წყალქვეშა მინი სასტუმრო -რომანტიკოსებისათვის
უნიკალურ შესაძლებლობას, რომ გაემგზავროთ წყალქვეშა რომანტიკულ მოგზაურობაზე გთავაზობთ კომპანია „Oliver’s Travels“. (ნახეთ ვიდეო:)
მინი-სასტუმროს წარმოადგენს რეალური წყალქვეშა ნავი, რომელიც აღჭურვილია
ყველა სახის აუცილებელი კეთილმოწყობით , რომლთითაც შეუძლია დაიკვეხნოს ნებისმიერმა მდიდრულმა სასტუმრომ. წყალქვეშა ნავს ეწოდება „Lover’s Deep“.
წყალქვეშა ნავი -„Lover’s Deep“ ასევე გთავაზობთ ჯუნიორ ლუქსებს განსაკუთრებული ფუფუნების მოყვარულთათვის. სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია თხევადკრისტალური ტელევიზორებით, ინდივიდუალური კლიმატის კონტროლით, მუსიკალური სალონით და აუზით.
თითოეული ნავი-ოტელის სტუმრების განკარგულებაშია – პირადი მსახურთუფროსი (ბატლერი) და VIP-კონსიერჟი.
გემში ჩაჯდომისთანავე წყვილს ხანმოკლე დასვენების მერე , ეპატიჟებიან რომანტიკულ ვახშამზე შამპანიურით და სფროდიზიაკებით.
მოთხოვნისთანავე, შეყვარებულ წყვილს შეუძლია ოკეანეში გასვლა, ასევე მათ შეუძლიათ დამღლელი ყოველდღიური ცხოვრებისაგან განმარტოება და შერწყმა წყალქვეშა სამყაროსთან…
ყველაფერ ამაში ისინი იხდიან $140 000 ამერიკულ დოლარს, ამიტომაც აუცილებელია მაქსიმალური კომფორტით უზრუნველყოფა, გათვალისწინებული უნდა იყოს სტუმრების ნებისმიერი სურვილი შეძლებისდაგვარად…
ნახეთ ვიდეო: