მისტიკასაკითხავიუცნაური

წარღვნამდელი ცივილიზაცია?

შევეცდებით ფარდა ავხსნათ მთელ რიგ მნიშვნელოვან, თუმცა ნაკლებად შესწავლილ საკითხებს, რომელიც ეხება წარღვნამდელი კაცობრიობის, უფრო სწორედ, წარღვნამდელი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზებს.

წინათქმა

წინამდებარე გამოკვლევაში, მოცემულ გამოკვლევაში ჩვენ, საკუთარი ძალისაებრ და ღმრთის შეწევნის იმედით, შევეცდებით ფარდა ავხსნათ მთელ რიგ მნიშვნელოვან, თუმცა ნაკლებად შესწავლილ საკითხებს, რომელიც ეხება წარღვნამდელი კაცობრიობის, უფრო სწორედ, წარღვნამდელი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზებს. ჩვენის აზრით, არსებობს ყოველგვარი საფუძველი, ამ თემას მივანიჭოთ უდიდესი მნიშვნელობა და განვაცხადოთ, რომ ის განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ადამიანისთვის.

ღმრთის ნებით, დღეს, ჩვენთვის საჭირო დონით გვეხსნება წარღვნამდელი ცივილიზაციის არსი, ანუ არსი იმ ცივილიზაციისა, რომელიც დედამიწაზე მსოფლიო წარღვნის წინ შეიქმნა, რომლის დროსაც, როგორც ბიბლიიდან ჩანს, დაიღუპა მთელი კაცობრიობა, მართალი ნოეს ოჯახის გარდა. და ყველაზე უმთავრესი, რაც სადღეისოდ ნათლი ხდება, არის ის, რომ წარღვნამდელი კაცობრიობა უბრალოდ ღმრთისწინააღმდგომი კი არ იყო, არამედ პირდაპირ ღმრთისმბრძოლი; რომ მასში დაწყებული იყო გლობალური ოკულტურ-სატანური სისტემის მშენებლობა, მიმართული რომელიღაც ღმრთისსაწინააღმდეგო, სატანური პროექტის განსახორციელებლად. აი, რატომ აღხოცა პირისგან მიწისა უფალმა ეს ცივილიზაცია, როდესაც მთელს დედამიწას წარღვნა მოუვლინა ისე, რომ მთელი ტერიტორია, სადაც კი შეიძლებოდა განლაგებულიყო ობიექტები, რომლებიც ამ ცივილიზაციამ ააშენა, დღემდე წლითაა დაფარული. წარღვნის დროს ხომ წყალს ეჭირა დედამიწის ზედაპირის მხოლოდ ერთი მეშვიდედი ნაწილი, როგორც ამას ბრძანებს ეზრა, ამჯერად კი – ორი მესამედი უჭირავს.

1. პირამიდები

ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ვიცით, რომ ეგვიპტეში არსებობენ პირამიდები. ისინი კაიროს აღმოსავლეთიდან ათეულობით კილომეტრებზეა გადაჭიმული. ყველაზე მაღალი და ცნობილი პირამიდაა ხეოფსის “დიდი პირამიდა”. მისი სიმაღლეა 146 მეტრი (ეიფელის კოშკის მშენებლობამდე, რომელიც ააგეს 1889 წელს, ხეოფსის პირამიდა დედამიწაზე ყველაზე მაღალ ნაგებობად მიიჩნეოდა). ე. წ. “სამყაროს შვიდი საოცრებიდან” ის არის ყველაზე უძველესი და ერთადერთი შემონახული “საოცრება”. სასკოლო სახელმძღვანელოებში წერია, რომ ეგვიპტის პირამიდები ააშენეს მონებმა და წარმოადგენენ საკულტო ნაგებობას – საძვალეებს, სამარხებს, სადაც ფარაონები არიან დამარხულნი. თუმცა, სინამდვილეში ეს მთლად ასე როდია.

გამოკვლევებმა, რომლებსაც ეგვიპტოლოგები და სხვა მეცნიერები აწარმოებდნენ, აჩვენა, რომ ამგვარი ნაგეგობის აშენება არ შეეძლო მონათა მრავალათასიან ჯარსაც კი. გარდა ამისა, პირამიდებში არათუ არავის აღმოუჩენია მუმია, არამედ არაფერი იმგვარი, რაც მათ საძვალეთა თუ სამარხების ფუნქციას დაადასტურებდა (როდესაც ხეოფსის სარკოფაგი გახსნენ, მუმიის ნაცვლად აღმოაჩინეს… მხოლოდ პატარა ქანდაკება. მკვლევარებს, რომლებიც პირამიდებში ფარაონთა სამარხებს ხედავდნენ, იმედი გაუცრუვდათ. ხოლო ნილოსის ნაპირებზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფარული ადგილი, სადაც გამოქვაბულებში მუმიფიცირებული იყო ახალი სამეფოს თითქმის ყველა ფარაონი).

ნამდვილად ძნელი წარმოსადეგნია, რომ ისეთი გრანდიოზული და უზარმაზარი ნაგებობები მხოლოდ იმიტომ ყოფილიყო აშენებული, რომ მათში დაემარხათ ერთი ადამიანი (თუნდაც ფარაონი). მრავალი თანამედოვე მეცნიერი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამარხების თეორიას და თვითონ აყენებენ ისეთ თეორიას, რომელსაც, მათი აზრით, შეუძლიათ საფუძვლიანად შეარყიონ საზოგადოდ მიღებული წარმოდგენები კაცობრიობის ისტორიაზე.

პირამიდების პარამეტრებისა და სივრცობრივი განლაგების ზუსტმა გაზომვამ, რომელიც მრავალმა მკვლევარმა განახორციელა, გასაოცარი შედეგები მოიტანა. ასე მაგალითად, პირამიდებში საფუძვლის სიგრძის შეფარდება სიმაღლესთან შეადგენს ე. წ. “ოქროს კვეთის” პროპორციას (რომელიც პირამიდებს ანიჭებს მძლავრ ენერგეტიკულ ეფექტს, რომელსაც ყველა მკვლევარი აღიარებს). პირამიდის პერიმეტრი, გაყოფილი ორმაგ სიმაღლეზე, გვაძლევს რიცხვს “პი”. პირამიდების გვერდით და მათ შიგნით არაერთხელ შეუნიშნავთ სხვადასხვა სახის გაუგებარი მოვლენა. ექსპერიმენტების დროს, პირამიდების შიგნით აღმოაჩინეს ჯანმრთელობისთვის მარგებელი წერტილები, ან პირიქით – ადგილები, რომლებიც თრგუნავენ ცოცხალ ორგანიზმებს. უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ, სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი პირამიდებისადმი, ძველი ცივილიზაციის ამ “საჩუქრისადმი”. ბოლო დროს უცხოურ და სამამულო პრესაში გამოჩნდა მრავალი წიგნი და სტატია, რომელიც ეძღვნება ძველი და ახალი პირამიდების უჩვეულო თვისებებს (იხ. მაგ.: Ю. О. Липовский, “Пирамиды исцеляют и защищают”; “Пирамиды и маятник на страже вашего здоровья: Практическое руководство по применению”).

დღემდე აშენებენ პირამიდალური ფორმის საცხოვრებელ და სხვა ნაგებობებს; სხვადასხვა მასალისგან (შუშა, პლასტმასი, ფანერი, მეტალი, ბუნებრივი ქვა) მზადდება სხვადასხვა ზომის პირამიდები. ვიღაცამ ეგვიპტური პირამიდების მიხედვით (ანუ, იმავე პროპორციების დაცვით) თვითონ ააგო პირამიდა, მოათავსა სამართებელი, რომელიც თვითონ აილესა (ამ მოვლენის შესახებ სამეცნიერო გამოცემებიც წერდნენ); ვიღაცამ, დიდი მოსავლის მოწევის იმედით, პირამიდებში სხვადასხვა მცენარის თესლი გაახარა; ვიღაცა ასეთ პირამიდალურ ნაგებობებში ინახავს მალფუჭებად პროდუქტს, ვიღაცა “მუხტავს” წყალს, მალამოს და სხვა კოსმეტიკურ საშუალებას. მოკლედ, მიიჩნევა, რომ პირამიდები ატარებენ გამაჯანსაღებელ თვისებას და ამაღლებენ ადამიანის სულიერების დონეს, იცავენ მას გეოპათოგენური გამოსხივებებისგან (მაგ. კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების მავნე გამოსხივებებისგან), იცავენ და ხსნიან “გათვალვას” და სხვა ნეგატიურ ზემოქმედებას, ავითარებენ “ნათელმხილველობას”. მაგრამ, ამ თემაზე არსებული პუბლიკაციებში ყოველთვის არის მითითება იმის შესახებ, რომ პირამიდების “არასწორად” გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია ჯანმრთელობის დაზიანება და ა. შ.

მაგრამ, მოდი დავუბრუნდეთ ეგვიპტის პირამიდებს. ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ისინი შეიქმნენ არა პრიმიტიული, მონური შრომის, არამედ საკმაოდ განვითარებული და ფანტასტიკური (თანამედროვე სპეციალისტთა განმარტებით) სამშენებლო ტექნოლოგიების შედეგად. აბსოლუტურად იდეალური სწორი კუთხეები, არაჩვეულებრივი სიმეტრია, 2,5 ტონიდან 15 ტონამდე ქვის უამრავი ბლოკის შექმნისა და დამუშავების გასაოცარი ტექნოლოგია. ზოგიერთი ქვა ძალიან მტკიცეა (გრანიტი, კვარციტი, ბაზალტი და სხვა). ეგვიპტეში არსებობს ნაგებობები, რომლების აშენებულია მონოლითურად და რომლებიც იწონიან 800 და 1000 ტონასსაც კი (ეს ხომ გიგანტური სიმძიმეა) (შედარებისთვის: სტანდარტულ, გადამზიდ ვაგონს შეუძლია მხოლოდ 60 ტონა ტვირთის გადაზიდვა). ბლოკების ზომები, რომლებისგანაც არის აგებული პირამიდები, დამუშავებულია 0,2 მმ სიზუსტით, რომლებიც ყველა მხრიდან ალესილი და დამუშავებულია, თანაც ეს გიგანტური ქვები ისე ზუსტად არის ერთმანეთთან მიერთებული, რომ მათში ნემსის შერჭობაც კი შეუძლებელია.

თანამედროვე, პროფესიონალი მშენებლების გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ პირამიდების მშენებლებს გააჩნდათ ჩვენთვის წარმოუდგენელი ინსტრუმენტები. ასე, მაგალითად, როდესაც იკვლევდნენ ნასვრეტებს გრანიტის ბლოკებში, სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პირამიდის მშენებელთა საბურღი თავისი სიძლიერით 500-ჯერ აღემატებოდა ყველაზე თანამედროვე სახვრეტს. პირამიდის მშენებლებს შეეძლოთ გასაოცარი სისწრაფით და სიმარდით არა მარტო გამოეჭრათ ქვის უზარმაზარი ბლოკები, არამედ კარაქივით ჩამოეჭრათ მთის ქანები (მკვლევარებმა ტერმინიც კი შეიმუშავეს: “პლასტელინის ტექნოლოგია”). ზოგიერთი იმ დასკვნამდე მიდის, რომ პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ გადაეადგილებინათ და სიმაღლეში აეწიათ ასეთი უზარმაზარი სიმძიმეები იმიტომ, რომ მათ განკარგულებაში იყო ლევიტატიური (მფრინავი) ტექნოლოგია, რომლის შესახებაც თითქოსდა მეტყველებენ მითები და მსოფლიოს მრავალი ხალხის გადმოცემები.

ცალკეული მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პირამიდების მშენებლებს, გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, შეეძლოთ ზეგავლენა მოეხდინათ ქვის ტალღურ ბუნებაზე.

თანამედროვე მეცნიერება იძულებულია აღიაროს არა მარტო ის, რომ არ იცის, როგორი ტექნოლოგიის მეშვეობით აღწევდნენ ასეთ გასაოცარ შედეგს პირამიდების მშენებლები, არამედ ისიც, რომ ამგვარი შედეგის მიღწევა, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი შეუძლებელია. მაშ, როგორ ახერხებდნენ ძველი ეგვიპტელები, რომლებსაც არ გააჩნდათ ამწეები, სატვირთო ავტომობილები და სხვა სამშენებლო ტექნიკა და სპეციალური მოწყობილობა, მოეპოვებინათ და დაემუშავებინათ ქვის უზარმაზარი მასები, გადაეტანათ ის დიდ მანძილზე და თანამედროვე ტექნოლოგიების დონეზე უფრო მაღალ ხარისხში დაემუშავებინათ და ბოლოს, აეზიდათ ისინი უდიდეს სიმაღლეზე? და რა არის მათი ჭეშმარიტი დანიშნულება? ეს ყოველივე დღემდე კაცობრიობის “უდიდეს გამოცანად” მიიჩნევა. ამდენად, მოდი, ღმრთის შეწევნით, შევეცადოთ თუნდაც რაღაც ზომით მაინც ფარდა ავხსნათ ამ საიდუმლოს.

თუ დაგაინტერესათ შემდეგსაც დავდებ: სტოუნჰენდჯი, ბერმუდის სამკუთხედზე და კიდე სხვ.

წყარო: http://apocalypse.ge

თეგები

donxn1k

დაინტერესებული ვარ ucnauri.com ით

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close