საკითხავისურათებიუცნაური

წამების უსაშინლესი მეთოდები შუა საუკუნეების პერიოდში (ნაწილი 2)


წამების მეთოდები, II ნაწილი


მკერდის მჭრელი
გამოიყენებოდა როგორც სადამსჯელო ღონისძიებებში, ასევე დაკითხვისას. დასჯისას მას ახურებდნენ და ქალებს (ძირითადად დაუქორწინებლებს) მკერდზე ადებდნენ, რომ ნიშანი (დამღა) დასდებოდათ. ინკვიზიციის ეპოქაში მას შერცხვენილი ქალებისთვის იყენებდნენ, ისეთებისთვის, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ მწვალებლობაში, ღვთის გმობაში, სიშვა-მრუშობაში, აბორტში, მაგიაში და ა.შ. ზოგჯერ კი მოწყობილობის რკინის კლანჭებით იქამდე უსერავდნენ მკერდს, სანამ რბილ სისხლიან მასად არ იქცეოდა. არსებობდა მკერდის მჭრელის სხვა ვარიანტიც, რომელსაც „ობობას” ეძახდნენ. ამ შემთხვევაში, რკინის მარწუხებს მკერდზე უჭერდნენ და აქეთ-იქით წევდნენ, სანამ მკერდის ორივე ნაწილი სხეულს არ მოწყდებოდა.


ნიანგის მაკრატელი
ეს საწამებელი ინსტრუმენტი გვიან შუა საუკუნეების ევროპაში გამოიყენებოდა და განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც შეეცდებოდა მეფის მოკვლას ან მოახერებდა კიდეც ამას. მაკრატელი რკინისგან იყო დამზადებული და მარწუხის პრინციპით მოქმედებდა, მაგრამ ჩვეულებრივი პირების ნაცვლად მას ჰქონდა ნახევრად ცილინდრული ფორმის ღეროები, რომლებიც კბილანებით ან წვეტებით იყვნენ აღჭურვილი. გახურების შემდეგ მას სასქესო ორგანოზე მოსდებდნენ და ცოტა ხნის შემდეგ გაჭიმვის მეთოდით აგლეჯდნენ. ზოგჯერ სასქესო ორგანოების მაგივრად თითებს აცლიდნენ, ზოგჯერ – ორივეს ერთად.


ჭირვეულის ლაგამი
ეს იარაღი პოპულარული იყო 1500-იანი წლების ინგლისსა და შოტლანდიაში, თუმცა მე-19 საუკუნემდე გვხვდება. ამ ნიღაბს იმ ქალებს უკეთებდნენ, რომლებიც სახელგანთქმულნი იყვნენ ჭორაობითა და ტყუილებით. თავად ნიღაბი ზოგჯერ ტკივილს არ აყენებდა მის მფლობელს, მხოლოდ გარკვეულ მოძრაობებში ზღუდავდა მას – ჰქონდა კბილანებიანი რკინის გამოზანარდი, რომელიც პირში თავსდებოდა და ენას აკავებდა. პატარა ღერო მხოლოდ დისკომფორტის მომტანი იყო, დიდი კი ენას სერავდა და მუდმივ სისხლდენას იწვევდა. ამ ინსტრუმენტის ზოგიერთ სახეობას დამატებით გრძელი ღეროც ჰქონდა, რომელიც ყელს აღიზიანებდა. ნიღაბს ზოგჯერ ცხოველის თავის ფორმა ჰქონდა, რაც დამნაშავის ქმედებასთან ასოცირდებოდა (მაგალითად, ვირი უჭკუობას აღნიშნავდა). თუკი ფიქრობთ, რომ ეს მსუბუქი სასჯელი იყო, გაგაცნობთ ბონუსს – ასეთი ნიღბის მატარებლებს მთელ ქალაქში თუ სოფელში (სადაც ცხოვრობდნენ) უწევდათ სიარული, რის შედეგადაც მუდმივი დაცინვისა და შეურაცხყოფის ატანა უწევდათ. ხშირად კი ადგილობრივი გლეხები იჭერდნენ, ბოძზე აბამდნენ და აწამებდნენ, უმეტესად ქვებით ქოლავდნენ.


ერეტიკოსის ჩანგალი
ერეტიკოსის ჩანგალი მეტალის ღერო იყო, რომელსაც ორივე მხარეს კილანები ჰქონდა და მიმაგრებული იყო მსხვერპლის ყელზე შემოხვეულ ტყავის ქამარზე. ერთი კბილანა ნიკაპის ქვემოთ თავსდებოდა, მეორე კი მკერდის ძვალს ებჯინებოდა. ტკივილის აცილების ან შემსუბუქების მიზნით საჭირო იყო თავის მუდამ აღმართულ მდგომარეობაში დაჭერა, რაც კისერს ძაბავდა. ყბის ნებისმიერი მოძრაობა იწვევდა კბილანების კანში შესობას. ეს მეთოდი არაჩვეულებრივი იყო ხანგრძლივი დროით წამებისთვის, რადგან არ იწვევდა სწრაფ სიკვდილს. მსხვერპლს, როგორც წესი, შიმშილი, წყურვილი, დაღლილობა და გამოფიტვა უღებდა ბოლოს.


მარწუხი
ეს ერთი შეხედვით მარტივი მოწყობილობა საკმაოდ ჭკვიანური რამ გახლდათ. პატიმარი თითებს ათავსებდა მეტალის ბრტყელ ნაჭრებს შორის, რომლებიც 1 ან მეტი ხრახნით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ამ ნაჭრებს გლუვი გამონაზარდები ან ბასრი კბილანები ჰქონდათ, რომლებიც თითებში ერჭობოდნენ, მოძრაობას უზღუდავდნენ და საბოლოოდ ძვლების მსხვრევას იწვევდნენ. მოწყობილობა პატარა იყო, მაგრამ მოკლე დროში და მცირეოდენი ძალისხმევით იწვევდა გაუსაძლის ტკივილს. მსგავსი ფორმის, ოღონდ უფრო დიდ იარაღებს იყენებდნენ ფეხის თითების, მაჯების, იდაყვებისა და მუხლების შემთხვევაში.


ესპანური ობობა
ეს საწამებელი ინსტრუმენტი მკერდის მჭრელის ვარიაციას წარმოადგენდა, ოღონდ უფრო აუტანელ ტკივილებს იწვევდა. მას ჰქონდა მეტალის გრძელი ბრჭყალები, რომლებიც ხურდებოდა და ქალის მკერდში ნელ-ნელა შედიოდა. თუკი ხორცის რბილი ქსოვილების დაგლეჯა და დაწვა საკმარისი არ იყო, მაშინ არანაკლებ სასტიკი მეთოდით მკერდს მთლიანად აგლეჯდნენ. ეს მეთოდი ძირითადად მეუღლის მოღალატეების მიმართ გამოიყენებოდა. არსებობდა სხვა, მსგავსად სასტიკი ვარიანტებიც – გახურებულ ბრჭყალებს უყრიდნენ მუცელში ან დუნდულებზე, შემდეგ კი ჭერზე კიდებდნენ. სხეულის სიმძიმე იწვევდა ჭრილობების წარმოქმნას, კანი იწელებოდა და იწყებოდა ხშირი სისხლდენა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იყო. მიწაზე დავარდნის შემდგომ მსხვერპლი რამდენიმე საათში კვდებოდა.


გაროტე
მსხვერპლს სვამდნენ და თოკებით აბამდნენ, რომ არ ემოძრავა. ყელს კი ყულფში აყოფინებდნენ. ამის შემდეგ ჯალათი იწყებდა ხრახნის ტრიალს, რაც იწვევდა ნელ-ნელა გაგუდვას და საბოლოოდ სიკვდილს. გაროტეს ზოგიერთი სახეობა აღჭურვილი იყო კბილანებით, რომლებიც მსხვერპლს ზურგში ესობოდა. ზოგი მათგანი სუნთქვის შეკავების გამო კლავდა ადამიანს (ასფიქსიით), ზოგი კი კისრის მალების მტვრევასაც ითვალისწინებდა და სასჯელს უფრო აუტანელს ხდიდა. ყელზე მოსახვევი მასალებიც სხვადასხვანაირი იყო: თოკები, ტყავი, გიტარის სიმები, პიანინოს სიმები, ნეილონი და ა.შ.

ესპანელები გაროტეზე გაგუდვით კლავდნენ იმას, ვინც ცოდვას აღიარებდა. ვინც არ აღიარებდა, მას გაროტეზე აბამდნენ და წვავდნენ. დაწვა უფრო დიდხანს გრძელდებოდა და გაცილებით საშინელი იყო, ამიტომ ინკვიზიციის მარწუხებში მოხვედრილები ამჯობინებდნენ, დანაშაული ეღიარებინათ, გინდაც ჩადენილი არ ჰქონოდათ.

გაროტეს ყველაზე ცნობილი მსხვერპლია ფილიპინელი სასულიერო პირების ტრიო „გომბურზა”, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 1872 წლის სამხედრო ამბოხებაში. გაროტეს სხვადასხვა ქვეყნებში იყენებდნენ, ბოლო შემთხვევა კი 1977 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა ესპანეთში.


საწამებელი ძელი
ეს იყო ხის ან მეტალის ჩარჩო, რომელსაც ორივე მხარეს გორგოლაჭი ჰქონდა. ტუსაღებს ხელებსა და ფეხებს უკრავდნენ და გორგოლაჭზე უმაგრებდნენ, რომ არ ემოძრავათ, შემდეგ კი შოლტავდნენ. ამის შემდეგ იწყებოდა გორგოლაჭების ტრიალი, სხეული ნელ-ნელა იჭიმებოდა, სანამ შეერთების ადგილები ბუდიდან არ ამოცვივდებოდა. ეს მეთოდი დანაშაულში გამოსატყდომად ან ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებოდა. ხშირად ერთი ადამიანის წამებას სხვა პატიმრები უყურებდნენ, რომ წინასწარ ჩანერგვოდათ ფსიქოლოგიური შიში, სანამ მათი დრო მოვიდოდა. თუკი ეს არ იმოქმედებდა და ბრალდებული არ ალაპარაკდებოდა, გრძელდებოდა გორგოლაჭების ტრიალი და მკლავები ფოსოებიდან ვარდებოდა. საწამებელი ძელის ზოგიერთ ვარიანტს ლურსმნებიც ჰქონდა, რომლებიც მსხვერპლს ზურგში ესობოდა და გაწელვისას უფრო მეტ ზიანს აყენებდა კანსა და კუნთებს.

მესამე ნაწილს შემდეგში შემოგთავაზებთ

წყარო: http://charliuss.wordpress.com

თეგები
Booking.com

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close