საკითხავისასარგებლოუცნაური

შავი სიკვდილი


  ე.წ. “შავმა სიკვდილმა” რამდენიმე წელიწადში ევროპის მეოთხედი გაანადგურა. იმ დროისათვის ყველა დარწმუნებული იყო, რომ დგება სამყაროს დასასრული.

 

“ შავი სიკვდილის “ : დღეისათვის ცნობილია,  როგორც შავი ჭირი. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება, მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლული, ე.წ. “ბუბონები”. “ბუბონი” ჩნდებოდა იღლიის, კისრის და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა .

 

 

შუა საუკუნეების ევროპა სავსე იყო ინფიცირებული შავი ვირთხებით, რომლებსაც სწრაფად გადაჰქონდათ მიკრობების მატარებელი რწყილები ჯერ ჯანმრთელ ვირთხებზე, ხოლო შემდეგ – ადამიანებზეც.

        

 

შავი ჭირი ევროპაში 

  შავი ჭირის პირველი შემთხვევა ევროპაში 1347 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. 12 იტალიური გემი შავ ზღვაში მოგზაურობიდან ბრუნდებოდა და სიცილიის პორტ მესინაში შემოვიდა. თორმეტივე გემის ეკიპაჟი და მგზავრები გემბანზევე დაიხოცნენ. თითოეულ გემზე თითქმის იმდენივე ვირთხა იყო, რამდენიც მგზავრი. შავი ვირთხა დაავადებების ყველაზე სწრაფი გადამტანია. შავი ჭირის მიკრობი ვირთხას რწყილის საშვალებით გადაეცემოდა. თითქმის ყოველი გაჩერებისას გემბანს ემატებოდნენ ახალი ვირთხები ახალი მიკრობებით. ჭირი ინფიცირებულ ვირთხას კლავდა. დახოცილი ვირთხის რწყილები ახლა უკვე ადამიანებზე გადადიოდნენ და აგრძელებდნენ მათ დაინფიცირებას. როდესაც გემები მესინას პორტს მოადგნენ, ის ვირთხები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ნაპირზე გადავიდნენ და თან გაიყოლეს ინფექციის გადამტანი რწყილები. ევროპული პორტების ტალახი და სიბინძურე ხელს უწყობდა ვირთხებისა და რწყილების გამრავლებას. სიბინძურე ამრავლებდა ვირთხებს, ხოლო ვირთხები – რწყილებს. როდესაც ინფიცირებული ვირთხები დაიხოცნენ, რწყილები ახლა უკვე მესინას მოსახლეობას შეესივნენ. ამგვარად “შავი სიკვდილის” გავრცელებისა და მილიონობით ადამიანის განადგურების მიზეზი გახდა ჩვეულებრივი ვირთხა, რომელიც ინფიცირებული რწყილის მატარებელი აღმოჩნდა.

 

“შავი სიკვდილის“ გავრცელების არეალი 

შავი ჭირი ევროპაში აზიიდან გავრცელდა. პირველად მან სიცილიაში იჩინა თავი, ხოლო შემდეგ გავრცელდა ჩრდილოეთით. რუსეთი, სკანდინავია და შოტლანდია იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან, სადაც ეპიდემია ყველაზე გვიან გავრცელდა.

 

 

როგორც ცნობილია, ცენტრალურ აზიაში ჭირი 1330 წელს გაჩნდა. აქედან გავრცელდა აღმოსავლეთით – ჩინეთსა და ინდოეთში და დასავლეთით – აფრიკაში, რის შემდეგაც ევროპას მიუახლოვდა. ზოგიერთი რეგიონი, მათ შორის სკანდინავია მთლიანად განადგურდა. მოისპო ნორვეგიელთა დასახლებები გრელანდიაში. ავადმყოფობას ეწირებოდა ყველა – ღარიბიც და მდიდარიც, ახალგაზრდაც და მოხუციც. ხშირი სიკვდილიანობა შეიმჩნეოდა მღვდელთმსახურებს შორის, რადგან ისინი დიდ დროს ატარებდნენ ავადმყოფებთან. იყო ისეთი რეგიონებიც, რომლებმაც ადვილად დააღწიეს თავი ეპიდემიას, მაგალითად მილანის შემოგარენი იტალიაში. სანამ ეპიდემიის რეალური გამომწვევი მიზეზები უცნობი იყო, კაცობრიობა უძლული აღმოჩნდა მის წინაშე. ექიმებმა უამრავი წამლის სახეობა გამოცადეს. ერთ-ერთი შედგებოდა 10-წლიანი ბადაგის, წვრილად დაჭრილი გველების, ღვინისა და დამატებითი 60 ინგრედიენტისაგან, მაგრამ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა გაუმართლებელი იყო. მოსახლეობის უმრავლესობა ხსნას რელიგიაში ეძებდა. ისინი დარწმინებულები იყვნენ, რომ ეპიდემიით ღმერთი ცოდვილ სამყაროს სჯიდა. სხვა მორწმუნეები ე.წ. ფლაგელანტები ატარებდნენ პროცესიებს, რომლის დროსაც სახალხოდ იტანჯავდნენ თავს წკეპლებითა და მათრახებით. ზოგი გაქცევით შველოდა თავს, ზოგი – თითმკვლელობით, ზოგიც მოახლოვებული სიკვდილის მოლოდინში გართობას არ იკლებდა. ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ასპექტი ამ დაავადებისა იყო არაპროგნოზირებადი ხასიათი. თუ ერთ ქალაქში ჭირი მოსახლეობის მხოლოდ ერთ მეათედს იწირავდა, მეორე ქალაქი ნახევრად ნადგურდებოდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ იმ პერიოდისათვის ერთდროულად შავი ჭირის სამი სხვადასხვა ტიპი მძვინვარებდა. ყველაზე გავრცელებული იყო ე.წ. პნევმონიური ჭირი. ავადმყოფები ხველებისა და დაცემინების გზით მიკრობებს ავრცელებდნენ ჰაერში, რაც საფრთხეში აგდებდა გარშემომყოფთ. ამგვარად, პნევმონიური ჭირი ადვილად ვრცელდებოდა და უსწრაფეს სიკვდილს იწვევდა. ჭირის მესამე ტიპს მიეკუთვნებოდნენ ის ავადმყოფები, რომელთა შემთხვევაში რწყილის ნაკბენის შემდეგ ჭირის მიკრობები პირდაპირ სისხლში გადადიოდა. ასეთი გზით ინფიცირებული ავადმყოფი რამოდენიმე საათში კვდებოდა. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი იძინებდა თითქოსდა ჯანმრთელი, დილით კი აღარ იღვიძებდა. ჭირის მა ტიპს სეფსისური ეწოდებოდა.

 

                         ჭირით ინფიცირებულ პაციენტთან

                          ვიზიტამდე ექიმი იცვამდა სპეციალურ

                         დამცავ ტანისამოსს, რომელიც ითვალის-

                          წინებდა გრძელ მომსასხამს, ქუდს, ხელ-

                          თათმანს, ნიღაბსა და დამცავ სათვალეს.

 

 

 

შავი ჭირი ბრუნდება

1351 წლისათვის “შავი სიკვდილის: ეპიდემია დასრულდა. შუა საუკუნეების ისტროიული წყაროების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ამოწყდა. ბევრი თანამედროვე მკვლევარი ამ რიცხვს ეთანხმება. რაც შეეხება ევროპას, მისი მოსახლეობის მეოთხედი მაინც ამოწყდა.  “შავი სიკვდილის” პერიოდი დასრულდა, მაგრამ დაავადება მაინც არსებობდა. იგი რეგულარულად იჩენდა თავს VX საუკუნის ბოლომდე.ყველაზე საგულისხმოა 1361 წლისა და 1369 წლის ეპიდემიები. ამის შემდეგ ეპიდემიათა შორის პერიოდები მეტად ხანგრძლივი იყო. ისტორიულად, შავი ჭირის ბოლო დიდი აფეთქება დაფიქსირდა ინგლისში 1665 წელს. მან 10000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შავი ჭჳრი დღესაც არსებობს. XIX საუკუნს ბოლოს იგი განმეორდა აზიაში, სადაც მხოლოდ ინდოეთში ექვსი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. 1995 წელს ინდოეთში ისევ დაფიქსირდა შავი ჭირის შემთხვევები.

 

 

                   


 შავი ჭირის მიკრობის მატარებელია რწყილი. მიკრობი, იგივე ბაქტერია  Yersina Pestis ცხოვრობს და  მრავლდება რწყილის მუცლის ღრუში. როდესაც რწყილი კბენს თავის მსხვერპლს, ბაქტერია მას გადაეცემა სისხლით.

 

 

ე.წ. “შავმა სიკვდილმა” რამდენიმე წელიწადში ევროპის მეოთხედი გაანადგურა. იმ დროისათვის ყველა დარწმუნებული იყო, რომ დგება სამყაროს დასასრული.

 

წყარო: ჟურნალი შემეცნების სამყარო

park parku

dfserwerew

მსგავსი ამბები

Close
Close