გასართობისურათებიუცნაური

ადამიანი თუ თოჯინა?!


შესაძლებელია თუ არა ადამიანი იმდენად ჰგავდეს თოჯინას, რომ ფოტოზე გარჩევაც გაგიჭირდეს? როგორც ჩანს ეს შესაძლებელია, რადგან ასეთი გოგონები არსებობენ (იმედს ვიტოვებ ბიჭებიც). მაგალითებს კი პოსტში იხილავთ

ამ გოგონას დაკოტა ქვია და 16 წლისაა. ბევრს ვერც წარმოუდგენია, რომ დაკოტა რეალური პიროვნებაა და თოჯინა ჰგონიათ სანამ ვიდეოებს არ ნახავენ.
გოგონას შესახებ ბევრი არაფერი არაა ცნობილი, აზიურ საიტებზე მისი ფოტოები პოპულარობით სარგებლობს, რამდენიმე გადაცემაშიც აჩვენეს.
ის ბლოგერია და პირადი ბლოგიც აქვს, შეგიძლიათ ესტუმროთ: http://kotakoti.com/
დაკოტას ჩაცმის უცნაური სტილიც აქვს, თოჯინასავით გამოწყობილი დადის და ამბობს, რომ ეს მისი ბუნებრივი სტილია, სახლშიც ასე იცვამს და არ ადარდებს თუ ეს ვინმეს სასაცილოდ ეჩვენება. სახეზე მართლაც ლამაზი და საყვარელია, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ტანზე თუკი მოკლე და საშინლად გაღუნულ ფეხებს თუ დავაკვირდებით..

 

 

ვენუს პალერმო

ვენუსი 15 წლის ლონდონელი გოგონაა, რომლის ვიდეოებმაც იუთუბზე დიდი აურზაური გამოიწვია. თურმე ბევრ გოგოს სურს თოჯინასავით გამოიყურებოდეს. ვენუსმა კი გადაწყვიტა გაკვეთილები ჩაეწერა ფანებისთვის და დეტალურად ესწავლებინა, თუ როგორ გავხდეთ ცოცხალი თოჯინები. ვანუსი ვიდეოებში მაკიაჟის გაკეთების თავისებურ ტექნიკას გვიჩვენებს. პალერმო უკვე 2 წელია თოჯინასავით იცვამს, ამბობს რო ასეთი სტილი იაპონური ანიმეების შთაგონებით აითვისა. ის იაპონელი არაა, თუმცა რაღაც პერიოდი იქ ცხოვრობდა. ვენუსს ხმაც უცნაური აქვს, ცოცხალი ადამიანისას არ ჰგავს, თუმცა თავად ამბობს, რომ ეს მისი ბუნებრივი ხმაა

ლილი კოული

უნდა ვაღიაროთ,რომ ლილის საკმაოდ უცნაური სახის მოყვანილობა აქვს, შეიძლება ითქვას არასტანდარტულიც. სახეს განსაკუთრებულ ეშხს კი მისი ულამაზესი ფერის თმა და ჭორფლები სძენს. ლილი 1988 წლის 19 მაისს დაიბადა და 2 დასთან ერთად იზრდებოდა. მამამ ადრევე მიატოვა ოჯახი და ბავშვების გაზრდამდე ისინი არ გახსენებია. ლილი 14 წლის იყო,როცა აღმოაჩინეს და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო, გამოჩნდა ვოგს გარეკანზეც და ფრანგული პლეიბოიც დაამშვენა მისმა თამამმა ფოტოებმა. კოულს რამდენიმე ფილმშიც აქვს მიღებული მონაწილეობა და წინ ალბათ კიდევ ბევრი ელის : )

ვალერია ლუკიანოვა

ამ პოსტს ისე ვერ დავწერდი, ერთი რუსი გოგო რომ არ გამომერია : ) ვალერია 21 წლისაა, არარეალურად წვრილი და გამოყვანილი წელი, დიდი, ანიმეს სტილში თვალების გამო ნამდვილ თოჯინას ჰგავს. ის ამტკიცებს, რომ მხოლოდ მკერდის ოპერაცია აქვს გაკეთებული. თუმცა ასეთ განცხადებებს ვალერიას მხრიდან საზოგადოება მშვიდად არ შეხვედრია. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები,სადაც გოგონას წარსულია ასახული. კარგად ჩანს მისი ძველი სახე თუ ტანის ფორმები. როგორც ჩანს ვალერიას საკმაოდ დიდი ფული ჩაუყრია ახალი გარეგნობის მისაღებად : )

ცოცხალი ბარბი


შემდეგი გოგონაც რუსეთიდანაა, კონკრეტულად მოსკოვიდან. ის სოციალურ ქსელებში ბარბი-გოგონას სახელითაა ცნობილი. გარეგნობა ნამდვილად შესაბამისი აქვს. როგორც ამბობს ბავშვობიდანვე უნდოდა ბარბის მსგავსი გამხდარიყო და ამ მიზნის მიღწევით ბოლო რამდენიმე წელი გახლდათ დაკავებული. საწადელს მიაღწია,თუმცა რა თქმა უნდა რამდენიმე ოპერაციის დახმარებით.

…………………………………………………………………………………………………………………..

 

 

მსგავსი ამბები

Close
Close