არქივი

ბიოლოგიის მიღწევები

40f947768c93
ღეროუჯრედების შეყვანა, უჯრედული ტრანსპლანტაცია,  ურთულესი სამედიცინო ტექნოლოგიაა. მსგავსი ტექნოლოგიების შექმნა და განვითარება დაკავშირებულია მსოფლიოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა, მეცნიერთა და ექიმთა ათეული  წლების კვლევებთან. გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ერთჯერადი მოხმარების მასალები და შესაბამისად პროცედურის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ასე მაგალითად, თავის ტვინის დაავადება (ტვინის დიფუზური ატროფია), რომელიც ვლინდება ინტელექტის პროგრესირებად დაქვეითებაში ვლინდება 45-50 წლის ასაკიდან. დაავადების ხანგრძლივობა 8-10 წ. მხოლოდ აშშ-ში წელიწადში იღუპება 100 ათასი ადამიანი.  ერთადერთი იმედი – ღეროუჯრედებით მკურნალობაა. დღეისათვის ღეროუჯრედებით მკურნალობა უტარდება 100-ზე მეტ ადამიანს. სამწუხაროდ, დღეისათვის შესაძლებელია  მხოლოდ დაავადების პროგრესიის შეჩერებ,  სრული განკურნება არ ხდება.

e0f857563b76
ღეროუჯრედებით ხდება ასევე კანის დაავადებათა მკურნალობა. დერმაში მოხვედრისას ღეროუჯრედები ასტიმულირებენ უჯრედულ პროლიფერაციას, ამას მივყავართ კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების სინთეზამდე და დერმის კარკასის გამყარებამდე, მიკროცირკულაციის აღდგენამდე და ცვლის პროცესების სტიმულაციამდე.

ჩანაცვლებადი უჯრედული თერაპია: საკუთარი ღეროუჯრედები ან ალოგენური უჯრედები, წარმოადგენენ აბსოლუტურად ახალ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია   კანის ჯანსაღი ფერის აღგენა; იმატებს ტურგორი და ელასტიკურობა; სწორდება პატარა ნაოჭები, საშუალო და ღრმა ნაოჭები მცირდება. გაივლის სიმშრალე და აქერცვლა.  კალიფორნიის უნივერსტეტის მეცნიერებმა,  ჩაატარეს ექსპერიმენტი ცხოველებზე და აჩვენეს. რომ თავის ტვინის ტრავმის შემდეგ ღეროუჯრედების ტრანპლანტაცია აუმჯებესებს მეხსიერებას. მეცნიერთა ვარაუდით, ღეროუჯრედები სინამდვილეში კი არ ცვლიან დაღუპულ ნეირონებს, არამედ ხელს უწყობენ გადარჩენილი უჯრედების აღდგენასა და ფუნქციების ნორმალიზაციას.
031c2ca7c8f5

29a15e647ae1გენური ინჟინერია არის მეთოდოლოგია,  რომელიც იძლევა განსაზღვრული ნიშან-თვისების მინიჭების მიზნით, ერთი ორგანიზმიდან მეორეში ნებისმიერი გენის გადატანის საშუალებას. აღნიშნული მანიპულაციებით ხდება ორგანიზმის გენეტიკური მოდიფიკაცია. ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის გენეტიკური ნიშან-თვისების შეცვლის პროცესს გენეტიკური მოდიფიკაცია ეწოდება. გენეტიკური მოდიფიკაციის შედეგად მიიღება ტრანსგენური ორგანიზმი, რომელშიც წარმატებით ფუნქციონირებს სხვა ორგანიზმიდან გადატანილი ტრანსგენი (ან გენები); ტრანსგენი არის ორგანიზმში ხელოვნურად შეტანილი და ინტრეგრირებული უცხო გენი.

 

გენურ ინჟინერიას საფუძველი ჩაეყარა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც დადგენილი იქნა, რომ ვირუსს შეუძლია Escherichia coli-ის უჯრედში, ჩაანაცვლოს ბაქტერიის დნმ, თავის დნმ-ით. ამის შემდეგ ბაქტერია იძულებულია გამოიმუშაოს ვირუსის ცილები. პოლ ბერგმა 1972 წელს გენური ინჟინერიის მეთოდით შეაერთა ორი ვირუსის (SV40  და ბაქტერიოფაგი λ) დნმ და მიიღო ჰიბრიდული მოლეკულა – პირველი რეკომბინანტული დნმ. ამისთვის 1980 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ორ სხვა მეცნიერთან ერთად. პოლ ბერგისა და მისი კოლეგების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით შესაძლებელი გახდა  გენებით მანიპულირება. პომიდორმა მიიღო კამბალას  ან ან თეთი დათვის ყინვაგამძლეობის გენი;  კარტოფილმა – ბაქტერიის გენი;  ბრინჯმა – ადამიანის გენი;  სიმინდმა  – შხამიანი გველის გენი;  სოიამ  – ბაქტერიის  და ვირუსის გენები.    ვირუსი შV40 მაიმუნებში იწვევს სიმსივნეს, ამიტომ გაჩნდა საშიშროება, რომ რეკომბინანტული დნმ გამოიწვევდა  სხვა სიმსვნეს. ბერგმა სხვა მეცნიერებთან ერთად გამოთქვა მოსაზრება კაცობრიობისათვის  მოსალოდნელი საშიშროების თაობაზე. პოლ ბერგის უშუალო მონაწილეობით გამოცხადა  ერთწლიანი მორატორიუმი ანალოგიურ გამოკვლევებზე. ერთი წლის შემდეგ კონფერენციაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბერგი, განისაზღვრა ამგავრი კვლევების  ჩატარების წესები და ნორმები, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან მალე იყო იგნორირებული.

d48d643e904c

როგორ და სად შეიძლება გამოვიყენოთ გენური ინჟინერიის მიღწევები? რეგენერაციული მედიცინა: უჯრედული და ქსოვილოვანი თერაპია; ახალი წამლების ტესტირება; ორგანიზმის განვითარების პროცესების და გენების რეგულაციის მექანიზმების შესასწავლად; კლონირების პრობლემის კვლევა.

5b5f0796f266
ძალიან მალე გამოვლინდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების და მათ საფუძველზე დამზადებული საკვები პროდუქტების გამოყენების პოტენციური რისკები. ასე მაგალითად, ნაჩვენები იქნა, რომ გენმოდიფიცირებული მცენარეების ბუგრებით გამოკვებილი ჭიამაიები უანაყოფონი ხდებიან. მექსიკაში სიმინდის 59 ჯიში არსებობდა, რომელთა მოყვანა 6-8 ათასი წლის წინ დაიწყო. 2001 წელს მექსიკაში სიმინდის აბორიგენული ველური ჯიში დაბინძურდა აშშ-დან ტრანსგენული სიმინდის შემოტანის შედეგად და სხვა.

რითი განსხვავდება გენმოდიფიცირება ტრადიციული სელექციის მეთოდებისგან. გენური  ინჟინერიის საშუალებით შეიძლება მივიღოთ ჰიბრიდული ორგანიზმები არამხოლოდ ერთი სახეობის და გვარის ინდივიდებს შორის, როგორც ეს ხდება ტრადიციული სელექციის შემთხვევაში, არამედ სრულიად განსხვავებულ ორგანიზმებს შორის, როგორიცაა მაგ. მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების და მათ საფუძველზე დამზადებული საკვები პროდუქტების გამოყენების პოტენციური რისკები ტრანსგენული მცენარეების გამოყენების გენეტიკური დაბინძურება: ბუნებრივ ეკოსისტემებზე მათი უარყოფითი ზემოქმედების შედეგად ბიომრავალფეროვნების შემცირება და განადგურება; ტრანსგენური მცენარეებით გამომუშავებული ინსექტიციდური ტოქსინების მიმართ რეზისტენტულობის გამომუშავება; კულტურული ჯიშების გაქრობა; მოსალოდნელი ევოლუციური რისკი.
1d6c6d8add69

ffb79b502b2c

თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

datometal

i am david kpanadze

მსგავსი ამბები

Back to top button