გასართობისაკითხავიუცნაური

როგორ აღნიშნავენ მექსიკაში სიკვდილის დღეს?


ამ პოსტით მე მოგიყვებით მექსიკელების უცნურ დღესასწაულზე “სიკვდილის დღეზე”…  

ამ დღეს 21 საუკუნეშიც კი ყველა ოჯახი ტრადიციული წესების მიხედვით აღნიშნავს!

ოქტომბრის მიწურულს მექსიკელები აღნიშნავენ სიკვდილის დღეს. ეს დღესასწაული ორი დღე გრძელდება: 1 ნოემბერს და 2 ნოემბერს. ამ დღეს ისინი იხსენებენ თავიანთ გარდაცვლილ მეგობრებსა და ნათესავებს…

მექსიკელები სიკვდილის დღეს სულც არ არიან მოწყენილები, პირიქით ისინი ამ დღეს გართობაში ატარებენ.

დღესასწაულის წინა დღეებში მაღაზიებში იყიდება სპეციალური სადღესასწაულო ნივთები: სიკვდილის პური, სანთლები, ყვავილები, შოკოლადები… ყველა ვალდებულია გასინჯოს სიკვდილის პური ამ დღესასწაულზე.

მექსიკელებს სჯერათ, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავები ამ დღესასწაულზე აპირებენ მათ სტუმრობას.

ისინი მათ სპეციალურ სუფრას უშლიან, სადაც დებენ ყველა იმ ნივთსა და საჭმელს რომელიც გარდაცვლილს უყვარდა. ასევე სუფრასთან  უდებენ წყლით სავსე თასს და პირსახოცს, რომ საჭმლის წინ გრდაცვლილმა ხელები დაიბანოს. შემდეგ გარდაცვლილის ნათესავები სანთლებს ანთებენ და ელოდებიან, როდის მოკითხავთ მათ მიცვალებული.

შუაღამისას ოჯახი ტოვებს სახლს და მიდის მათესავის საფლავთან. ოჯახი წმენდს საფლავს და ალამაზებს მას ყვავილებით და სანთლებით. შემდეგ მათ აქვთ პიკნიკი საფლავთან… ისინი ყვებიან საინტერესო ამბებს გარდაცვლილ ადამიანზე, სვამენ, ჭამენ, ცეკვავენ და მღერიან!

ასევე ისინი მიირთმევენ სპეციალურ ნამცხვრებს.. ერთ-ერთ მათგანში კი დამალულია იღბლის მონეტა. მექსიკელებს სჯერათ, რომ ვისაც მონეტა შეხვდება მთელი წლის მანძილზე ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ გაეკარება!

ასევე ამ დღეს ყველა ოჯახი გამოდის გარეთ, რომ მონაწილეობა მიიღონ მხიარულ მარშში, სადაც აუცილებელია სიკვდილის ნიღაბიგ ეკეთოს.

 

loading...
თეგები

Ruska

I Lcve You

მსგავსი ამბები

Close
Close