არქივი

ატმოსფერო

ჰაერი რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ, ატმოსფეროს ნაწილია. იგი აძლევს სიცოცხლეს ყველა ცოცხალ არსებას და გვიცავს მავნე მზის სხივებისაგან.

პლანეტა დედამიწა გარშემორტყმულია ჰაერის გარსით, რომელიც ატმოსფეროს სახელითაა ცნობილი. იგი გვაწვდის ჟანგბადს და გვიცავს მზის სხივების საზიანო ეფექტებისაგან. მისი სისქე 480 კილომეტრია, და მეტეორების ცვენის დროს ფარად ევლინება ჩვენს პლანეტას. მილიონობით ადამიანი მოგზაურობს ატმოსფეროში ყოველ დღე – დაწყებული საჰაერო ბურთით და დამთავრებული მაღალსიჩქარიანი თვითმფრინავებით. ასტრონავტებმა გაარღვიეს იგი და სივრცეში შეიჭრნენ.

რა არის ატმოსფერო
ატმოსფერო შედგება 10 სხვადასხვა აირისაგან, ძირითადად აზოტისა (78 პროცენტი) და ჟანგბადისაგან (21 პროცენტი). დარჩენილი ერთი პროცენტს შეადგენს არგონი, მცირე რაოდენობის ნახშირორჟანგი, ჰელიუმი და ნეონი. ეს ინერტული აირებია., რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ქიმიურ რეაქციაში არ შედიან სხვა სუბსტანციებთან. აგრეთვე, არსებობს მცირე რაოდენობის გოგირდის ორჟანგი, ამიაკი, ნახშირჟანგი, ოზონი(ჟანგბადის მსგავსი აირი) და წყლის ორთქლი, ასევე დაბინძურებული აირები, კვამლი, მარილი, მტვერი და ვულკანური ფერფლი.

images?q=tbn:ANd9GcS1Q xydli9FoORoUTuYwTkeC494X6 n pjJNQ1zwKsLLNQ nEZ

ეს სურათი გადაღებულია ამერიკული კოსმოსური ხომალდიდან “აპოლო – 8” და გვიჩვენებს დედამიწის ატმოსფეროს ღრუბლის ფორმით.

გათხელებული ჰაერი
ატმოსფერო შედგენბა ოთხი ძირითადი შრისაგან: ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზოსფერო და თერმოსფერო. ტროპოსფერო ყველაზე პატარა ზომის შრეა და დედამიჭიდან დაახლოებით 12 კილომეტრეა გადაჭიმული. ეს ყველაზე ცხელი შრეა, რადგანაც მზის სხივები დედამიწის ზედაპირს ეცემა და აცხელებს ჰაერს. რაც უფრო ვშორდებით დედამიწას, მით უფრო კლებულობს ტემპერატურა. ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროს შორის გარდამავალი ფენაა, სადაც ტემპერატურა 55 გრადუსს აღწევს. შემდეგი შრეა სტრატოსფერო, რომელიც ვრცელდება დედამიწის ზედაპირიდან, დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლემდე. სტრატოსფეროსზედა ზღვარზე ოზონის აირის კონცენტრაციაა, რომელიც “ოზონის შრედ” არის ცნობილი. ტემპერატურა აქ ტროპოსფეროზე არსებულ ტემპერატურაზე მაღალია, რადგანაც ოზონი აკავებს მზის მავნე ულტრაიისფერი სხივების დიდ ნაკადს. სტრატოს ფეროს შემდეგ, დედამიწის ზედაპირიდან 50-70 კილომეტრზე არის მეზოსფერო. მეზოსფეროში ტემპერატურა 225 გრადუსს აღწევს. შემდეგ მოდის გარდამავალი შრე, იგივე მეზოპაუზა, რომელიც ატმოსფეროს ყველაზე ცივ ნაწილს წარმოადგენს. სიცივისგან აქ ყინულის ღრუბლები იქმნება. მათი დანახვა შეიძლება მხოლოდ ღამით, ჩამავალი მზის სინათლეზე.
დედამიწისაკენ მომავალი მეტეორიდები, მეზოსფეროში გავლისას იწვება. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერი აქ ძალზე თხელია, მეტეორის შეჯახება ჟანგბადის მოლეკულასთან წარმოშობს ხახუნს, რომელის შედეგათაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბო.

ქარი და ამინდი
ამინდის თითქმის ყველა მოვლენა ტროპოსფეროშჳ წარმოიშობა. ამინდის ცვალებადობას იწვევს ჰაერის წნევის ცვალებადობა. ორ წერტილში არსებული წნევათა სხვაობა აიძულებს ჰაერს იმოძრაოს მაღალი წნევიდან უფრო დაბლა. ჰაერის მოძრაობას ჩვენ შევიგრძნობთ ქარის სახით. არქტიკიდან მონაბერი ქარი სიცივეს იწვევს, ხოლო სამხრეთიდან მონაბერ ქარს სითბო მოაქვს. ჰაერის დაბალი წნევის ოლქებს ციკლონები ეწოდება, ხოლო მაღალი წნევის ოლქებს – ანტიციკლონები. ტროპოსფეროს ერთ-ერთი ნაწილი ბიოსფერო, ამავდროულად, ატმოსფეროს ნაწილიცაა. ბიოსფეროში შესანიშნავად ბალანსირდება მცენარეებისა და ცხოველების თანაარსებობა.

images?q=tbn:ANd9GcREbl6gveauhhe0xjEDTnKS

დედამიწის ყველაზე ცხელი ადგილი საჰარას უდაბნოა. წლიური საშუალო ტემპერატურა 34,4 გრადუსი დაფიქსირდა დალუში, ეთიოპიაში, რომეიც მდებარეობს ზღვის დონიდან 116 მეტრზე.

ოზონის შრე
ოზონის შრე სტატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო ხანებში ფრეონის ფართო გამოყენებამ აეროზოლის ბალონებში, მაცივრებსა თუ კონდიციონერებში გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ატმოსფეროში მოხვედრისას ეს აირები იშლებიან და წარმოქმნიან ქლორს, რომელიც, თავის მხრივ, აზიანებს და ანადგურებს ოზონის შრეს.

images?q=tbn:ANd9GcThjDvLp7h00DqMdLdHpR2t5gCyVXJXu6Mv6FEYQ4P5HdEMeONe

ქალაქ მეხიკოს თავზე წარმოქმნილია მომწამლავი ნივთიერებით გაჟღენთილი ღრუბელი. ქალაქში, დაბინძურებულ და ჯანმრთელობისათვის საზიანო პირობებში, დაახლოებით20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

park parku

dfserwerew

მსგავსი ამბები

Back to top button