საკითხავისასარგებლო

იშვიათი ავტომობილები

Volkswagen Golf III Harlekin 1996 გამოშვებულია 264 ცალი.

ეს არის ავტომობილის  ქარხნული ფერი. ავტომობილი იყო აბსოლუტურად სტანდარტული და არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა “გოლფებისგან”, გარდა ფერისა.  მისი ასეთი ფერი იყო სარეკლამო აქციის შედეგი! გამოიყენეს ოთხი ფერი: Chagallblau, Flashrot, Pistaziengrün, Ginstergelb (ლურჯი, მყვირალა წითელი, მწვანე და ყვითელი). ტექ. პასპორტში ავტომობილის ძირითად ფერად იწერებოდა ავტომობილის სახურავის ფერი. რეკლამა იუწყებოდა, რომ ორი ერთნაირი არლეკინის პოვნა პრაქტიკულად შუძლებელა, მაგრამ ეს არც ისე მართალი იყო – ასეთი იყო სულ 4 ვერსია.  ანუ ყველა მწვანე ავტომობილს ჰქონდა ყვითელი წინა ფრთები,  ლურჯი წინა კარები,  წითელი უკანა კარები და ა.შ. დაცული იყო სიმეტრია –  მარცხენა და მარჯვენა კარები იყო ერთ ფერში. ბორბლები იყო ჩვეულებრივები, მაგრამ ენთუზიასტებს ამაშიც შეჰქონდათ კორექტივები.

ВАЗ 21065 «Пол-седьмого»

ВАЗ 21065 «Пол-седьмого» –  იყო იგივე ВАЗ-2106, ოღონდ მის დიზაინში იყო გამოყენებული, იმ დროისთვის ჯერ კიდევ შემუშავებაში მყოფი, პერსპექტიული  ВАЗ-2107-ის ძარის ელემენტები. რათა არ გამოეყენებინათ ВАЗ-2107-ის ელემენტების მაკეტი, მათ სპეციალურად ВАЗ 21065-თვის დაამზადეს, კაპოტი, ცხაური, დაუყენეს სხვა ბამპერი და “მაღალი” სავარძლები. სხვა მხრივ კი ავტომობილს არანაირი ცვლილება არ მიუღია.

ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ, ამ ავტომობილის შეკვეთა ქარხანამ მიიღო “ზემოდან”, ლეონიდ ბრეჟნევისგან (ან მისი ოჯახის წევრებისაგან)

 

DAF-139

ავტომობილის ძრავი მდებარეობდა შუაში. მძღოლები და მგზავრები ისხდნენ ერთმანეთთან ზურგშექცევით. ავტომობილში იყო ორი ადგილი მგზავრისთვის და ორი (!) ადგილი მძღოლისთვის.

ძრავი: ოთხცილინდრიანი Citroen 48 cv

4X4

მუხრუჭი: ჰიდრავლიკური ოთხივე ბორბალზე.

მაქსიმალური სიჩქარე მიწაზე 70 კმ/სთ

მინიმალური სიჩქარე მიწაზე – 4 კმ/სთ

მაქსიმალური სიჩქარე წყალში – 8 კმ/სთ

ჰოლანდიის არმიამ ჩაატარა ამ ავტომობილ-ამფიბიის ტესტირება 1940 წლის მარტში. ტესტირების რეზულტატი იყო დადებითი.

ავტომობილი იქნა განადგურებული 1940 წლის მაისში, ჰოლანდიაში გერმანული ჯარების შეჭრის შედეგად.

წყარო: https://www.facebook.com/zarios.auto.company

 

თეგები

Zarios

Ioseb Zarandia

მსგავსი ამბები

Close
Close