საკითხავისურათები

სუიციდი…


..ანუ თვითმკვლელობა — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა….თუმცაღა ზოგადად შევეხები მის მნიშვნელობას, აი თუ რას მიჰყავს კონკრეტული პიროვნება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ამის განსჯა თქვენთვის მომინდია…

დეპრესია? სირცხვილი? დანაშაულის განცდა? გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი? ემოციური გადატვირთვა? აღელვება? ფინანსური პრობლემები?

მაშ ასე კონკრეტული მაგალითები:რომლის ამოხსნა, გამართლება, გააზრება ან განსჯა მე პირადად გამიჭირდა…

ცნობილმა რეპერმა, რომელსაც საკმაოდ ბევრი ფანი ყავს, და ასევე აქვს ბევრზე კარგი ცხოვრება, სცადა თვითმკვლელობა ტაილენოლის საშუალებით ( ჩრდილო ამერიკული ნარკოტიკული საშუალება რომელიც იწვევს სიცივეს, ხველებას, გაციებას, ალერგიას ) … და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ როდესაც ემინემს თავისმა ყოფილმა (Kim-მა) აუკრძალა შვილის ნახვა…

თურმე მხოლოდ ღარიბები არ ცდილობენ თავის მოკვლას…

Clark Gable ფილმიდან Gone With The Wind…კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი რომელმაც სცადა თვითმკვლელობა მოტოციკლის სწრაფად წაყვანით, მიზეზი იყო მისი ცოლის Carol Lombard-ის გარდაცვალება, რის შემდეგაც კლარკს ეგონა, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა..გადარჩენის შემდეგ მან კვლავ მოიყვანა ცოლი…

ესე ადვილად ქრება გრძნობები რომლის გამოც თავის გაწირვაც გვიფიქრია? ….

1963 წლის 11 ივნისი..დღე როდესაც Thich Quang Duc-მა თავი გასწირა ბუდისტური რელიგიისათვის..კერძოდ კი მან პროტესტი გამოუთქვა Ngo Dinh Diem-ის მმართველობას, რომელიც ავიწროვებდა ბუდისტებს ვიეტნამში..ამ ადამიანზე არის მხოლოდ ერთი ფოტო, რომელიც ვიეტნამის ომის სურათების გადასაღებად ჩასულმა ფოტოგრაფმა გადაიღო.. როგორც ხალხი ამბობს Thich-მა ბენზინი გადაისხა და შემდეგ ასანთს მოუკიდა..რამოდენიმე წუთი იწვოდა მისი სხეული მას კი ხმაც არ ამოღია..

დაუჯერებელია მართლაც.. რამდენის ატანა შეუძლია ადამიანს…

Ernest Hemingway-ა ცნობილი მწერალი, რომელმაც ასევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე..ალბათ ყველას გაგიგიათ მისი ნობელის პრემიით დაჯილდოვების შესახებ (1954) მაგრამ მინდა ისიც გითხრათ, რომ ეს ადამიანი განსაკუთრებულ სიყვარულს განიცდიდა “ბოთლის” მიმართ, რამაც გამოიწვია მისი ალკოჰოლიკობა, ეს გახდა მიზეზი მისი ჯანმრთელობის გაუარესების რის გამოც მან სცადა თვითმკვლელობა რომელსაც იგი გადაურჩა და 2 დღეში საავადმყოფოდან გამოწერეს.. ამის შემდეგ მან აიღო თავისი იარაღი, გადატენა, პირში ჩაიდო და გაისროლა .. ამ მოვლენას თან მოჰყვა მისი 4 ოჯახის წევრის სიკვდილი, რომლებიც იყვნენ: მამა, და-ძმა და შვილიშვილი…

ამ შემთხვევის მიზეზი?…შესაძლებელია დღეს მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღო მაშინაც კი როცა იცი, რომ ამ შენი გადაწყვეტილებით უკვე ვერაფრით დაეხმარები??…

Kurt (donald) Cobain-ი. ეს ადამიანი ჯგუფ Nirvana-ს წევრი იყო რომელიც დაიბადა 1967 წლის 20 თებერვალს. გაგიკვირდებათ რატომ მოიკლა თავი მომღერალმა რომლისს 25 მილიონი ალბომი გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხოლო 50 მთელს მსოფლიოში.. ამ ყველაფრის მიზეზი გახდა ნარკოტიკი.. Kurt-ი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა რასაც დაემატა დეპრესია (ოჯახური პრობლემების გამო) და მან აიღო რევოლვერი და თავი მოიკლა, ეს ყველაფერი მოხდა 1994 წლის 5 აპრილს, მისი სხეული კი 8 აპრილს იპოვეს 3 დღის შემდეგ…

არის კი ეს გამოსავალი?…

Robert Enke , გერმანიის მეკარე, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის 1 ნომერი მაისურის მფლობელ კანდიდატებში იმყოფებოდა, მაგრამ ამ ადამიანმა ფეხბურთელის კარიერას სხვა რაღაც ამჯობინა. მან 32 წლის ასაკში გადაწყვიტა თვითმკვლელობა, იგი მომავალ მატარებელს ჩაუწვა ლიანდაგებში… პოლიციამ იპოვა მისი suicide note მაგრამ გაზეთებსა და ინტერნეტს არ გამოაქვეყნებინა. მისმა ცოლმა განაცხადა რომ Robert-ი იყო დეპრესიული ადამიანი, რომელსაც ყავდა პირადი ფსიქიატრი. Robert Enke გარდაიცვალა 2009 წლის 10 ნოემბერს, მას მსოფლიო იცნობს როგორც 8 საერთაშორისო თასის მფლობელს…

…..


Ruslana Korshunova , ის წარმოშობით კაზახია, მაგრამ მას რუსი წინაპრები ჰყავს რაც მის გარეგნობაზეა ასახული. ეს ადამიანი იყო მოდელი და იგი მუშაობდა ისეთ დიზაინერებთან როგორებიც არიან : Vera Wang და Nina Ricci. მეგობრები ახასიათებდნენ მხიარულ ადამიანად, რომელსაც არ ჰქონია დეპრესია, მაგრამ რუსლანამ ღამის 3 საათზე ჩაიდინა თვითმკვლელობა. იგი მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად უყურებდა ფილმს და უცებ გავიდა აივანზე, (რომელიც მდებარეობდა 9 სართულზე, მანჰეტენში) ჩამოჯდა და გარკვეული დროის შემდეგ წარმოთქვა სიტყვები : ” Death is a celebration of life…there is hope” ცოტა ხნის შემდეგ კი – “I’m so lost. Will I ever find myself?”. ამ ყველაფრის შემდეგ იგი გადახტა…

George Henry Sanders-ი იყო მსახიობი, მან ითამაშა ფილმში All About Eve სადაც მთავარ როლს ასრულებდა ყველასათვის ცნობილი მერლინ მონრო და ასევე ითამაშა Jack Favell-ის როლი ფილმ Rebecca-ში. მაგრამ 65 წლის ასაკში წარმატებულმა მსახიობმა მოიკლა თავი და დატოვა Suicide Note, სადაც ეწერა : ” Dear World, I am leaving you because I am bored. I feel I have lived long enough. I am leaving you with your worries in this sweet cesspool – good luck.”

Samantha Kuberski იყო 6 წლის გოგონა, რომელმაც Oregon-ის ისტორიაში წვლილი შეიტანა თავისი თვითმკვლელობით. იგი იყო ყველაზე პატარა ადამიანი, რომელიც დაემშვიდობა სიცოცხლეს. 1 კლასში მყოფი გოგონა საკმაოდ ნიჭიერი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა მასწავლებლებზე. ერთ დღეს დედასთან ჩხუბის შემდეგ სამანდა შევიდა ოთახში, აცოცდა მისი პატარა დის საწოლზე, თოკის ერთი ბოლო კისერზე მოიბა მეორე საწოლის თავს მოაბა და თავი ჩამოიხრჩო. ის მაშინვე წაიყვანეს საავადმყოფოში მაგრამ მაინც გარდაიცვალა. პოლიციამ გამოჰკითხა მშობლები და მისი დები მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ოჯახში ბავშვთან ცუდად მოქცევის ფაქტები არ არსებობდა …

ადამიანები, რომლებიც ზე არის მოხსენიებული, ამ ფაქტორის წინაშე სხვადასხვა მიზეზებით წარდგნენ თუმცაღა, ჩემთვის ბოლომდე მიუწვდომელია..

მაშ ასე: ადგილები, რომელიც უბრალოდ უბიძგებს მათ ჩიდინონ “ის”…

  • Gate Golden Bridge , უფრო კონკრეტულად კი San Francisco-ს ღირსშესანიშნაობა…

  • ეს ის ხიდია, რომელიც 1937 წელს აიგო და მსოფლიოს უგრძელეს ხიდად ითვლება. ეს ხიდი არის აღიარებული როგორც TOP SUICIDE BRIDGE რადგან ამ ხიდს არ გააჩნია არანაირი ბარიერი თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილი ადამიანისათვის…..

………………………………………………………………………….

  • ამ ხიდმა დაახლოებით 1500 ადამიანს გაუჩინა სურვილი, მოეკლა თავი ლამაზად და რომანტიულად, როგორც ამერიკებელი იტყვიან “as fatal grandeur”


________________________________________________________________________________

  • Beachy Head

  • Beachy Head – აი ასე ეძახიან ამ ადგილს, რომელსაც სურათზე ხედავთ (მისი სიმაღლეა 162 მეტრი).

  • ის მდებარეობს ინგლისის ძველ საგრაფოში რომელსაც East Sussex უწოდებენ. ალბათ ფიქრობთ რითია ეს ადგილი ასეთი განსაკუთრებული..

  • ეს ადგილი წელიწადში 20 ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, საერთო ჯამში 500 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, რომლებიც ამ ადგილიდან გადმოხტნენ თვითმკვლელობის ჩასადენად …

სულ ეს იყო…

ჩემი პოსტები

ნეგრე წიანკა | Create your badge

ასევე პოსტის თანაზიარი გვერდი:

გაიცანით ჯო ბლექი

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close