საკითხავისასარგებლო

სად და როდის მოიჭრა პირველი მონეტები

4-5 ათასი წლის წინ ადამიანისათვის ჯერ კიდევ უცნობი იყო ფული. იმ დროს უკვე იყოფოდნენ სამიწათმოქმედო და სამესაქონლოე ტომებად, წარმოიშვა ხელოსნობა. ადამიანი ხელოსნურ ნაკეთობაზე ცვლიდა პირუტყვს, მარცვლეულს, ცხოველთა ტყავს. გაცვლისას ფასეულობის საზომად თავდაპირველად იყენებდნენ ცხოველთა ტყავს ან საქონელს.

გაცვლის განვითარებასთან ერთად მოსახერხებელი საზომი გახდა ლითონი. ძველ საბერძნეთში ამ მიზნით ზოგჯერ რკინის წკნელებს იყენებდნენ; მაგრამ ისინი ძალიან მძიმე იყო. ასეთი ფულის შესანახად საკუჭნაოებს აგებდნენ, ბაზარში ფული ურმით მიჰქონდათ. მალე საფასურად ძვირფასი ლითონების, უპირველეს ყოვლისა, ვერცხლის გამოყენება დაიწყეს. იგი ძვირი იყო და ამიტომ სავაჭრო საქმეების მოგვარებისას მათი შედარებით მცირე რაოდენობა იყო საჭირო. გაჩნდა ასაწონი ფული – ზოდები ან გარკვეული წონის რგოლები. ძველ აღმოსავლეთში ასეთ წონით ფულს ძვ. წ. VII ს – ში გამოიყენებდნენ.  ბაზრებზე წონიდნენ არა მარტო შესასყიდ სურსათს, არამედ ფულსაც. ძველ ეგვიპტეში შუა მეფობის ხანაში (ძვ. წ. 2200 – 1710 წწ.) წონითი ფულები ვერცხლის რგოლების სახით იყო. შემონახულია ნახატები, თუ როგორ წონიან ვერცხლის რგოლებს.

პირველი მონეტები გაჩნდა ლიდიაში, მცირე აზიაში ძვ. წ. VII ს – ში. ეს იმით აიხსნება, რომ ლიდიაზე გადიოდა სავაჭრო გზები საბერძნეთსა და აღმოსავლეთ ქვეყნებში. აქ ადრე გახდა საჭირო სავაჭრო საქმეების გამარტივება, ხშირად ძნელი საცნობია მცირე, უფორმო ნატეხის მონეტა.  მაგრამ მასში იყო მთავარი – ჰქონდა ნიშანი მისი გამომშვები ქალაქისა,  რომელიც მონეტის წონის გარანტიას იძლეოდა.
პირველი ბერძნული მონეტები გაჩნდა კუნძულ ეგინაზე ძვ. წ. VII ს – ში. ეგინურ დრაჰმებზე გამოსახული იყო კუ, მეორე მხარეს კი აჩნდა ნაჭდევის კვალი, რითაც იგი მარაგდებოდა ჭრის დროს, იწონიდა დაახლოებით 6  გრამს.

загрузить фото,загрузить картинку

ძველბერძნებს მონეტათა საკუთარი საზომი ჰქონდათ. წვრილი ვერცხლის ფულს ობოლი ერქვა. ექვსი ობოლი შეადგენდა დრაჰმას, ორი დრაჰმა კი –  სტატერს. მაგრამ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქალაქში ამ მონეტებს წონაც სხვადასხვა ჰქონდა.

საბერძნეთის ადრეულ მონეტებს წარწერები არ ჰქონდა, ხოლო გამოსახულება მხოლოდ წინა პირზე აჩნდა. ქალაქთა სახელების წარწერა დაიწყეს ძვ. წ. VI ს – ის შუა წლებიდან, ხოლო ძვ. წ. V ს – ში საბერძნეთში ისწავლეს ორივე მხარეზე სხვადასხვა გამოსახულებებიანი მონეტების გამოჭრა. მაგალითად, ათენში იჭრებოდა მონეტა, რომლის შუბლზეგამოსახული იყო ქალღმერთ ათენას თავი, ზურგზე კი – ბუ (ათინას ფრინველი).

хостинг картинок

ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშია ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულებზე მდებარე ბოსფორის სამეფოს ბერძნული ოქროს მონეტები. წინაპირზე გამოსახული იყო ზღაპრული არსების სილენის თავი,  ხოლო მეორე მხარეზე კბილებში შუბგარჭობილი ფანტასტური გრიფონი.

პირველი ბერძნული ოქროს მონეტები გამოუშვა მაკედონიის მეფემ ფილიპემ (ალექსანდრე მაკედონელის მამამ) და ეწოდებოდა „ფილიპიკები”.

ალექსანდრე მაკედონელი თავის უზარმაზარ მონარქიაში ჭრიდა ერთნაირი გამოსახულებისა და წონის მონეტებს – ეს იყო ტეტრადრაქმები (4 დრაქმა),  რომლის წინაპირზე გამოსახული იყო თვით ალექსანდრე გმირ – ჰერაკლეს თავსაბურით, მეორე მხარეზე კი – ზევსი. ალექსანდრე მაკედონელის ტეტრადრაქმებს მისი სიკვდილის შემდეგაც დიდხანს ხმარობდნენ.

ტეტრადრაქმებს პონტოს სახელმწიფოს მეფე მითრიდატე VI უშვებდა.  წინაპირზე გამოსახული იყო მეფის თავი დიადემით, მეორეზე კი ირემი საძოვარზე.

 выложить фото

ძვ. წ. IV ს – ში მონეტათა ჭრის ხელოვნებამ საბერძნეთში უმაღლეს აყვავებას მიაღწია, განსაკუთრებით ქ. სირაკუზში. აქ ჭრიდნენ მონეტებს,  რომელთა წინაპირზე გამოსახული იყო სირაკუზის მფარველი ქალღმერთი,  ხოლო მეორეზე – ექვსცხენიანი ეტლი. ამ მონეტებს ჭრიდნენ შესანიშნავი ოსტატ – მხატვრები.

ძველ რომში თავდაპირველად იხმარებოდა წონითი მონეტები – ბრინჯაოს ზოდები, რომლებზეც მოგვიანებით გაჩნდა ხარის, ხომალდის, ცხვრის დასხვა გამოსახულებები.

ვერცხლის მონეტების მოჭრა დაიწყეს რომში ძვ. წ. III ს – ის 60 – იან წლებში. ძირითადად გავრცელებული იყო ვერცხლის მონეტა – დენარი.  მისი თავდაპირველი წონა 4, 37 გრ. სხვადასხვა დროს იცვლებოდა. ამას გარდა, რომში ჭრიდნენ ბრინჯაოს, შემდეგ კი ოქროს მონეტებს.

რომში პირველი ზარაფხანა მდებარეობდა ქალღმერთ იუნონა – მონეტას ტაძარში,  აქედან მოდის ტერმინი „მონეტა”. რესპუბლიკის ეპოქის რომაული დენარიების წინაპირზე მოთავსებული იყო ღმერთების გამოსახულება; მეორე მხარეს კი – ორი გაჭენებული ცხენოსნის, ზარაფხანის სამუშაო იარაღების – გრდემლის, უროსა და მარწუხის და სხვათა გამოსახულებანი.

იმპერატორები ოქროსა და ვერცხლის მონეტებს თავისი გამოსახულებებით უშვებდნენ. ასეთებია: ახალი წელთაღრიცხვით I ს – ის მონეტები იმპერატორ ავგუსტუსისა, რომელთა ზურგზე გამოსახულია სამსხვერპლო;  იმპერატორ ნერონის მონეტების ზურგზე მტრის მკერდზე ფეხდაბჯენილილეგიონერის გამოსახულება იყო; IV ს. იმპერატორ კონსტანტინეს მონეტის მეორე მხარეზე გამოსახული იყო შენობა; ამავე დროს სენატი უშვებდა სპილენძის მონეტებს.

 выложить фото
საიმპერატორო ოქროს მონეტები – შესანიშნავი რეალისტური პორტრეტებიანი აურეუსები, რომის ხელოვნების საუკეთესო ნაწარმოებებს განეკუთვნება.
გვიანი ხანის რომის იმპერიაში სამონეტო საქმემ კრახი განიცადა. ვერცხლსა და ოქროში სხვა ნაერთებს ურევდნენ.

პორტრეტებსა და სხვა გამოსახულებებს ადრინდელი მხატვრული ფასეულობა არ გააჩნიათ, რაც კულტურის დაცემაზე მეტყველებს.

მონეტების შესწავლით მკვლევარი შეიტყობს ძველი ხალხების ცხოვრების სხვადასხვა მხარეს: მეურნეობას, პოლიტიკურ წყობასა და კულტურას,  მაგალითად, ტეტრადრაქმის ჭედურობა ამა თუ იმ ქვეყანაში მეტყველებს ალექსანდრე მაკედონელის ბატონობაზე, ხოლო მისი მონარქიის საზღვრებს გარეთ ნაპოვნი ტეტრადრაქმები – იმ დროის სავაჭრო ურთიერთობებზე.  ბევრი ანტიკური მონეტა ახლაც არის ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში.
ი. კრუშკოლი, საქართველოს ეროვნული ბანკი

loading...
თეგები

datometal

i am david kpanadze

მსგავსი ამბები

Close
Close