ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

Nightwish – ბიოგრაფია (1996-2012)

უკვე 6 წელია რაც ვუსმენ Nightwish-ს, ამ ბენდის შესახებ უცნაურ ბლოგზე და სხვა ქართულ საიტებზე ძალიან მცირე ინფორმაციაა წარმოდგენილი, ამასთან ბენდში მოხდა მრავალი ცვლილება. პოსტში წარმოგიდგენთ ფინური მეტალ ბენდის, Nightwish-ის ისტორიას 1996-წლიდან დღემდე. 

Nightwish – Sleeping Sun (full version)

1996 წელი

ქალაქი კიტეე, ტბა სახელად პიჰიაიარვის შუაგულში, კუნძულზე მყოფ პიანისტსა და კომპოზიტორს, ტუომას ჰოლოპაინენს, მოსდის იდეა ჩამოაყალიბოს ბენდი; იდეა მალევე სრულდება და გუნდს უერთდება გიტარისტი ერნო “ემპპუ” ვუორინენი და ვოკალისტი ტარია ტურუნენი; ყალიბდება ბენდი სახელად – Nightwish!

 

1997 წელი

რამდენიმე თვეში გამოდის ნაითვიშის პირველი ნამუშევარი, სინგლი- The Carpenter რომელიც მალევე ხდება პოპულარული; რამდენიმე თვეში Nightwish იცვლის სტილს, აკუსტიკური გიტარა იცვლება ელექტრონულით და გუნდს ემატება დრამერი იუკა ნევალაინენი; რამდენიმე თვიანი დამქანცველი შრომის შემდეგ, ამ წლის აპრილში გამოდის გუნდის პირველი სტუდიური ჩანაწერი, რომელიც 7 სიმღერას შეიცავს. Nightwish-ი მალევე იქცევს ფინური ხმის ჩამწერი სტუდიის – Spinefarm Records-ის ყურადღებას, რომელიც გუნდს სთავაზობს გარიგებას; ზაფხულის განმავლობაში ნაითვიში წერს კიდევ 4 სიმღერას და ნოემბერში გამოდის მათი სადებიუტო ალბომი – Angels Fall First, რომელიც ფინურ ჩარტებში 31-ე ადგილს იკავებს, The carpenter კი საუკეთესო ათეულშია; ერთწლიანი მძიმე მუშაობის შემდეგ, ახალი წლის ღამეს, ოთხშაბათ დღეს, გუნდი ატარებს კონცერტს, მშობლიურ ქალაქ კიტეეში. შესრულება ყველა მოლოდინს აჭარბებს.

 

იუკა ნევალაინენი

1998 წელი

პირველი Live-ის შემდეგ გუნდი ატარებს რამოდენიმე შედარებით მცირემასშტაბიან კონცერტს. 9 იანვარს, პარასკევ დღეს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის კულტურის სახლში ნაითვიში ატარებს კონცერტს რომელიც პირველი კონცერტის მსგავსად, წარმატებით სრულდება; ზაფხულის განმავლობაში გუნდს უერთდება ბასისტი – სამი ვანსკა (Sami Vänskä), გუნდი ქმნის ახალ მასალას რომლის მიხედვითაც, 7 დეკემბერს გამოდის წინასთან შედარებით უფრო ძლიერი და პროფესიონალური ალბომი – Oceanborn. ალბომი იკავებს მე-5 ადგილს ფინურ ჩარტებში, ხოლო სინგლი – “Sacrament of Wilderness”  პირველ ადგილზე გადადის.

1999 წელი

1999 წელს ხდება Oceanborn-ის მსოფლიო მასშტაბით გამოშვება სინგლ – Sleeping Sun-თან ერთად, რომელიც მხოლოდ გერმანიაში, ერთ კვირაში 15,000-ზე მეტი გაიყიდა. გუნდი ნელნელა ხდება პოპულარული. ამ წლის ზაფხულზე მრავალი კონცერტი იგეგმება. ფესტივალთა სეზონს მხიარული ფაქტი ასრულებს – სტუდიური ალბომი Oceanborn და სინგლი “Sacrament of Wilderness”  იღებენ ოქროს სერტიფკატს. რამდენიმე თვის შემდეგ, გუნდის წევრები ემზადებიან თავიანთი პირველი ოთხკვირიანი ევროპული ტურისთვის (ნოემბერი-დეკემბერი).

2000 წელი

ახალი ათასწლეულის დასაწყისი გუნდისთვის ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. იანვარში იწყება ნაითვიშის მესამე ალბომის ჩაწერა. გუნდი ამავდროულად იღებს მონაწილეობას ევროვიზიის შესარჩევ ტურებში, სადაც ხალხის სიმპატია ხდება, მაგრამ ჟიურის, ფინეთის სახელით არ გაჰყავს ნაითვიში კონკურსზე; მაისის შუა რიცხვებში, გამოდის გუნდის მესამე ალბომი Wishmaster, რომელიც მალევე აღწევს ჩარტების პირველ ადგილს და იღებს “ოქროს ჩანაწერის” ჯილდოს. ალბომი, ზაფხულის დასაწყისში გამოდის საერთაშორისო მაშტაბით და მრავალ ქვეყანაში ხდება “თვის ალბომი”. ამ წარმატებით გახალისებული გუნდი გეგმავს თავის პირველ მსოფლიო ტურს. ისინი მოგზაურობენ ბრაზილიაში, ჩილეში მექსიკაში, არგენტინაში, ამერიკაში, საფრანგეთში(მონრეალი) და სხვა ქვეყნებში. დამღლელ წელს გუნდი ასრულებს კონცერტით(29 დეკემბერი) ფინეთის ქალაქ ტამპერეში. ხდება ლაივ კონცერტის ჩაწერა და გამოდის მისი DVD ვერსია, სახელით:From Wishes to Eternity — Live.

Walking in the Air – 2000 წელი – ტამპერე

2001 წელი

2001 წელი შედარებით უსიამოვნო იყო. სამი ვანსკა-ს ინტერესი გუნდის მიმართ ფერმკრთალდებოდა. იყო პრობლემები სხვა წევრებთან დაკავშირებითაც. გუნდის არსებობა თითქოსდა სრულდებოდა. ტუომასმა, ლაპლანდიის ველურ ბუნებაში ხეტიალის შემდეგ გადაწყვიტა, რომ გუნდს უნდა გაეგრძელებინა კარიერა რამდენიმე ცვლილების შემდეგ. ევო პოიიოლა(Ewo Pohjola) გახდა გუნდის მენეჯერი, ბასისტი სამი ვანსკა კი ჩაანაცვლა ფინელმა ვოკალისტმა და ბასისტმა მარკო ჰიეტალამ ( Marko Tapani “Marco” Hietala ). გუნდისთვის ახალი ერას დაწყების აღსანიშნავად გაიხსნა ნაითვიშის ონლაინ მაღაზია – ოფიციალურ ვებგვერდზე. (www.nightwish.com)

 

2002 წელი

გუნდი მალევე იკრებს ძალას და იწყება ჩაწერა ალბომის – Century Child. მაისში გამოდის სინგლი – Ever Dream რომელიც 2 დღეში იღებს ფინეთის “ოქროს ჩანაწერის” ჯილდოს. Century Child კი ხდება გერმანიის ოფიციალური ჩარტების მეხუთეადგილოსანი. ტური ჩრდილოეთ ამერიკაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მოგზაურობა გაგრძელდა კორეაში, რუსეთში და მთლიანი ევროპის გარშემო.

 

 

2003 წელი

წელი დაიწყო რამოდენიმე წარმატებული კონცერტით გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში და ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. ოქტომბრის დასაწყისში გამოვიდა დოკუმენტური ფილმი End Of Innocence რომელიც შეეხება ბენდის წევრების ცხოვრებას და მათ მოგზაურობებს. წლის ბოლო თვეების განმავლობაში იწყება გუნდის მეხუთე სტუდიური ალბომის ჩაწერა.

 


2004 წელი

2004 წლის ივნისში გამოდის მეხუთე ალბომი – Once. 1 საათიანი ალბომი რომელშიც გუნდის ახალი, განსხვავებული მუსიკის ხასიათია წარმოჩენილი. ბრიტანელ ტოდ უილიამსი ქმნის ალბომისთვის ორკესტრულ მონაკვეთებს. ასევე ბრიტანელი ჯონ თუჰაუქსი ჩდება თრექში – “Creek Mary’s Blood”. ალბომი Once იკავებს პირველ ადგილს ფინურ, გერმანულ, ბერძნულ, ნორვეგიულ და სხვა ჩარტებში, ასევე ხდება ევროპაში, ზაფხულის ყველაზე წარმატებული ალბომი. გამოდის ჯგუფის მეათე სინგლი – Nemo; მას მოყვება სინგლები “Wish I Had an Angel”, “Kuolema tekee taiteilijan”, და “The Siren”. მაისის ბოლოს იგეგმება ტური – Once, ევროპასა და ამერიკაში.

 

2005 წელი (End of an Era)

ხანგრძლივი და ჩახლართული მოგზაურობის შემდეგ, ევროპასა და ამერიკაში, მარკო და ტუომასი ბრუნდებიან ფინეთში დასაც იღებენ პრესტიჟულ ჯილდოს სახელად: Emma Gala. ევროპული ტური სრულდება შტუტგარტში, წარმატებული კონცერტით, 10,000 მსმენელის წინაშე; დატვირთული ზაფხულის განმავლობაში გუნდი ჩნდება ისეთ ჯგუფებთან, როგორიცაა Iron Maiden, Mötley Crüe და სხვა. სექტემბრის ბოლოს გამოდის ცნობილი ალბომი – Highest Hopes: The Best of Nightwish. მსოფლიო ტური Once სრულდება კონცერტით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, Hartwall Arena-ზე, 12 000 ფანის წინაშე. ეს კონცერტი იწერება, მომავალი DVD ალბომისთვის – End of an Era. საერთო ჯამში, Once შეადგენს 130 კონცერტს მსოფლიოს გარშემო. ალბომმა მოლოდინს გადააჭარბა – გაიყიდა 1 მილიონი ალბომი. ჰელსინკიში, საფინალო კონცერტის შემდეგ, გუნდის წევრებმა, ტარია ტურუნენს წარუდგინეს ღია წერილი, ტუომასის, მარკოს და გუნდის სხვა წევრების ხელმოწერით, რომლის მიხედვითაც გუნდს კარიერა ტარიას გარეშე უნდა გაეგრძელებინა. მსოფლიო ტურმა – Once, აჩვენა გუნდის წევრებს, რომ ტარიასა და მის მენეჯერთან ( რომელიც ასევე მისი ქმარია ) მარსელო ქაბულისთან შეთანხმებული თანამშრომლობა შეუძლებელი იყო.

  • წარმოგიდგენთ ტომასის ღია წერილს და ტარიას პასუხს.

ტომასის წერილი

 

ძვირფასო ტარია… დრო დადგა არჩევანისა, Nightwish-ის ისტორია აქ მთავდება, მაგრამ ეს დროებითია, Nightwish-ი ისევ იცოცხელბს. ჯერ 9 წელია რაც ეს ჯგუფი არსებობს და ჩვენ მზად არ ვართ მივატოვოთ იგი. Nightwish არის სიცოცხლის გზა და ჩვენ არ შეგვიძლია გავუშვათ იგი ხელიდან…

ეს ნათელია, რომ ჩვენ შენთან და მარსელოსთან ( ქმარი ) ერთად არ შეგვიძლია მუშაობა. ამ ბოლო წელიწადში მოხდა ის, რაც არ შემიძლია ამოვიგდო თავიდან, ყოველდღე მახსენდება შენი სიტყვები, თუმცა საბედნიეროდ შენი საქციელი დიდხანს ვეღარ გასტანს, მე ვერც ვიჯერებ რომ ჩემს ძველ მეგობარს ვეღარ ვნახავ, თუმცა ვერც ისე ხშირად გხედავდი. ადამიანი, რომელიც 1 წლის მანძილზე არ ელაპარაკება თავის ახლობლებს, თავის ბენდს, ის ხომ მას აღარ ეკუთვნის?! რა თქმა უნდა აუცილებელი იყო ბიზნესსა და შემოსავლებზე ზრუნვა , მაგრამ ისიც არ უნდა დაგევიწყებინა რომ ჩვენ ყოველთვის მუსიკას ვწერდით, რომელიც გულიდან მოდიოდა და ეს იყო ჩვენთვის გაცილებით მთავარი , ვიდრე ფული !… Nightwish-ი ეს არის მთლიანი ჯგუფი, ეს მთელი ემოციაა. შენთვის ბიზნესი, ფული, წარმატება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ემოცია,მაგრამ ამდენ ფულს ხომ არაფერი მოაქვს ემოციისთვის, ის მხოლოდ შიგნიდან მოდის. შენ უნდა ხვდებოდე რომ საკუთარი ნებით ჩამოსცილდი ჯგუფს და ეს უფრო ნათლად მაშინ დავინახე როცა ტორონტოში მიმავალ თვითმფრინავში მითხარი: “მე აღარ მჭირდება Nightwish-ი და დაიმახსოვრე ტომას, მე ნებისმიერ დროს შეიძლება დავტოვო იგი და მოგცეთ მხოლოდ ერთი დღის გაფრთხილება”

ამ სიტყვების შემდეგ მე ვეღარასდროს დაგიწერ სიმღერის ტექსტებს რომ იმღერო !

საკუთარ თავს უთხარი, რომ შენ იყავი ერთგავრი “სტუმარი მუსიკოსი” Nightwish-ის, ახლა კი ეს სტუმრობა დამთავრდა, შენ უნდა წახვიდე, ჩვენ კი ახალი ვოკალისტი ვიპოვოთ..

ჩვენ არასროს დაგვიძალებია შენთვის სიმღერის დაწერა, აწყობა და ასე შმდეგ, მაგრამ შენ ღირსადაც აღარ გვთვლიდი რეპეტიციაზე მოსულიყავი, 2004 წელს გერმანიაში თქვი რომ არ იმოგზაურებდი 2 კვირაზე მეტს, მხოლოდ იმის გამო რომ სცენაზე შენი მოსაწონი ტემპერატურა არ იყო, ან იმდენს არ გიხდიდნენ რამდენიც გინდოდა… შენ ყოველთვის გვარიდებდი თავს, ფრენის დროსაც განმარტოებულ კაბინაში გსურდა ყოფნა…

ჩვენ კი ყველაფერზე თვალს ვხუჭავდით, გარდა იმისა, რომ ვერ ვიტანდით როცა სიტყვას ტეხდი, თავს არიდებდი ფანებს !

 

პ.ს. შენ სხვა გზა არ მოგვეცი, ამიტომ დავწერე ეს, ხიდი შენსა ჩვენს შორის ძალიან დიდია და ეს ხიდი უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც მარსელო გაიცანი. ასე რომ კარგად იყავი და ყველაფერს კარგს გისურვებთ ცხოვრებაში .

გისურვებთ წარმატებას კარიერაში.

ტომასი

ჯუკა, ემპუ, მარკო.

ღია წერილი

 

 

 

ტარიას საპასუხო წერილი

 

გასული კვირადღის დილიდან დაწყებული, ჟურნალები, გაზეთები, რადიო და ტელესადგურები, ფან-კლუბები, ფანები ფინეთიდან და მთელი მსოფლიოდან მთხოვენ ჩემი პოზიცია გამოვხატო. იმდენი თხოვნა მომდის, რომ ფიზიკურად არ მყოფნის დრო ყოველ მათგანზე პასუხის გასაცემად. ამიტომ გადავწყვიტე, ამ წერილის მეშვეობით შევატყობინო ჩემს ფანებს, ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას, თუ რას ვგრძნობ ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.ეს არის მწუხარებისა და ტკივილის მომენტი და ძალიან მიჭირს საუბარი.

ამ წუთას მე არგენტინაში ვიმყოფები. იმედი მაქვს, გესმით, რომ ამ შოკისმომგვრელი ცვლილების შემდეგ, რომელიც განქორწინებას შემიძლია შევადარო, სურვილი არ მქონდა მარტო დავრჩენილიყავი შინ, ფინეთში. ჩემს ქმარს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა დაჯავშნული ბილეთები არგენტინის მიმართულებით და ბოლო მომენტში გადავწყვიტე, მასთან ერთად გავმგზავრებულიყავი.მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლა მე არგენტინაში ვარ და შორს ვიმყოფები, რასაკვირველია არ წარმოადგენს საბაბს სიტუაციაზე კომენტარის არ გასაკეთებლად.გასული პარასკევი, 21 ოქტომბერი, იყო დღე, რომელსაც მთელი ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.მომზადება დავიწყეთ დილით ადრე. მე ძალიან ავად ვიყავი და ვნერვიულობდი, რომ რეპეტიციაზე სიმღერაც კი არ შემეძლო.

ასევე ვნერვიულობდი იმის გამო, რომ საკონცერტო პროგრამა უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე Nightwish-ის კონცერტებზე. გარდა ამისა, ჩვენ გვეყოლებოდა საგანგებო სტუმარი, რომელიც ჩვენთან ერთად გამოვიდოდა სცენაზე, ტანსაცმლის გამოცვლაც უფრო ხშირად მომიწევდა შოუს დროს, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და ასევე პირველად გვექნებოდა დიდი ეკრანები და დეკორაციები სცენაზე.

ყველაფერთან ერთად, კონცერტი უნდა ჩაწერილიყო და გადაღებულიყო.

ჩვენმა ხუთეულმა როგორც იქნა მიაღწია იმას, რომ Hartwall Arena-ზე შევასრულებდით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა წინასწარ იცოდა, რომ კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, სცენაზე გასულებმა დავინახეთ ფეხზე მდგომი ხალხით სავსე დარბაზი, რომელიც გაჰკიოდა და ტაშს უკრავდა. განუმეორებელი გრძნობა დაგვეუფლა.არასოდეს დამავიწყდება, როგორი საოცარი განცდა იყო, როდესაც ფინურმა პუბლიკამ ასეთი შესანიშნავი მიღება მოგვიწყო.

როდესაც კონცერტი დასრულდა, მე სცენაზე ვიდექი და ბედნიერებისგან ვტიროდი. ეს იყო სიხარულის ცრემლები, რადგან მე, როგორც ყოველთვის, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ავად ვიყავი. ეს იყო სიხარულის ცრემლები, რადგან ჩვენი ხანგრძლივი ტური დასრულდა ისე, რომ უკეთესის მოფიქრებაც კი არ შეიძლებოდა და სიხარულის ცრემლები კიდევ იმ საუკეთესო აღიარების გამო, რომელიც არტისტს შეუძლია მიიღოს: აპლოდისმენტები და მომღიმარი სახეები.

იმ მომენტში მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მალე ისევ მომიწევდა ტირილი.

კონცერტის შემდეგ ბიჭებმა კულისებში მიმიწვიეს და მთხოვეს, ერთმანეთს გადავხვეოდით. ეს ცოტა უცნაურად მომეჩვენა, იმიტომ რომ სწორედ ასე ვეხვეოდით ხოლმე ერთმანეთს ყოველი კონცერტის წინ. ეს ტრადიცია ყოველთვის უცვლელი რჩებოდა, მიუხედავად ჩვენს შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დაძაბულობისა.პირველი, რაც თავში მომივიდა იმ დროს, იყო სურვილი, მადლობა მეთქვა მათთვის. ასეც მოვიქეცი, მაგრამ პასუხად დუმილი მივიღე.

ამის შემდეგ მათ გადმომცეს წერილი და მთხოვეს, ის მეორე დღეს წამეკითხა. ეს სწორედ ის წერილია, რომელიც ამჟამად საზოგადოებისთვისაა ცნობილი.

მე წავიკითხე ეს წერილი და სახტად დავრჩი.

მაშინ არ ვიცოდი რა მეთქვა და ახლაც, ამ მომენტშიც, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, არ ვიცი რა ვთქვა.მე ვგრძნობ დიდ ბრაზს ამ წერილში და ჯერ კიდევ ძალიან დაბნეული ვარ, მაგრამ არ მინდა ამ ბრაზს კიდევ უფრო მეტი ბრაზით ვუპასუხო. პირადი საკითხები არ უნდა ხდებოდეს საზოგადო განსჯის საკითხი.

ვიცი, რომ ახლა ყველასათვის მძიმე პერიოდი დგას, მათ შორის ბიჭებისთვისაც.

მაშინ, როდესაც ამდენი სხვადასხვა შესაძლებლობა და გზები ჰქონდათ იმის გამოსახატავად, რისი თქმაც ამ წერილით სურდათ, ვერ წარმომიდგენია, რატომ აირჩიეს მათ სწორედ ასეთი გზა. ძალიან ვწუხვარ, რომ ბიჭებმა ვერ გამიგეს. მე საერთოდ ვერ ვცნობ ჩემს თავს იმ პიროვნებაში, როგორადაც მათ მე აღმწერეს.

მათ ჩემზე ბევრი ცუდი რამე თქვეს, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ამ ყველაფერში მარსელო, ჩემი ქმარი, გარიეს, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ეს არის ადამიანი, რომელიც მე მიყვარს, ჩემი მეგობარი და უდიდესი მხარდამჭერი მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში.ჩვენ 9 წელი ერთ ჯგუფში ვიყავით, ერთად გამოვიარეთ ავიც და კარგიც. მეგონა, რომ ვიცნობდი მათ, მაგრამ თურმე ვცდებოდი.

მაინც, ყოველივე მომხდარი საკმარისი არაა იმისათვის, რომ ისინი ბოროტებად იქცნენ ჩემს თვალში.ეხლა ის დროა, დავმშვიდდე და დავფიქრდე ამ ყველაფერზე.მე გარკვეული დრო მჭირდება ჩემი გრძნობების დასალაგებლად, მაგრამ გპირდებით, რომ მალე დავუბრუნდები საზოგადოებას.

მე მოვაწყობ პრეს-კონფერენციას, რომელშიც ჩემს სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებ. ნუ იფიქრებთ, რომ მე ამ კონფერენციას ვინმეზე იერიშის მისატანად გამოვიყენებ. ეს არ მოხდება.ის არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელსაც ჩვენ ერთად ვქმნიდით, არ შეიბღალება ამ ბოლოდროინდელი მოვლენებით.დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა ამ მწუხარების ჟამს. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და უამრავ თაყვანისმცემელს. მიყვარხართ და ნამდვილად ვგრძნობ, რომ მე თქვენი იმედები არ გამიცრუებია.

ტარია

 

ღია წერილი

 

 

2006 წელი

აურზაური, რომელიც ტარიას წასვლამ გამოიწვია, ნელნელა ცხრება. გუნდი ეძებს ახალ ვოკალისტს.  პირველ ივნისს გამოდის End Of an Era – DVD. ასევე ზაფხულზე გამოდის მაპლე ოლილას წიგნი სახელად Once Upon a Nightwish, რომელიც შეიცავს გუნდის ბიოგრაფიას 1996 წლიდან 2005 წლამდე; გუნდის წევრები იწყებენ ფიქრს მომავალ ვოკალისტსა და ალბომზე.

2007 წელი

წლის დასაწყისში გუნდი იღებს უამრავ წერილს გუნდში სიმღერის მსურველი ვოკალისტებისგან.  ვოკალისტის არჩევა რთული ჩანს მაგრამ ნელნელა მაინც ცოტავდება სავარაუდო ვოკალისტთა რიცხვი. საბოლოოდ, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, შვედი მომღერალი ანეტ ოლზონი (Anette Olzon) ხდება გუნდის “ქალი ვოკალისტი”, რომელთან ერთადაც გრძელდება ალბომის – “Dark Passion Play”-ს ჩაწერები, ლონდონსა და ჰელსინკიში, რომელიც სექტემბერში გამოდის და მხოლოდ ფინეთში, 50 000 ალბომი იყიდება. ახალ ვოკალისტთან ერთად, ბენდის რეპერტუარიც ნაწილობრივ იცვლება. წლის ბოლოს, ლაპლანდიაში იწყება კლიპის: The Islander-ის გადაღება.

 

 

2008 წელი

გრძელდება მსოფლიო ტური – Dark Passion Play,  გუნდი სტუმრობს ევროპისა და ამერიკის ქალაქებს, სადაც წარმატებით ატარებს კონცერტებს და იღებს მრავალ დამსახურებულ ჯილდოს.

 

 

2009 წელი

გრძელდება მსოფლიო ტური “Dark Passion Play”, მარტში გამოდის EP(Extended Play) – “Made in Hong Kong (and in Various Other Places)”. დარბაზები ივსება ფინური ჯგუფის ფანებით პარიზში ლონდონში და სხვა ქალაქებში. დაახლოებით 200 კონცერტის შემდეგ, მსოფლიო ტური სრულდება ჰელსინკიში, Hartwall Arena-ზე. დამქანცველი ტურის შემდეგ გუნდი ისვენებს, მაგრამ მალევე იწყება მომზადება მომავალი სტუდიური ალბომის ჩაწერებისათვის.

 

 

 ალბომის – Made In Hong Kong  აფიშა

 

2010 წელი

წლის პირველ თვეებში, გუნდი ქმნის ახალ მუსიკის ტექსტებსა და თვითონ მუსიკებს. აპრილში, ტუომას ჰოლოპაინენი, უკვე მზადაა ჩაწეროს მომავალი ალბომის, Imaginarium-ის დემო. რამდენიმე თვით გუნდი ქალაქ კიტეესთან ახლოს ბანაკდება და აწყობს გეგმებს Imaginarium-ის შესახებ. ჩაწერები მიმდინარეობს ფინეთში, ხმის ჩამწერ სტუდიაში – Petrax studios. წლის ბოლოსთვის ალბომის ძირითადი ნაწილი დასრულებულია.




 

2011 წელი (ალბომი+ფილმი)

წელი იწყება საინტერესოდ. ჰოლოპაინენი აცხადებს, რომ მათ უნდა შექმნან კონცეპტუალური ალბომი, ყველა ადრინდელისგან რადიკალურად განსხვავებული “Imaginaerum”. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გუნდი აცხადებს, რომ ალბომთან ერთად იქმნება ამავე სახელწოდების, ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც დაფუძვნებული იქნება 13 სიმღერისგან შემდგარ ამავე ალბომზე. ფილმი შედგება 13 კლიპისგან რომლებსაც დიალოგები გააერთიანებს და მთლიანობაში შეიქმნება სრულმეტრაჟიანი ფილმი. ფილმზე მუშაობს რეჟისორი Stobe Harju, რომელსაც ეკუთვნის კლიპი “The Islander”. მიმდინარეობს ჩაწერები როგორც ფილმის ასევე ალბომის. 2012 წელს გუნდი გეგმავს მსოფლიო ტურს.

 

ფილმის გადაღებები





 

2012 წელი

მიმდინარეობს მსოფლიო ტური. 17 აგვისტოს(ტარია ტურუნენის დაბადების დღეც ამ რიცხვშია) იგეგმება ფილმის პრემიერა.

ფილმის აფიშა

 

სურათები მსოფლიო ტურიდან: “Imaginaerum”






 

 

ჯგუფის დღევანდელი შემადგენლობა:
  • ანეტ ოლზონი (ვოკალი) – Anette Olzon (Vocals)
  • ტუომას ჰოლოპაინენი (სინთეზატორი) – Tuomas Holopainen (Keyboards)
  • მარკო ჰიეტალა (ბას-გიტარა&ვოკალი) – Marco Hietala (Bass & Vocals)
  • იუკა ნევალაინენი (დრამი) – Jukka Nevalainen (Drums)
  • ემპუ ვუორინენი (გიტარა) – Emppu Vuorinen (Guitars)
ნაითვიში ინტერნეტში
facebooktwitter-2youtubegoogle-plusmyspace
ოფიციალური ვებგვერდი – www.nightwish.com
loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close