კულტურა

გავგამელის ბრძოლა

4db1b6b23b55

გავგამელას ბრძოლა ან არბელას ომი ძვ.წ. 331 წელს გაიმართა ალექსანდრე დიდსა და დარიოს III-ს შორის, რომელიც დამთავრდა ძველი მაკედონიელებს ბრწყინვალე გამარჯვებითა და აქემენიდთა იმპერიის დაცემით.

დარიოსმა აირჩია ვაკე ადგილი სადაც განალაგებდა თავის რიცხვობრივად აღმატებულ ძალებს. თუმცა არაა დამტკიცებული რომ ომი ზუსტად გავგამელას ველზე შედგა. შესაძლოა ბრძოლა გაიმართა აქლემის ფორმის გორაკზე, საიდანაც მოდის ადგილის სახელწოდებაც: ტელ გომელი ან ტელ გაჰმალი, რომელიც სემიტურ ენებში ითარგმნება როგორც “აქლემის მთა”. საყოველთაოდ მიღებული აზრი ადგილმდებარეობის შესახებ არის ქალაქ მოსულის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია (თანამედროვე ერაყის ჩრდილოეთ ნაწილი ), რომელიც შემოგვთავაზა ორელ სტეინმა 1938 წელს.

ბრძოლამდე

ისუსის ბრძოლის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ალექსანდრემ დაიკავა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო და ეგვიპტე. შემდეგ დაიძრა სირიიდან სპარსეთის იმპერიის ცენტრისაკენ. ალექსანდრემ გადალახა ევფრატისა და ტიგროსის მდინარეები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. დარიოსი ამზადებდა მასიურ არმიას, იხმობდა ჯარისკაცებს იმპერიის შორეული კიდეებიდან. ის გეგმავდა მრავალრიცხვოვანი არმიის შეკვრას, რათა თავს დასხმოდა ალექსანდრეს. თანამედროვე ისტორიკოსების მტკიცებით მან 100 ათასამდე კაცს მოუყარა თავი. დარიოსმა აგრეთვე საბრძოლველად შეარჩია დაბლობი, სადაც ალექსანდრეს არ ექნებოდა რელიეფის უპირატესობა, რაც დარიოსს საშუალებას მისცემდა უფრო ეფექტურად ემართა თავისი ურდო.

თავდასხმის დრო

ალექსანდრეს გენერლები პარმენიონის ჩათვლით თვლიდნენ რომ შეტევა ღამე უნდა დაეწყოთ, რათა დაეძლიათ სპარსელების რიცხვობრივი უპირატესობა. ალექსანდრემ უარყო მათი მოსაზრება, თქვა რომ ის არ იყო ჩვეულებრივი გენერალი და ასე არ მოიქცეოდა. და პირადად პარმენიონს კი საჯაროდ უთხრა “ასე მოვიქცეოდი მე რომ პარმენიონი ვიყო, თუმცა მე ალექსანდრე ვარ”. როგორც აღმოჩნდა ალექსანდრემ თავდასხმის დრო ზუსტად შეარჩია. დარიოსმა, ეშინოდა რა ალექსანდრეს ღამე არ შემოეტია, თავისი არმია მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლად ამყოფა, რამაც ისინი ძალიან მოქანცა. როდესაც ალექსანდრე და მისი ჯარისკაცები უფრო დასვენებულები იყვნენ.

სპარსთა არმია

თანამედროვე გამოთვლებით
7b99f556572e

ანტიკური წყაროები

არიანეს თუ დავუჯერებთ დარიოსის ურდო 40,000 კავალერისტისა და მილიონამდე ქვეითისაგან შედგებოდა. დიოდორე სიცილიელის მიხედვით ეს რიცხვები 200,000 და 800 ათასია. პლუტარქეს მოსაზრებით აქემენიდთა დინასტიის იმპერატორს მილიონამდე ჯარისკაცი ყავდა. კურტიუს რუფუსის მიხედვით კი ჯარში 40,000 ცხენოსანი და 200,000 ქვეითი იყო. ყველა უძველესი ისტორიკოსი აღიარებს რომ დარიოსს 200 საბრძოლო ცხენი და 15 საბრძოლო სპილო ყავდა. დარიოსის განკარგულებაში აგრეთვე შედიოდა 2,000 დაქირავებული ბერძენი შუბოსანი.
დარიოსის ჯარი, მართალია ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა რიცხვობრივად, თუმცა მათი უმეტესობა ალექსანდრეს მებრძოლებთან შედარებით ნამდვილი მეომარი არ ყოფილა. ამ უკანასკნელის შუბოსნები შეიარაღებული იყვნენ ექვმეტრიანი შუბებით. სპარსელების მთავარი არმია ცუდად იყო გაწვრთნილი და მსუბუქად შეიარაღებული. დარიოსის დასაყრდენ ძალას 10,000 ბერძენი ჰოპლიტი (შუბოსანი) და პირადი დაცვა წარმოადგენდნენ (10,000 “უკვდავი სპარსელი”). დაქირავებული ბერძნები ფალანგათი იბრძოდნენ. ისინი მძიმე ფარებითა და სამ მეტრიანი შუბებით იყვნენ აღჭურვილები. უკვდავების შუბები კი დაახლოებით ხუთი მეტრისა გახლდათ. სპარსელების არმიაში აგრეთვე მძიმედ იყვნენ აღჭურვილები სომხებიც, ბერძენთა მსაგვსად. დარიოსის ჯარის დანარჩენი წევრები კი მსუბუქად იყვნენ აღჭურვილები. მათ ძირითად საბრძოლო იარაღს მშვილდ-ისარი და სატყორცნი შუბები წარმოადგენდა.

მაკედონელთა არმია

თანამედროვე გამოთვლებით
b6e16979383a

ალექსანდრე ხელმძღვანელობდა მაკედონელების ჯარს, თრაკიელი მოკავშირეების რაზმს და ელინთა გაერთიანებულ არმიას. სულ 7,000 კავალერისტი და 40,000 ქვეითი. ისტორიკოსების უმრავლესობას მიაჩნია რომ ეს არმია 31,000 მეომარისაგან შედგებოდა და ამას დამატებული 9,000 ბერძენი ჰოპლიტი რეზერვში.

ბრძოლა

თავდაპირველი განლაგება
დარიოსს შეეკრიბა საუკეთესო კავალერია აღმოსავლეთ სატრაპიებიდან და მოკავშირე სკათიელი ტომებისაგან. დარიოსმა აგრეთვე გამოიყვანა საბრძოლო ეტლები. მას აგრეთვე გამოეყვანა 15 ინდური საბრძოლო სპილო, თუმცა მათ ბრძოლაში ვერანაირი როლი ვერ ითამაშეს. ბრძოლის დაწყებამდე დარიოსმა ბრძანა ყველანაირი ბუჩქი თუ მცენარეულობა მოესპოთ, რათა გაეზარდა ეტლების ეფექტურობა.

დარიოსი თვითონ შუაში გახლდათ თავის საუკეთესო ქვეითებთან ერთად, სპარსელი მეფეების ტრადიციის მიხედვით. მას გარშემო კავალერია, ბერძენი დაქირავებული მეომრები, სპარსელი მცველები, “უკვდავები” და მოისარნი იყვნენ.
ბესი მარცხენა ფლანგს, კავალერიას, განკარგავდა. ეტლები განთავსებული იყო წინ ბაქტრიელების მცირე ჯგუფთარ ერთად. მაზაევსი მეთაურობდა მარჯვენა ფლანგს (სირიელებს, მედიელებს, მესოპოტამიელებს, პართიელებს, საკიელებს, კავკასიელ ალბანელებს, კაპადოკიელებს და სხვებს.) კაპადოკიელები და სომხები კავალერიების წინ იყვნენ განლაგებულები და მიუძღოდნენ შეტევას. ალბანელებისა და საკეზიელების კავალერია მაკედონიელების მარცხენა ფლანგისაკენ გაემართნენ.
ბერძნები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილები. მარჯვენა მხარეს თავად ალექსანდრე მეთაურობდა, მარცხენას – პარმენიონი. მაკედონელი იბრძოდა ერთგულ კავალერიასთან გვერდიგვერდ. დაქირავებული ჯარებიც გაყოფილი იყო ორ ჯგუფად, გამოცდილი მეომრები მარჯვენა ფლანგზე, და დანარჩენები აგრიანესა და მაკედონიელების მშვილდოსნების წინ იყვნენ ფალანგას გვერდით. პარმენიონი მარცხენა მხარეს ამყარებდა თესალიელ და თრაკიელ შენაერთებთან ერთად. მათ უნდა შეეკავებინათ სპარსელები, როდესაც ალექსანდრე გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებდა მარჯვნიდან.
ცენტრში, მარჯვნივ, იდგნენ კრეტელი დაქირავებული ჯარისკაცები. მათ უკან იყვნენ თესალიელების კავალერია ფილიპეს მეთაურობით და დაქირავებული ბერძნული ტომები. მათ მარჯვნივ იმყოფებოდნენ კი მოკავშირე ბერძენი კავალერია. ისინი ფალანაგათი მოდიოდნენ და შემდეგ ორ ნაწილად იყოფოდნენ.

ბრძოლის დასაწყისი

ალექსანდრემ გასცა განკარგულება რომ ქვეითებს ფალანგა შეეკრათ და მტრის ხაზის ცენტრისკენ დაძრულიყვნენ. მაკედონელებმა ეშმაკურ ხერხს მიმართეს. მათ უკან დამხმარე რაზმი მოყვებოდათ და ცდილობდნენ სპარსელები მოეტყუებინათ. როდესაც ფალანგა სპარსელ ქვეითებს ებრძოდა, დარიოსმა კავალერიის დიდი ნაწილი და რეგულარული არმიის ნაწილი გააგზავნა რათა შეტაკებოდნენ პარმენიონს მარცხენა მხარეს.

საბოლოოდ ეს ბრძოლა დამთავრდა ალექსანდრე მაკედონელის ბრწყინვალე გამარჯვებით ამ ბრძლის შედეგად ალექსანდრემ დაიპყრო სპარსეთის იმპერია და შეწყვიტა არსებობა სპარსეთის იმპერიამ

ეს კი ნახატი მისი გენიალური სტრატეგიისა

410173d9b31d

წყარო: ვიკიპედია

ეს კი დოკუმენტური ფილმი

ნაწილი 1

ნაწილი 2

ნაწილი 3

ნაწილი 4

ნაწილი 5

მსგავსი ამბები

Back to top button