გენმოდიფიცირებული ორგანიზმები – მარგელონის დაავადება


ყოველწლიურად მატულობს მოსახლეობის რიცხვი ჩვენს პლანეტაზე,  დემოგრაფიული მაჩვენებელი ყველა ქვეყანაში მაქსიმუმს აღწევს. რათქმაუნდა ეს პროგრესია, მაგრამ ყველაფერს აქვს ორი მხარე. უარყოფითი ის არის, რომ რთულდება მოსახლეობისთვის საკვების მოძიება: მიწა ნაკლებად ნაყოფიერია; უმეტეს მწერებს, პესტიციდების მიმართ მდგრადობა აქვთ განვითარებული; სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს სასოფლო მეურნეობაში მუშაობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოაღნიშნული „შემშლელი“ ფაქტორები არ იარსებებს და შევძლებთ მოსავლის მოყვანას, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სრულად მისი საკვებით მომარაგება შეუძლებელია. ამიტომაც მეცნიერებმა შექმნეს გენმოდიფიცირებული პროდუქტები. ამ სახის პროდუქტები ადვილად „მოსაყვანია“ და გააჩნიათ იაფი ღირებულება. უბედურება ისაა, რომ ამ პროდუქტებს შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში გარკვეული მუტაციებისა და ისეთი რთული დაავადების გამოწვევა, როგორიცაა მარგელონის დაავადება.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, ისეთი ორგანიზმებია, რომელთა გენეტიკური მატერია (დნმ) სახეცვლილია იმგვარად, რომელთა გარდაქმნა ჩვეულებრივ, პირობებში არ ხდება. ამ ტექნოლოგიას ხშირად “თანამედროვე ბიოტექნოლოგიას”, ან “გენურ ინჟინერიას” უწოდებენ. მისი მეშვეობთ შესაძლებელია გამორჩეული ინდივიდუალური გენების ერთი ორგანიზმიდან სხვა ორგანიზმში ჩანერგვა, იმ შემთხვევაშიც კი როცა ორგანიზმები არ არიან ერთმანეთთან სახეობრივ კავშირში. ასეთი მეთოდი გამოიყენება გენმოდიფიცირებული მცენარეების გამოსაყვანად, რომლებიც შემდგომში გენმოდიფიცირებულ საკვებ მცენარეულ კულტურებად გვევლინებიან.

მოდით გავეცნოთ, თუ როგორ ახდენენ გმო-ს წარმოქმნას.

თავიდან გამოყოფენ გენს, დონორი უჯრედიდან, ან ახდენენ მის ხელოვნურ სინთეზს; ამის შემდეგ ხდება გამოყოფილი გენის „ვექტორთან“ მიერთება. უმეტეს შემთხვევაში, ვექტორის როლს ასრულებს ბაქტერიის პლაზმიდა. (ბაქტერია შეიცავს ძლიერ ჩახლართულ ქრომოსომას და  პლაზმიდას) პლაზმიდა რგოლური ფორმისაა და წარმოადგენს ორძაფიან მოლეკულას, აქვს რეპლიკაციის(გაორმაგების) უნარი. ფერმენტ რესტრიქტაზების(იღებენ ბაქტერიიდან- Escherichia coli) მეშვეობით ხდება პლაზმიდის ჩაჭრა. შემდეგ ამ ღია პლაზმიდას უერთებენ გამოყოფილ გენს და ფერმენტ ლიგაზას მეშვეობით ხდება მათი „გაკერვა“. მიიღება ვექტორი. ვექტორს აბრუნებენ ისევ ბაქტერიაში და მოდოფიცირებული ბაქტერიით ახდენენ რეციპიენტი ორგანიზმის (მაგ.მცენარის) დასნებოვნებას. მიიღება გენმოდიფიცირებული ორგანიზმი.

გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების შემუშავებისა და ფართოდ გავრცელების ძირითადი მიზეზია მწარმოებლისა და მომხმარებლისთვის გარკვეული ხიბლი. კერძოდ გენმოდიფიცირებული პროდუქცია დაბალი ღირებულებისაა, ამასთან ერთად ამ პროდუქციის შენახვის ვადები გაცილებით ხანგრძლივია, ხოლო საკვები ღირებულება მაღალი. ხშირად გენმოდიფიცირებული პროდუქცია ერთობლივად მოიცავს ზემოაღნიშნულ თვისებებს. გენის გადატანის ერთერთი სახეა აუტკროსინგი. ეს პროცესი გულისხმობს ბუნებრივ პირობებში, გენმოდიფიცირებული მცენარის გენის გადატანა-გადანერგვას ტრადიციულ კულტურებში, აგრეთვე ტრადიციული და გენმოდიფიცირებული კულტურების შერევას. აუტკროსინგი წარმოადგენს გარკვეულ რისკ-ფაქტორს, რადგან ახდენს ირიბ ზემოქმედებას სურსათის უვნებლობაზე. რისკ ფაქტორი ნათლად წარმოჩნდა აშშ-ში მაშინ, როცა მაისას ტიპის მცენარეული ელემენტები, რომლებიც ნებადართული იყო საკვებ პროდუქტად მხოლოდ ცხოველებისათვის, აღმოჩნდა ადამიანის საკვებში. საქართველოში გმო პროდუქციის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება. სახელმწიფო ორგანოებს თითქმის არ გააჩნიათ მონაცემები ქვეყნაში რა ტიპის და რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის. თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, გმო პროდუქციის გასაკონტროლებლად შემოდგომისთვის სპეციალური კანონი იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, ანუ თესლისა და ქვირითის შემოტანის აკრძალვას შეეხება, ხოლო მზა პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში კი მისი მარკირება მოხდება. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც მთლიანად გამოცხადდნენ გმო-სგან თავისუფალ ზონად. მათ შორის არის საბერძნეთი, რომელმაც 2004 წელს მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ბაზარზე 12% მაინც გენმოდიფიცირებულ პროდუქციას შეადგენს, განსაკუთრებით კი სოიოსა და ხორბლის სახით.

სხვადასხვა გემოს მქონე ორცხობილები (რომელთაც არანაირი საერთო არ გააჩნიათ ნატურალურ პურის ორცხობილასთან) შეიცავენ საკვების გემოვნების გამაძლიერებელს: ნატრიუმის გლუტამინს (ეს ნივთიერება მსგავსია ნარკოტიკული ნივთიერებების, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას ნეირონის დონეზე) და აგრეთვე სინთეზირებულ, მოდიფიცირებულ ნივთიერებას, კოდით “E” (რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში არ ხმარობენ). იმ პროდუქტის მიღებისას, რომელშიც არის კოდი “E” ორგანიზმში ხდება უამრავი მუტაგენური პროცესები, რომლებმაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიონ სხვადასხვა  ონკოლოგიური დაავადებები და  აგრეთვე მარგელონის სინდრომი.

პირველად მარგელონის დაავადება დადასტურდა 2002 წელს დიასახლისი მერი ლეიტაოს მიერ, რომელსაც ჰქონდა კანისთვის დამახასიათებელი რიგი სიმპტომები, როგორიცაა ნაკბენი, დაწყლულება,  შეხორცებები კანქვეშ და დროდადრო აღმოცენებული ნაიარევები. უმეტესი ექიმები, ფსიქოლოგები და დერმატოლოგები მარგელონს მიაკუთვნებენ უკვე ცნობილ კლინიკურ სურათს რომლებიც გამოწვეულია ზოონოზებით (პარაზიტები,ცხოველეიბი) მარგელონის დაავადების დროს მთელი ორგანიზმი დასნებოვნებულია მაგრამ ადამიანი ამ სინდრომს მხოლოდ მაშინ აქცევს ყურადღებას, როცა ხდება კანის დაზიანება.  ამ დაავადებით დაავადებულ პაციენტებს აქვთ შეგრძნება, რომ თითქოს მათ კანქვეშ გადაადგილდებიან ხოჭოები და კანი თითქოს სკდება. ნახეთქები ნამდვილად ჩნდება და ისინი ძალიან ძნელად ხორცდება. ნაიარევში ჩანს ლურჯი, თეთრი და შავი ბოჩკოები, რამოდენიმე მილიმეტრის სიგრძის. ბოჩკოები ემსგავსებიან ქსელს. ადამიანი გრძნობს დაღლილობას, ჩავარდნებს მოკლე ხნის მეხსიერებაში, ხდება მხედველობის დაქვეითება. დღესდღეისობით ამ დაავადების ძირითად გამომწვევ მიზეზს უკავშირებენ აგრობაქტერიებს, უფრო ზუსტად პლაზმიდებს რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა მცენარისა და ცხოველის ტრანსგენებს. ეს ნიადაგის სიმსივნის გამომწვევი ისეთივე პლაზმიდებია, რომლებსაც ხმარობენ უცხო გენების ორგანიზმში ბიოტექნოლოგიური ჩანერგვისას.

პირველად გმო-სა და მარგელონის დაავადებას შორის კავშირი აღმოაჩინა ვ.ციტოვსკიმ. (ვიტალი ციტოვსკი – ბიოქიმიისა და უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ნიუიორკის უნივერსიტეტში) ბოჩკოების შესწავლის პროცესით მან აჩვენა, რომ მათ შემადგენლობაში შედის აგრობაქტერიების ნივთიერება (Agrobacterium Tumefaciens) . ეს ბაქტერიები გენეტიკურად ტრანსფორმირდებიან მცენარეებად და უმაღლესი არსებების უჯრედებად: (ადამიანის ჩათვლით) ცვლიან ქსოვილს და ახდენენ მათ დაინფიცირებას. სიმსივნის გამომწვევი აგრობაქტერიის პლაზმიდების მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმში, ორგანოების უჯრედებში ახალი, ვერაგი დაავადებები წარმოიქმნება.

 


ავტორი: omo

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • ნათია

    საინტერესოა შენი ყველა მოსაზრება და მართალი მაგრამ ეს აგრესია მოაშორე და უფრო ადვილად მიიღებს საზოგადოება. ერთს გკითხავ მარტო, დაახლოვებით მაინც თუ გაქვს წარმოდგენა მიწის მოვლა დამუშავებას რამდენი ენერგია დრო და სახსრები ჭირდება.რეალურად, გლეხს, რომელიც შენი თქმით ქალაქში გარბის -კარგი ცხოვრებისთვის, იმის საშუალებაც კი არ აქვს რომ თავისი ოჯახისთვის საკმარი პროდუქცია მოიყვანოს არათუ გასაყიდი. თანაც დამიჯერე მიწამ სიყვარული იცის “გლეხი ” , კარგი ცხოვრებისთვის კი არ გამორბის ქალაქში არამედ იმიტომ რომ ოჯახი შენახოს. მე და შენ, და ათასმა ჩვენნაირმაც რომ იკამათოს ამ საკითხს მაინც არაფერი ეშველება,ეს მთლიანად სახელმწიფოზეა დამოკიდებული.კონკრეტული სამინისტროების პრეროგატივაა და შესაბამისად ჩვენ ვერაფერს შევცვლით.ერთადერთი შეგვიძლია მარტო – გეების დასაცავად ქუჩა ქუჩა წანწალს ისევ საკუთარი და შვილების ჯანმრთელობის დასაცავად ამოვიღოთ ხმა.:(

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC