არქივი

შეცდომები ფილმებში: კარგი, ცუდი, ბოროტი…

2e21171b5c0f

მე მინდა ამ სტატიაში წარმოგიდგინოთ შეცდომები, რომლებიც დაშვებულია ფილმ “კარგი, ცუდი, ბოროტის” გადაღებისას.

1. იარაღის მაღაზიაში ტუკო (ბოროტი) სინჯავს ბელგიურ 10.4 მმ გალანდის რევლვერს, რომელიც გამოუშვეს სამოქალაქო ომის დამთავრებიდან ორ წელიწადში. (მოქმედება ვითარდება 1862 წელს)
2. ქერა (კარგი) ტუკოს თოკს წყვიტავს შაშხანით, რომელიც 1874 წელსაა გამოშვებული.
3. ჩიბუხი, რომელსაც იყენებს ანჯელო (ცუდი) მრავალი წლის შემდეგ შეიქმნა.
4. ფილმის ბოლოში, როდესაც ტუკო ჯვარზე დგას, უკან, მის მარცხნივ ჩანს მოძრავი მანქანა. (ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით).

484baad3279d

5. ფილმში ჩანს დროშა, რომელსაც 50 ვარსკვლავი აქვს, არადა მაშინ არ იყო ამერიკაში 50 შტატი.
6. როდესაც ქერა პირველად ჩადის მდინარეში მისი ტანსაცმელი უკვე სველია.
7. ფილმის ბოლოს, როდესაც ქერა მომაკვდავ ჯარისკაცს სიგარას აწვდის, სხვადასხვა კადრში სიგარა რამდენჯერმე იცვლის სიგრძეს.
8. როდესაც ქერა და ტუკო მიტოვებული ქალაქის ქუჩებში მიდიან მათი ჩრდილები იცვლის ადგილს.

114c6735af30

51daf2ca27b9

9. ერთ-ერთ მებრძოლს, რომელსაც კაპიტანო-თი მიმართავენ, ოფიცრის ფორმა აცვია.
10. როდესაც მას და ქერას ჯარი უახლოვდებათ, ტუკო ლანძღავს გრანტს და ადიდებს ლის, მაგრამ მათი სახელები იმ დროისთვის არ იყო ცნობილი.
11. უდაბნოში გადაღებულ არცერთ სცენაში არ ჩანს კაკტუსი. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ფილმი გადაღებულია ესპანეთში, რადგან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის უდაბნოებში საკმაოდ ბევრი კაკტუსია.
12. როდესაც ქერა ტოვებს ჯვარზე შემდგარ ტუკოს, უკან ჩანს გაჩერებული თეთრი მანქანა.

adefed44d727

13. სასაფლაოზე “უცნობი” ჯარისკაცის საფლავთან ახლოს ჩანს საფლავი, რომელზედაც სიკვდილის თარიღი წერია 1867, მოქმედება კი 1862 წელს ვითარდება.
14. ანჯელო ერთ-ერთ სცენაში ახსენებს ანდერსონვილის ციხეს, რომელიც გაიხსნა 1864 წელს.
15. . როდესაც უდაბნოში ეტლი გამოჩნდება, აშკარად ჩანს, რომ მას ვიღაც მართავს, არადა მასში ყველა მკვდარი უნდა იყოს.

42575b031c4a

16. როდესაც ტუკო აიძულებს ქერას თავი გაყოს ყულფში, ყულფის კვანძის ფორმა სხვადასხვანაირია ზარბაზნის გასროლამდე და მისი გასროლის შემდეგ.
17. ტუკო და ქერა ხიდს დინამიტებით აფეთქებენ, არადა იმ დროს დინამიტი არ იყო გამოგონებული.

თუ მოგეწონათ, კომენტარებში დაწერეთ რა ფილმებზე დავდო ესეთი პოსტები და დავდებ…

მსგავსი ამბები

Back to top button