გასართობისაკითხავისასარგებლო

ხანძარი

ცეცხლს ძლიერი გამანადგურებელი ძალა აქვს, მაგრამ თანამედროვე ცეცხლსაწინააღმდეგო აღჭურვილობა და ცეცხლჩამხშობი ქიმიკატები მეხანძრეს საშუალებას აძლევს უკეთ მომზადებული შეებრძოლოს ხანძარს.

თანამედროვე სახანძრო მანქანა ძირითადად, წყლის მოხმარებაზეა გათვალისწინებული. მისი აღჭურვილობის ძირითადი ელემენტია 9 ან 15-მეტრიანი დასაკეცი სამაშველო კიბე. მანქანის რეზერვუარი იტევს იტევს 1365 ლიტრ წყალს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალება აღარ რჩება. მიაღწევენ თუ არა ხანძრის ადგილს, მეხანძრეები ეძებენ სახანძრო ონკანს, რომელიც მათ უზრუნველყოფს მუდმივი წყლის ნაკადით. ქალაქგარეთ წყლის მოწოდება ხშირად ავზიდან ან ტბიდან ხდება. კარგი აღჭურვილობის მქონე თანამედროვე სახანძრო მანქანას შეუძლია წუთში 4000 ლიტრი წყალი ამოქაჩოს.

ხანძარი მრავალსართულიან შენობებში
სტანდარტულ ცეცხლსაწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება დასაკეცი კიბე. გაშლილ მდგომარეობაში მისი მაქსიმალური სიმაღლე 33 მეტრს აღწევს. მეხანძრეები მას მრავალსართულიანი შენობებიდან ხალხის გადასარჩენად იყენებენ, ზოგჯერ კი ცეცხლთან საბრძოლველად, როდესაც საჭიროა წყლის ზემოდან მიწოდება. ამ დროს გამოიყენება კიბის თავზე მოთავსებული ჰიდრავლიკური კაბინა, რომელიც ოთხ მეხანძრეს იტევს. ასევე სახანძრო მანქანის აღჭურვილობაში შედის ჯალამბარი, ქაფის და სპეციალური ფხვნილის მარაგი, რომელიც დანიშნულებისამებრ გამოიყენება ისეთი ხანძრების დროს, როდესაც წყალი უშედეგოა. ყველა მანქანას აქვსსპეციალური განათება, სირენა და რადიოკავშირი.

მთელს მსოფლიოში სახანძრო მანქანები წითლად არის შეღებილი, რათა ხანძრის ჩასაქრობად მიმავალი გზაზე ადვილად შესამჩნევი იყოს; მათ გააჩნია ორტონალური სიგნალი, რომელიც მის მოახლოებას შორი მანძილიდან გვამცნობს.

ცეცხლჩამქრობები
არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის ცეცხლსაქრობი. წყლის შემცველობის ცეცხლსაქრობი გამოიყენება ქაღალდის, ხისა და ტექსტილის წვის დროს; ქაფის შემცველობის – აალებადი სითხეებისათვის; ნახშირორჟანგისა და აორთქლებადი სითხეების შემცველობის – აალებადი სითხეების, აირებისა და ელექტრომოწყობილობების წვის დროს; ფხვნილის შემცველობის ცეცხლსაქრობი თითქმის ყველა სახის ცეცხლს უმკლავდება.

ალუმინის ფენით დაფარული აზბესტის კოსტიუმი საშუალებას აძლევს მეხანძრეს ახლოს მივიდეს ცეცხლთან. კოსტიუმი ცეცხლგამძლეა და სიცხეს იკავებს. ჩაფხუტის დამუქებული შუშა იცავს თვალებს.

ქუვეიტი ცეცხლში

1991 წლის იანვარში, სპარსეთის ყურეში, ომის დასასრულს, ერაყელებმა ცეცხლი წაუკიდეს 700-მდე ნავთობის ჭაბურღილს ქუვეითში. ხანძრის შედეგად წარმოშობილი ბოლი შეიცავდა ისეთ მავნე ქიმიკატებს, როგორიცაა: ჰიდროკარბონატი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები და სხვა. თითოეული მათგანი ძალზე სახიფათა ყველა ცოცხალი არსებისათვის. ხანძრის ჩასაქრობად ბევრი საშუალება გამოიყენეს, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, ცეცხლის დამარცხება მხოლოდ დეკემბრისათვის მოახერხეს.

თეგები

park parku

dfserwerew

მსგავსი ამბები

Close
Close