საკითხავისასარგებლოუცნაური

ყველაზე პატარა ღამურა დედამიწაზე


დედამიწაზე ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისცხვირა ღამურაა.ის ძალიან იშვიათი ჯიშია და 1973 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს.

ამ ჯიშის აღმომჩენი ტაიტელი ბიოლოგი კიტი ტინგლონგია.მოზრდილი ცხოველის წონა 2 გრამია.სიგრძე 2.9-3.3 სანტიმეტრი (ცოტა დაუჯერებელია მაგრამ მართლაც რომ ასეა).შეფერილობა მოწითალო აქვს თავი კი დიდი.მხოლოდ თავი ტანის 1/3_ს შეადგენს.პატარა ღამურას 28 კბილი აქვს.ფრთები კი სხეულთან შედარებით საკმაოდ დიდი.სხვა ღამურებისგან განსხვავებით თავის ტვინი საკმაოდ განვითარებულია.

ეს ჯიში მხოლოდ ტაილანდის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბინადრობს კერძოდ პროვინცია “კანჩანაბურში”.მათი ცხოვრების სტილი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.როგორც ყველა ღამურა ისინიც ცხოვრობენ გამოქვაბულებში, სანადიროდ დაბინდებისას გადიან და მხოლოდ მწერებით იკვებებიან,განსხვავება ისაა რომ მწერებიდან მხოლოდ რამოდენიმე სახეობას მიირთმევენ.უხეშად რომ ვთქვათ მათი მენიუს ძირითად შემადგენელ ნაწილს ობობები წარმოადგენენ.

მათი საცხოვრებელი არეალი წარმოადგენს ადგილს, სადაც 1950 წელს გაჩეხეს ტყე და გააშენეს ისეთი ხის პლანტაციები რომელზეც უამრავი მწერი ბინადრობს.სწორედ ეს მწერები წარმოადგენენ მათ საკვებს.მათი გამრავლების შესახებ ცნობები არ არსებობს თუმცა კი ის ცნობილია რომ მდედრი მხოლოდ ერთ ნაშიერს შობს წელიწადში.რაოდენობითაც მცირერიცხოვნობით გამოირჩევიან.1983 წლის მონაცემებით მხოლოდ 160 ეგზემპლიარი იყო აღმოჩენილი.დღესდღეობით კი მათი რაოდენობა 5000-მდეა.ღორისცხვირა ღამურა მსოფლიოს 10 ყველაზე იშვიათ ჯიშებშია მოხვედრილი და წითელ წიგნშიც შეიყვანეს.

სამწუხაროდ ამ სახეობის ფოტო მასალა არ/ვერ მოვიძიე (თუ ვინმე სადმე ნახავთ დალინკეთ კომენტარებში)

თეგები
Close
Close