საკითხავისამხედროსასარგებლო

მსოფლიოს საუკეთესო პისტოლეტები (BROWNING)

ამ პოსტში შემოგთავაზებთ თითქმის ყველაფერს BROWNING-ის შესახებ.

ჯონ მოუზეს ბრაუნინგი 1855 წლის 23 იანვარს ამერიკაში, იუტას შტატში დაიბადა. ბრაუნინგს 3 ცოლი და 22 შვილი ჰყავდა. პატარა ჯონი მთელს დროს მამამისის სახელოსნოში ატარებდა და იარაღის ყველა დეტალის დასახელება უფრო ადრე ისწავლა, ვიდრე წერა-კითხვა. მამამ სიკვდილის წინ მისი ბიზნესი ახალგაზრდა ჯონს გადასცა.  ბრაუნინგის ნიჭიერება პირველად ვინჩესტერის პრეზიდენტმა შეამჩნია. 1897 წელს დაიწყო ბრაუნინგისა და ბელგიური ფირმა Fabrique Nationale-ს (ნაციონალური ფაბრიკა) მრავალწლიანი თანამშრომლობა. ცხოვრების მანძილზე ჯონ მაუზეს ბრაუნინგი  61-ჯერ ესტუმრა ბელგიას, სადაც 1926 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჯონ მოუზეს ბრაუნინგი

შემდგომ მისი ნეშთი აშშ-ში გადაასვენეს და ყველანაირი სამხედრო წესების დაცვით დაკრძალეს.
ბრაუნინგი 1900 წლის მოდელი 

ბრაუნინგი 1910 წლის მოდელი

ბრაუნინგი 1922 წლის მოდელი

Browning – High Power

Browning – High Power (მაღალი სიმძლავრე) პირველად 1935 წელს გამოჩნდა. მისი ავტომატიკის მუშაობის პრინციპია ლულის მოკლე სვლა. მჭიდში 13 ცალი 9mm Para ყალიბიანი ვაზნაა ჭადრაკისებურად განლაგებული. პისტოლეტი გამოდიოდა როგორც ჩვეულებრივი ასევე 500 მეტრამდე სროლისათვის დასარეგულირებელი დასამიზნებელი მოწყობილობით და კონდახის დასამაგრებლით სახელურზე. მას აქვს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური დამცველი Browning – High Power ბელგიის გარდა მსოფლიოს 50 ქვეყნის შეიარაღებაში შედის. აღსანიშნავია, რომ ის პირველი პისტოლეტი იყო ასეთი დიდი ტევადობის მჭიდით. მისი წონა ვაზნების გარეშე 882 გრამს შეადგენს. სიგრძე 200 მმ, ლულის სიგრძე კი 136 მმ-ია. ვაზნის საწყისი სიჩქარე 350 მ/წმ-ია.
Browning High Power

 

Browning Buck Mark
 

ამ სპოტული 22LR ყალიბის მქონე პისტოლეტის სტანდარტული მოდელის წონა ვაზნების გარეშე 1.3 კგ-ს შეადგენს. მჭიდში 10 ვაზნა ეტევა. იწარმოება სხვადასხვა ლულის სიგრძის მქონე ვარიანტები.
Browning Buck Mark-ის მოდიფიკაციები.

Browning PRO-9

Browning BDM

პისტოლეტი Browning BDM პირველად აშშ-ში 1991 წელს გამოჩნდა და მისი წარმოება 90-იან წლების ბოლომდე გრძელდებოდა. Browning  BDM-ს ავტომატიკა აგებულია ლულის მოკლე სვლიანი სისტემით. იგი ბრაუნინგის სხვა მოდელებისგან განსხვავდება საკეტის დამჭერით, რომელიც თითქმის მთლიანად დამალულია და ჩარჩოს გარედან მხოლოდ პატარა ღილაკით არის გამოტანილი. იარაღის დასაშლელად ჩარჩოს მარცხენა მხარეს სპეციალური ბერკეტია განთავსებული, რომლის გადაწევის შემთხვევაში ლულა, საკეტი და დამაბრუნებელი ზამბარა წინ გაწევით ანცალკავდება ჩარჩოსგან . არა რეგულირებადი დასამიზნებელი მოწყობილობა და ტარის გვერდები 90-იან წლებში გამოსული სხვა ბრაუნინგების ბაზაზეა შექმნილი. ძირითადი განსაკუთრებულობა ამ პისტოლეტისა, საიდანაც გამომდინარეობს მისი დასახელებაც   BDM(Browning double Mode), არის სარტყამ-სასხლეტი მექანიზმის  მოწყობილობა. ის თითქმის ერთადერთი სერიული პისტოლეტია, რომელიც საშუალებას იძლევა ჩამონტაჟებული გადასართავის მეშვეობით ავირჩიოთ სარტყამ-სასხლეტი მექანიზმის მუშაობის რეჟიმი. მისი მექანიკური დამცველი ასევე ჩახმახის დამშვების როლსაც ასრულებს.  Browning  BDM – ს წონა ვაზნების გარეშე 870 გ-ს შეადგენს. მის მჭიდში ჩადის 15 ვაზნა.სიგრძე 200 მმ-ია, ლულის სიგრძე კი 119 მმ-ია.

სულ ეს იყო Browning-ის შესახებ. შემდეგში შემოგთავაზებთ ყველაფერს COLT-ის შესახებ

თეგები

armourer

hunter

მსგავსი ამბები

Close
Close