მისტიკასაკითხავიუცნაური

მითიური ურჩხულები : ბოგიმენი, ფენრირი.

 

ადამიანისთვის დამახასიათებელი შიშის გრძნობა ყოველთვის იყო ურჩხულების შესახებ სხვადასხვა ამბის წყარო. ზოგი ურჩხული ლიტერატურასა და მითებში დაიბადა , მაგალითად სფინქსი და ბასილისკო. ძველი ხალხებისთვის ურჩხულები უბრალო ფანტაზია კი არა , რეალობა იყო.ბევრი უძველესი ურჩხული ხალხს მრავალი საუკუნის შემდეგ, დღესაც აშინებს. ამ პოსტში ჩამოთვლილი ურჩხულები მოგონილი არსებებია , მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში უამრავი მოწმე არსებობს , რომლებიც აცხადებენ რომ ურჩხულები საკუთარი თვალით ნახეს. ამ პოსტში რამდენიმე ასეთ არსებაზე მოგიყვებით…

დავიწყოთ ბოგიმენით . როგორც კი ღამით საძინებელში სინათლე ქრება , უცნაური ჩრდილებითა და არაბუნებრივი ბგერებით სავსე ოთახი ბოგიმენის სამეფო ხდება. ჩრდილოეთ ამერიკაში ეს ყველაზე გავრცელებული და საშიში ურჩული ძილის დროს მოდის. მშობლები ხშირად მისი მოსვლით აშინებენ ბავშვებს. ბოგიმენს აქვს მეჭეჭებით და წყლულებით დაფარული კანი , რომელიც ადამიანზე გადადის , ამიტომ არსებობს თეორია რომ თუ ტანზე მეჭეჭი გაგიჩნდათ , შეიძლება, ბოგიმენი იყო თქვენთან სტურად. დიდი თვალებით ის კარგად ხედავს სიბნელეში , უზარმაზარი ცხვირი ეხმარება ბავშვების სუნით მოსაძებნად , ხოლო ფრჩხილებით ადვილად ფხრეწს გადასაფარებელსა და საბნებს.

ბიჭუნა ლოგინში შიშით ვერც კი ინძრევა , რადგან ხედავს , როგორ აღწევს მთვარის შუქი ფანჯრებზე ჩამოფარებულ ფარდებში და მის საბანზე საშინელი ჩრდილებს აფენს. უფროს ძმას არაერთხელ უთქვამს, თუ ცუდად მოიქცევი, ბოგიმენი მოვა და წაგიყვანსო , ბიჭუნას ახსენდება , როგორ გამოეწყო მისი ძმა ჰელოუნის დღესასწაულის დროს , და ახლა საშიშ სტუმარს ელოდება. უეცრად კარის ჭრილიდან შემოღწეულ სინათლეში ამჩნევს, როგორ იღებს ერთ-ერთი ჩრდილი კონკრეტულ ფორმას. კარი მთლიანად იღება და იქიდან გამოსული კაშკაშა სინათლის ფონზე გიგანტური სილუეტი ჩნდება. ბიჭუნა დარწმუნებულია, რომ ძმა ეთამაშება, ამიტომ საბანს იხდის, ლოგინზე დგება და უყვირის: ’’გეყოფა! არ მეცინება!’’ მაგრამ სილუეტი უფრო და უფრო ახლოვდება. როცა ბოლოს საწოლზე მთელი ტანიც გადმოიხრება, ბიჭუნა ხვდება , რომ ეს მისი ძმა სულად არ არის…

ბოგიმენი ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდება, სადაც თითოეულ ქალაქსა თუ რეგიონს ამ საშინელი არსების შესახებ საკუთარი ლეგენდები აქვს. ბოგიმენის შესახებ ლეგენდებს ყვებიან დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ’’ბოგი’’ ხშირი სტუმარია.

ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ბოგიმენს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. მაგალითად, ’’აჩრდილი’’, ’’ჩონჩხისთავა რექსი’’ და ’’კაუჭა’’ . ბოგიმენის მსგავს ურჩხულად შეიძლება ჩავთვალოთ ქართული ’’ბუა’’ რომლითაც , ბოგიმენის სხავსად, ბავშვებს აშინებენ.

 

 


შემდეგი მონსტრი რომელზეც ვისაუბრებთ ფენრირია. სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი არსება, უზარმაზარი მგელი ფენრირი (ფენრისი) ისეთი ძლიერი იყო , რომ ვერანაირი ჯაჭვით ვერ აბამდნენ. ის გაიძვერა ღმერთი ლოკისა და მახინჯი გიგანტი ქალის სამი შვილიდან ერთ-ერთი იყო. ფენრირი ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ მისი თვით ძლევამოსილ ღმერთებსაც კი ეშინოდათ. მათ რკინის ორი უძიმესი ჯაჭვი გამოჭედეს და ორჯერ დააბეს ფენრირი , რათა მისი ძალა შეემოწმებინათ. ფენრირმა ორივეჯერ იოლად გაწყვიტა ჯაჭვები. ბოლოს ის ჯადოსნური ლენტით, გლეპნირით დააბეს. სკანდინავიური მითის თანახმად, ფენრირი რაგნაროკის , სამყაროს დასასრულის დღის დადგომისას გათავისუფლდება და მზესა და ოდინს , სკანდინავიური ღმერთების მეფეს , გადაყლაპავს.

ლაედინის მიერ გამოჭედილი ჯაჭვით დაბმულმა ფენრირმა აიწყვიტა და იდგარდის პატარა სოფელს ესხმის თავს. გიგანტი სახლებს სათამაშოებივით ამსხვრევს. შეშინებული ხალხი სახლებიდან თავქუდმოგლეჯილი გარბის, მაგრამ სოფლელების უმეტესობა გამძვინვარებულ ურჩულს ვერსად ემალება და მისი ბასრი კბილების მსხვერპლი დგება.

ფენრირი ვიკინგების მითოლოგიაში გაჩნდა , ხალხისა, რომელიც დაახლოებით 2000 წლის წინ შვედეთში , ნორვეგიასა და დანიაში ცხოვრობდა. მოგვიანებით ვიკინგებმა ისლანდიაც დაიპყრეს. ტერიტორიას, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ ზოგჯერ სკანდინავიას უწოდებენ. გლეპნირი, ჯადოსნური ლენტი , რომლითაც ფენრირია დაბმული , კატის ნაბიჯების ხმის , მთის ფესვების , ქალის წვერის, თევზის სუნთქვისა და ფრინველის ფურთხისგან შეიქმნა. ამიტომ აღარ გააჩნიათ ჩამოთვლილ არსებებს ეს ნიშან–თვისებები.

წყარო: წიგნი “მითიური ურჩხულები”

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close