ კაკუნის მეთოდს,მაგიდაზე ერთხელ დაკაკუნება ნიშნავდა დადებით პასუხს, ანუ ,,დიახს” დასმულ კითხვაზე, ხოლო ორჯერ დაკაკუნება კი არას. შემდეგ მედიუმებმა სხვადასხვა ციფრთა და კაკუნის კომბინაციაც შეიმუშავეს, რათა უფრო ამომწურავი პასუხები მიეღოთ სულებისგან.
ასევე სულთან გასაუბრების საშუალებად სამუელი ასახელებს მეორე ცნობილ ტექნიკას ბეჭდისა და დიკოს გამოყენებით.
სამუელი იყო მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სულების გამოძახების საკითხში, ემდენად განვითარებული, რომ მისი მოსწავლე ალისტერ ქროული,მიუხედავად იმისა,რომ ამ უკანასკნელმა რწმენა დაკარგა მასწავლებლის მიმართ, მაინც მას მიიჩნევდა უძლიერეს მაგად.

To Be Continued…

მსგავსი ამბები

Back to top button