საკითხავისასარგებლოსურათები

ქანდაკებები, რომელიც უნდა ნახოთ

ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქებში არის ბევრი ძველი და თანამედროვე ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ყოველწლიურად იზიდავს მილიონობით ტურისტს. მოდით შევხედოთ მათ, რომლებსაც შევხვდებით სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას.

1. აღდგომის კუნძული, ცნობილია თავისი უზარმაზარი ქვის ქანდაკებებით ან როგორც მათ უწოდებენ მოაი.

2. მსოფლიოში არ არსებობს ბევრი ქრისტიანული ქანდაკება, რომლებიც უფრო პოპულარულია, ვიდრე ქრისტე-მხსნელი რომელიც მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროში.

3. არცერთი ვიზიტი კოპენჰაგენში არ ჩაითვლება სრულყოფილად თუ თქვენ არ ნახავთ «პატარა ქალთევზას». ეს პატარა ქანდაკება შეუკვეთა 1909 წელს კარლ იაკობსენმა, «Carlsberg» ფირმის დამფუძნებლის შვილმა, მას შემდეგ როდესაც უყურა ამავე სახელწოდების ბალეტს.

4. მსოფლიოში არის დამონტაჟებული ასობით ბუდას ქანდაკება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია, ბუდას ქანდაკება ლესანში, ამოქანდაკებულია კლდეში სიჩუანის სამხრეთით, ჩინეთი. მას მთელი საუკუნის განმავლობაში აკეთებდნენ და დაასრულეს 713 წელს. ქანდაკების ავტორები იმედოვნებდნენ, რომ ის დააწყნარებს მდინარეს რომელსაც გადაჰყურებს.

5. ცნობილი სფინქსი აშენებულია დაახლოებით 5000 წლის წინათ. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქანდაკება მსოფლიოში. რატომ და ვისთვის აშენდა ჯერ კიდევ გამოცანაა.

6. დიდებული ქანდაკება მჯდომარე აბრაამ ლინკოლნის გადაჰყურებს სტუმრებს, რომლებიც მოდიან ვაშინგტონში.

7. ქანდაკება ადმირალი ჰორაციო ნელსონი, ის უკვე 150 წელია რაც მდებარეობს ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე.

8. ეს ბუდას ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომელიც მდებარეობს კოტოკ-ინის ტაძარში კამაკურაში, იაპონია. ის შექმნეს 13-ე საუკუნეში, მისი მასა არის 93 ტონა, მაგრამ შიგნით ღრუა, სადაც ტურისტებს შეუძლიათ შესვლა.

9. თუ თქვენ იქნებით ბრიუსელში, აუცილებლად ნახავთ მფსმელ ბიჭუნას. ეს არის ბრიუსელის სიმბოლო ცნობილია როგორც მფსმელი მანეკენი.

10. შივას ყველაზე დიდი ქანდაკება მდებარეობს სანგაში. მისი მშენებლობა დასრულდა რამოდენიმე წლის უკან, ის დამზადებულია სპილენძისგან, ცემენტისგან, ფოლადისგან და თუთიისგან. ის ითვლება ერთ-ერთ პირველ თანამედროვე ღირსშესანიშნაობად ნეპალში.

11. ისევე როგორც მრავალი ქანდაკებები ამ გალერეაში არის გაშიშვლებული გმირი მიქელანჯელო – დავითი – ის უნდა იდგეს გარეთ, მაგრამ იგი ინახება მუზეუმის დამცავ კედლებში 1873 წლიდან. თავდაპირველად ის იყო ფლორენციული რესპუბლიკის პატრიოტული სიმბოლო.

12. ამ ქანდაკებას არაერთხელ უწოდებდნენ ყველაზე უშნო ქანდაკებას მსოფლიოში, მაგრამ მაინც ღირს ნახოთ ეს ქანდაკება როდესაც იქნებით მოსკოვში.

13. ასობით ათასი ადამიანი ყოველდღიურად მოდის, რათა ნახონ “მოაზროვნეს” მრავალჯერადი ვერსია. მისი ორიგინალი მდებარეობს როდენას მუზეუმში, პარიზი.

14. 128 მეტრი სიმაღლის ბუდა, ის ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქანდაკებად. ქანდაკების მშენებლობა დასრულდა 2002 წელს, რომელიც მდებარეობს ბუდისტურ მონასტერში.

15. პარიზის ლუვრში მდებარეობს ცნობილი ვენერა მილოსელი – ძველი ბერძნული ქანდაკება სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის.

16. საჩუქარი აშშ-თვის საფრანგეთისგან – თავისუფლების ქანდაკებას ხელში უჭირავს ანთებული ჩირაღდანი, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკის თავზე 1886 წლიდან. თავდაპირველად ძეგლი იყო ბრინჯაოს ფერის, მაგრამ საბოლოოდ შეიცვალა ფერი.

17. ჩინგისხანის უზარმაზარი ქანდაკება უბრალოდ შეუძლებელია არ შეამჩნიო, იგი მდებარეობს ულან ბატორში, მონღოლეთი. ტურისტებს შეუძლიათ ავიდნენ თავის სიმაღლეზე, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი.

18. რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკება – მარკუს ავრელიუსის ბრინჯაოს ქანდაკება ცხენებზე, რომელიც მრავალი ასეული წელია მდებარეობს კაპიტოლიუმის მოედანზე.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close