მისტიკასაკითხავიუცნაური

ამბავი ჭინკაზე,რომელიც მე და ჩემს ძმაკაცებს გადაგვხდა!


ძალიან დიდ ამბებს იწვევდა ადრე ისტორიები ჭინკებზე და სულებზე. მე მაგალითად ორივესი მჯერა და ჭინკა კი მგონი მინახავს კიდეც.

ღამის პირველი საათი იყო, მე და ჩემი ძმაკაცები წყნეთში ვიყავით წასულები, ჩემი დაბადების დღე უკვე დამთავრებული იყო და თბილისში მოვდიოდით, როდესაც მანქანაში ჩავჯექით და ფარები ავანთეთ მანქანის წინ დაბალი, წითური გრძელი თმით ბებერი ქალი იდგა. ჩვენ ყველა ნასვამები ვიყავით გარდა იმ ბიჭისა, რომელიც საჭესთან იჯდა, მას ერთი ყლუპიც არ დაულევია და ცხადად ხედავდა იმ სურათს რასაც ყველა იმ მანქანაში მჯდომი ვხედავდით. ქალი არ ინძრეოდა ჩვენ ვუსიგნალებდით გაწეულიყო მაგრამ ადგილიდან არ ინძრეოდა. მანქანის შუქზე მისი წითელი თმა თითქოს ბზინავდა,ნახევარ სახეს თმა უფარავდა ნახევარზე კი სულ ნაოჭები ქონდა, ასევე გამორჩეული იყო მისი არაბუნებრივი თეთრი კანი და დიდი შავი ფრჩხილები, მას ხელში დიდი თეთრი ჯოხი  ეჭირა. ბევრი ვუსიგნალეთ და რომ არ წავიდა ჩვენი ერთ–ერთი ძმაკაცი მანქანიდან გადავიდა,ქალთან მივიდა და ლაპარაკი დაუწყო, რომ წასულიყო. ქალს თითქოს არც ესმოდა და ქვასავით გაშეშებული მანქანის წინ იდგა. ბევრი ლაპარაკის შემდეგ ჩვენი ძმაკაცი მანქანაში ჩაჯდა და გვითხრა,რომ ეს ქალი გიჟია მაინც არ გაგვეცლება და ჯობია სხვა გზით წავიდეთო. მანქანა ძლივს გავიყვანეთ ზადნით და თბილისში წამოვედით. გზაში ჩვენი ორი ძმაკაცი ჩამოვსვით და მე და ის ბიჭი, რომელიც საჭესთან იჯდა მეზობლები ვიყავით. მანქანიდან როცა გადმოვედით და მანქანა ჩავაქვრეთ პადიეზდთანაც იგივე სურათი დაგვხვდა. ის ბებერი ქალი პადიეზდის კარებთან იდგა, არ ვიცი რატო მაგრამ მას შიშველი ფეხები სწრაფად უცახცახებდა, წელს ზემოთ შავი მოსასხამი ეცვა (ეს მოსასხამი პადიეზდთან შევამჩნიე და არა მანქანის წინ). მე დავიძაბე და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, ჩემი ძმაკაცი კი ქალთან მივიდა და ხელით შეეხო და მაშინვე უსწრაფესად გამოწია თითქოს დენმა დაარტყაო, შემდეგ სწრაფად გამოეცალა და შეშინებული ხმით დაუძახა გაიწიე აქედან რას გვერჩიო. ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა ქალმა ნახევარ სახეზე დახუჭული თვალი გაახლია, მას მოსასხამიმით შავი თვალი ჰქონდა. შემდეგ მან დაისხავლა და დამჭკნარი ხელები თავზე შემოირტყა. ქალი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, ჩვენ გავიქეცით, კივილი არ ჩერდებოდა და არც ნელ–ნელა ჩუმდებოდა, თითქოს ჩვენ მოგვსდევდა. შემდეგ ჩემს ძმაკაცს გზაში მანქანის გასაღები დაუვარდა და წამით შეჩერდა ასაღებად, მეც უკან გავიხედე მას ვუყურებდი, როდესაც წინიდან ფეხზე რაღაცა წვრილი შემეხო და ძირს დამაგდო. თავზე დამეცა ის ჯოხი,რომელიც იმ ქალს ეჭირა ხოლო ქალი არსად ჩანდა. ჩვენ სადარბაზოში შევვარდით და სახლებში წავედით. მეორე დღეს კი შიშისგან გარეთ არ გავსულვარ, მესამე დღეს კი, როდესაც ნაგვის გადასაყრელად ჩავედი ის ჯოხიც იმ ადგილზე იყო სადაც მე წავიქეცი.

შეგიძლიათ ახსნათ ეს მოვლენა? ნეტა ვისთან ან რასთან გვქონდა საქმე? მე ვფიქრობ,რომ ეს ჭინკა იყო!

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close