გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები მინის შესახებ

• შუშა პირველად გამოიგონეს 5000 წლის წინ ეგვიპტეში. იაპონიაში, ინდოეთში და კორეაში აგრეთვე ნახულობდნენ ნაკეთობებს, რომლებიც თარიღდება 2000 წლით ჩვენს ერამდე.

• როცა მინა ტყდება , ბზარი მოძრაობს 4828 კმ/სთ სიჩქარით.

• მინის ბუნებრივ დაშლას სჭირდება 1 მილიონი წელი

• მინა არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენი მასალათაგან, რომლებიც გადამუშავების შემდეგ 100 პროცენტით ინარჩუნებს ხარისხს.

• მინა წარმოადგენს ამორფულ (კრისტალური აგებულების არმქონე) მასალას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ცხელ შუშას სწრაფად გავაცივებთ ის არ გამყარდება.

• ენერგიას, რომელიც სჭირდება ერთი შუშის ბოთლის დამზადებას, შეუძლია ამუშაოს კომპიუტერი 30 წუთის განმავლობაში.

• რომ გადავადნოთ მინა, ახალი ნაკეთობის მისაღებად, ეს ჯდება 40 პროცენტით უფრო იაფი, ვიდრე მივიღოთ ახალი მინა საწყისი ნედლეულის გადამუშავების გზით.

• არამტვრევადი შუშა გამოგონებული იქნა შემთხვევით. 1903 წელს ფრანგი ქიმიკოსს ედუარდ ბენედიქტუსს შემთხვევით ხელიდან გაუვარდა კოლბა, რომელშიც ნიტროცელულოზა იყო. შუშა დაიბზარა, მაგრამ არ გატყდა. გაიგო რაა რაშიც იყო საქმე, ბენედიქტუსის მინის სახელოსნომ დააამზადა პირველი თანამედროვე ტიპის საქარე მინა. რითაც შემცირდა ავტომობილების ავარიის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა.

• შუშას ამზადებენ კვარციტის ქვიშისაგან, რომლის შემადგენლობა მასში დაახლოებით 70 პროცენტია. ერთმანეთში არეული ქვიშა, კირქვა, დოლომიტი და შემფერავები ლენტზე მინის ლეწთან ერთად იყრება. ნაზავი ჯერ ბუნკერში გადადის, შემდეგ კი ავტომატური დანადგარის საშუალებით ღუმელში გასადნობად იყრება.

• როგორ აძლევენ მინას ფერს? იმისათვის , რომ მინას მივცეთ სასურველი ფერი მის შემადგენლობაში ამატებენ მეტალის ოქსიდებს, მაგალითად რკინის ოქსიდი მას შესძენს ცისფერ ფერს, ხოლო ურანის ოქსიდი ღია ყვითელს, ნიკელი ყავისფერს.

• იცით როგორ მზადდება ბრონირებული, ტყვიაგაუმტარი მინა? ამისათვის იღებენ რამდენიმე ფენა მინას, რომელთაც ერთმანეთზე აწყობენ და მათ შორის ათავსებენ სპეციალურ პოლიმერულ ფირს, ამის შემდეგ მას აცხელებენ სპეციალურ ღუმელში და ატარებენ დაზგაზე დიდი წნევის ქვეშ.

• რატომ არ იმსხვრევა ავტომობილის საქარე მინა ნაწილებად? ყველაფერი მარტივია, ისევე , როგორც ბრონირებული მინის შემთხვევაში, მასზე აკრავენ სპეციალურ ფირს. ეს დიდად ამცირებს ავარიის შემთხვევაში მინის ნამტვრევებისაგან ტრამვის მიღების რისკს.

• ყველაზე მსხვილი სისქის მინა გამოყენებულია სიდნეის აკვარიუმში. მისი სისქეა 26 სანტიმეტრი, ხოლო ეკრანის ზომებია 7 X 4 მეტრზე. თუმცა უფრო დიდი აკვარიუმებისათვის გამოიყენება პანელენი აკრილისაგან. ყველაზე დიდი აკრილის პანელი, რომელიც შესულია გინესის წიგნში არის დუბაის აკვარიუმში და მისი ზომებია 8 X 32 მეტრზე, სისქე 75 სანტიმეტრი.

• რაც უფრო მყარია მინა, მით უფრო ძლიერია იგი და უკეთესად ეწინააღმდეგება დეფორმაციას. რომ განსაზღვრონ რამდენად მყიფეა მინა, ნიმუშს არტყამენ ჩაქუჩს ან ესვრიან ფოლადის ბურთს.

• 1941 წელს პირველად თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სამ ფანჯარაზე ჩააყენეს ტყვიაგაუმტარი შუშები.

• შუა საუკუნეებში ევროპაში ბევრ დიდებულებს ჰქონდათ გარკვეული ფსიქიკური აშლილობა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ავადმყოფს სწამდა , ის შუშის იყო. ასეთ ხალხს ეშინოდათ იმის , რომ შეიძლება დამსხვრეულიყვნენ. მაგალითად, საფრანგეთის მეფე შარლ VI არავის აძლევდა უფლებას შეხებოდა და იცმევდა სქელ და რბილ ტანსაცმელს, რათა არ “გატეხილიყო”.

• 1291 წელს ყველა ევროპის ყველა მინის საწარმო თავმოყრილი იქნა კუნძულ მურანოზე და გამოცხადდა საიდუმლოდ.

• მინის სითბოგამტარობა იმდენად მცირეა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ მინის მილი ორივე ბოლოთი , რომელიც შუაში გამდნარია და ამის შედეგად სითბოც ვერ იგრძნოთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close