არქივი

საქორწინო ტრადიციები

e2c84e780fa4
ყველა სახელმწიფოს თავისი ტრადიციები აქვს და ყველა ძალიან საიტერესო და ლამაზია თავის მხრივ.ახლა მინდა მოგიყვეთ რამოდენიმე სახელწიფოს საქორწინო ტრადიციებზე.

ინგლისი: მეფე-პატარძლის გასავლელ გზაზე ბავშვები ყვავილებს მოფანტავენ ხოლმე.ეს ითვლება კეთილდღეობის და ბედნიერი თანაცხოვრების სიმბოლოდ.

გერმანია: აქ ჩვენთვის ძალზედ უცნაური ტრადიცია გაჩნიათ.ქორწილის დღეს მეგობრები პატარძლის სახლის ზღურბლთან ჭურჭელს ამტვრევენ.ამ ყველაფრის შემდეგ პატარძალი მადლიერი უნდა იყოს და სტუმრებს შამპანურით ან ყავით უნდა გაუმასპინძლდეს.ეს კიდევ არაფერი, ახლა სასიძოს გადავხედოთ თუ რას საქმიანობს (ირონიულად).სიძემ უნდა შემოირბინოს საიუველირო მაღაზიები, სადმე მოჭრას ნაძვის ტოტი და იშოვოს ერთი მუჭა მარცვლეული.ტრადიციის თანახმად სიძემ მარცვლეული ჯიბეში უნდა ჩაიყაროს და ნაძვის ტოტი რატუშის წინ უნდა დადოს.

საფრანგეთი: ახალდაქორწინებული წყვილი ღვინოს ორყურიანი სასმისით მიირთმევს.ეს თასი ერთობისა და სიყვარულის სიმბოლოდაა მიჩნეული.

შოტლანდია: აქ არამარტო კუბოკრულ ქვედატანს არამედ კუბოკრულ (დაკლეტკილ ტრადიციულ სამოს) ხელსახოცსაც და თავსაფარსაც პატივს ცემენ.ქორწილში სიძემ პატარძალს კუბოკრული მოსასხამი უნდა მოაფაროს ტანზე და ვერცხლის ქინძისთავით უნდა დაუმაგროს.

შვედეთი: ქორწინებამდე პატარძალს 3 ბეჭედი უნდა აჩუქონ.ნიშნობაზე, ქორწილისას და პირველი ბავშვის შეძენისას.საქმრო საყვარელი ქალისთვის განსაკუთრებულ ბეჭედს ამზადებინებს.

ნორვეგია: წყვილი ქორწილის დღეს ნაძვის ხეებს რგავს.

ინდოეთი: ნათესავები ნეფე-პატარძალს ვარდის ფურცლებს აყრიან.

ჩინეთი: პატარძალს წითელი კაბა აცვია, რადგან თეთრი გლოვის ფერია, წითელი კი სიყვარულის.ისინი წითელი ფერის ლენტით ხელგადახვეულები სვამენ ღვინოს.

იაპონია: იაპონიაში მანამდე არ ითვლებიან ცოლ-ქმრად სანამ დედამთილ -მამამთილის ოჯახში 9-9 ყლუპ არაყს არ დალევენ.

საბერძნეთი: აქ ქორწილში უამრავ ტკბილეულს მიირთმევენ და ჭურჭელს ამტვრევენ.ჭურჭლის მსხვრევა კი ცეკვისას ხდება.ტრადიციის თანახმად სტუმრებმა მეფე-პატარძალს ფეხებში უნდა დაუმტვრიონ ჭურჭელი.ეს ტრადიცია ნელ-ნელა იცვლება და დღესდღეობით ჭურჭლის ნაცვლად ყვავილებს უყრიან ფეხებში.

რა შემიძლია ვთქვა საქართველოზე,საქართველოში ყოველ კუთხეს თავისი ინდივიდუალური ტრადიცია გააჩნია და ყველა ლამაზი და მომხიბვლელია,მაგრამ ყველაზე ლამაზი მთიელი ხალხის წესია.პატარძალს ხელისმომკიდე აკითხავს სიძის ნაცვლად.ეს იმას ნიშნავს რომ სიძე მას როგორც ძმადნაფიცს და უერთგულეს ადამიანს, ისე ენდობა.მეჯვარეს ქალს გოგოს ნათესავები მხოლოდ მას შემდეგ ატანენ როდესაც იგი გარკვეულ გადასახადს გადაიხდის ქალის წასაყვანად.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button