გასართობისაკითხავისასარგებლოუცნაური

საიდუმლო კოდები

საინტერესო ფაქტები საიდუმლო კოდებზე.

საიდუმლო კოდები – უბრალო კოდები :

მკითხველო ! წესით თქვენ ჯაშუში არ უნდა იყოთ , მაგრამ გამოიყენებთ სხვადასხვა და პატარ-პატარა კოდებს , სიმბოლებს და შეტყობინებებს დაფარული ინფორმაციით .. არ არის ასე ? მაგალითად ავიყოთ ნიშანი Stop !

წითელი ფერი აღნიშნავს საშიშროებას , მაგრამ ჩინეთში წითელი ფერი გართობას აღნიშნავს .. ეს სიმბოლო მოსაზრებული არაა როგორც საიდუმლო კოდი . რამდენიმე ასეთი სიმბოლო არის მოკლე ან უფრო ჩქარი გზა , მათი აზრის ახსნისა .. Stop ! სიმბოლოს ნამდვილი მნიშვნელობაა : ”გთხოვთ შეჩერდეთ ერთი წუთით და მიიხედოთ ირგვლივ . დარწმუნებული ბრძანდებით რომ თქვენს ახლოს არ დადის ისეთი მანქანა ან ადამიანი რომელსაც ინციდენტის გამოწვევა შეუძლია ?” ალბათ დიდ დროს წაიღებს ყველა მოსახვევში ამხელა ტექსტის წაკითხვა .

როცა ამ ტექსტს კითხულობ , ალბათ ხვდები რომ ბევრ უცხოურ ენაში ვერ პოულობ ისეთ სიტყვას რომელიც Stop ! – ს შეცვლის . ამ შემთხვევაში ის ენა , შენთვის კოდს წარმოადგენს . შენც შეგიძლია გამოიყენო ის ენა ან ახალი ენა შექმნა , რომელსაც მხოლოდ შენ გაიგებ . ეს კი პატარა გამოკითხვაა . ეს კითხვა დაუსვეს მთელ მსოფლიოში თინეიჯერებს და მათმა უმეტესობამ ვერ გამოიცნო თუ რას ნიშნავს ეს : ” GR8 2 C U “ . რა თქმა უნდა ესეთი ტექსტები ტექსტურ შეტყობინებებში (ჩვენ ენაზე მესიჯებში) გვხვდება ..

  • პერსონალური კოდები

მხოლოდ შენი ახლო მეგობრები მიხვდებიან შენს პერსონალურ კოდებს , მაგალითად გამოიცნონ შენი ხასიათი შენი ჩაცმულობის მიხედვით .. ავიღოთ ჩვეულებრივი მაისური და ჯინსი . რაზე მეტყველებენ ისინი ? როცა მაისური და ჯინსი გაცვია , ეს შეიძლება იყოს დასვენების კოდი , ანუ სხვებს ეუბნები რომ შენ არ ხარ დაღლილი . უნიფორმების ძირითადი დანიშნულება ადამიანის საქმიანობის ან სასწავლო დანიშნულების შესახებ . ჯარისკაცის უნიფორმა თავისი დიზაინით ბევრ ინფორმაციას გვაძლევს მის შესაძლებლობებსა და პოზიციაზე .

ძირითადად შეცდომა ჩაცმულობაში არაფერს ნიშნავს , მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება საშიშიც იყოს . რამდენიმე წლის წინ , ლოს – ანჯელესში , ბანდის წევრებმა ადამიანი მოკლეს . მაშინ ქალაქში სხვადასხვა ბადები იყოფდნენ ტერიტორიებს და მათ ტერიტორიაზე თავიანთ ნიშნებს ხატავდნენ . ეს ნიშნები ერთგვარი კოდები იყო მათი ბანდისთვის . ერთერთი ბანდის ნიშანი მხოლოდ წითელი ფერი იყო . იმ ახალგაზრდასაც წითელი ჟაკეტი ეცვა და ბანდის წევრებს ის მეორე ბანდის წევრი ეგონათ რომელმაც მათ ტერიტორიაზე გამოიარა .. ამიტომ ის ახალგაზრდა მოკლეს .

  • ფული

გინდა ყველაზე საჭირო კოდი ნახო ? მაშინ შენს საფულეში ჩაიხედე . ამ კოდებს ყოველდღე გამოიყენებენ ბანკის კარტებზე და ქაღალდის ფულებზე . ასევე საიდუმლო კოდები თითქმის ყველაფერზეა რასაც კი ყიდულობ ბარკოდის სახით (შტრიხ – კოდი) . ბარკოდებს კომპუტერით კითხულობენ . ის იძლევა ინფორმაციას ამ პროდუქტზე , მის ფასზე , სახელზე და ა.შ. ორ მაღაზიას შეუძლია ერთნაირ პროდუქტზე ერთნაირი ბარკოდის გამოყენება , მაგრამ ამ დროს ფასში განსხვავება აუცილებელია .

სანამ კომპიუტერებს გამოიგონებდნენ , იყო სხვადასხვა ხერხები პროდუქტის ფასის დაფარვისა . ერთი ასეთია ათ ასოიანი სიტყვის აღება , და თითო ასოსთვის თითო ციფრის აღნიშვნა . მაგალითად ავიღოთ ტელევიზორი და მის თითო ასოს შევუსაბამოთ თითო ციფრი :

  • ტ – 0
  • ე – 1
  • ლ – 2
  • ე – 3
  • ვ – 4
  • ი – 5
  • ზ – 6
  • ო – 7
  • რ – 8
  • ი – 9

მაგალითად რაიმე პროდუქტის ფასია 24.19 $ . მაშინ კოდი იქნებოდა : ლვ.ეი . (ორიგინალში წერია ინგლისური სიტყვა Background)

  • ჩვეულებრივი ციფრები

წინა კოდისმაგვარი კოდები არსებობდა ადრე მეოცე საუკუნეში .. ერთერთი ასეთია კოდი , რომელშიც გამოყენებულია ანბანი . ანბანის თითო ასო , სხვა ასოს შეესაბამება . მაგალითად ავიღოთ კოდი რომელშიც ასო “ა” შეესაბამება ასო “ჰ”-ს (ანბანის პირველი ასო შეესაბამება ბოლო ასოს , მეორე – ბოლოდან მეორეს და ა.შ.) . ამ შემთხვევაში წინადადება “რამე საიდუმლო გაქვს ?” დაიწერებოდა ასე : “რჰქწ ჟჰშჭოქღუ ხჰმძჟ ?” (ქართულ ანბანში 33 ასოა , ასე რომ ასო”რ” ამ კოდშიც “რ” გამოდის , ხოლო ინგლისურ ანბანში 26 ასოა , ასე რომ მასში ასოს დამთხვევა შეუძლებელია) . მაგრამ ამ კოდის მინუსი ისაა რომ ორ სიტყვიანი ასოების მაგ: და ; ან ; თუ და ა.შ. გამოცნობა სხვებისთვის არ იქნება ძალიან ძნელი . ამისთვის შეგვიძლია დავწეროთ წინადადება სიტყვებს შორის ადგილის გამოტოვების გარეშე – “რჰქწჟჰშჭოქღუხჰმძჟ ?” ..

მეორე ხერხი არის ასოების მაგივრად რიცხვების დაწერა – ა – 1 ; ბ – 2 ; გ – 3 და ა.შ. ამ შემთხვევაში წინადადება ასეთი გამოგვივა : “171125 1819420121114 3122618″ .

არსებობს კიდევ ასეთი ხერხი :

ანუ წინადადებას ვწერთ ოთხკუთხედში , ხოლო გამოტივებულ ადგილებს ვაფერადებთ , ვშტრიხავთ და ა.შ.

პირველი ნაწილის დასასრული .. იმედია მოგეწონათ

გაგრძელება იქნება ..

წყარო : ჩემი ბლოგი 

LuKa Floyd | Create your badge

Luka Floyd’s Blog

Promote your Page too

თეგები

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Close
Close