გამოგონებასამხედროსასარგებლო

TOP 10 “მომავლის იარაღი”

ამ პოსტში შემოგთავაზებთ მომავლის ომის  “ტოპ 10” იარაღს, ვფიქრობ მოგეწონებათ. :)

ნომერი 10. TDI KRISS Super V XSMG

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “TDI KRISS Super V XSMG”. მისი წარმოება ხდება შვეიცარიაში კერძოდ “ტრანსფორმაციული თავდაცვის მრეწველობის” ცენტრში. 45 კალიბრიანი “KRISS XSMG”-ის ტიპის ცეცხლასროლი იარაღი. მისი ინოვაციური დიზაინით და მოყვანილობით იგი მალე დაიმკვიდრებს ადგილს ამერიკის სამხედრო არსენალში.

ნომერი 9. CheyTac Intervention M-200

მწარმოებელი: CheyTac LLC. (ამერიკის შეერთებული შტატები). “CheyTac Intervention M-200”-ს
ხანგრძლივი სროლისთვის გამოიყენებენ როგორც სნაიპერები ასევე ქვეითები. ამ ირაღიდან გასროლილი ტყვია 2500 იარდს უპრობლემოდ ფარავს. ხოლო უკუცემა კი მცირე აქვს.

ნომერი 8. Active Denial System

მწარმოებელი: (ამერიკის შეერთებული შტატები). “Active Denial System”-ი სამხედრო მობილური მხარდაჭერის იარაღია. გამოგონილია რაკეტების ჰაერში გასანეიტრალებლად რაშიც მას ხელს უწყობს, უახლესი კომპიუტერული დანადგარები და ლაზერული ხელსაწყოები.

ნომერი 7. CBU-97 Sensor Fused

“CBU-97”-ი არის საჰაერო თავდასხმითი კასეტური ბომბი. მას გააჩნია სამიზნის ძებნის და განადგურების ფუნქციები. სამიზნის ძებნის რადიუსი 1500 ფუტია. მისი აფეთქების შემდეგ ნამსხვრევები 20 ფუტის მანძილზე გაიტყორცნება და ანადგურებს ყველაფერს რაც გზად შეხვდება.

ნომერი 6. CornerShot

მწარმოებელი: Corner Shot Holdings LLC (ისრაელი). “CornerShot”-ში გაერთიანებულია ორი იარაღი, იგი დაკეცვის შედეგად გარდაიქმნება ორიგინალურ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღად, მისი გაშლის შემთხვევაში თვალნათლივ ჩანს წინა მხარეს მოთავსებული ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, ხოლო პისტოლეტის ლულაზე დამაგრებულია კამერა რაც გაძლევს იმის საშუალებას, რომ მტერს შეუმჩნევლად ესროლო კუთხიდან და გაანადგურო.

ნომერი 5. Metal Storm Stacked Projectiles

მწარმოებელი: Metal Storm (ავსტრალია). ვინაიდან მისი ტყვიების სიჩქარე წარმოუდგენელ სისწრაფეს აღწევს უკუცემაც დიდი აქვს, ამიტომ ავსტრალიელმა მეცნიერებმა ამ შესანიშნავი იარაღის მანქანაზე დამონტაჟება გადაწყვიტეს. ამ იარაღის ტყვიებს კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს, ისინი თავად მისდევენ სამიზნეს იმ შემთხვევაში თუ ის გაიქცევა ან რაიმეს ამოეფარება.

ნომერი 4. Boeing YAL-1 Airborne Laser

მწარმოებელი: Boeing / U.S. (საჰაერო ძალები). “Boeing YAL-1” საჰაერო სადესანტო თვითმფრინავია, მას შეუძლია ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების თავიდან აცილება და მიმართულების შეცვლა თვითმფრინავის “ცხვირზე” დამონტაჟებული მოწყობილების საშუალებით.

ნომერი 3. Dragon Skin Body Armor

მწარმოებელი: Pinnacle Armor (ამერიკის შეერთებული შტატები). ტრადიციული სხეულის დამცავი “ტყვიაგაუმტარი ჟილეტი” იგი შედგება კერამიკული ფირფიტებისგან, რაც საშუალებას იძლევა უფრო მეტ ნასროლ ტყვიას გაუძლოს ჟილეტმა.

ნომერი 2. SWORDS Weaponized Robot

მწარმოებელი:TALON Robotics at Foster-Miller (ამერიკის შეერთებული შტატები). წარმოიდგინეთ ჯარისკაცი, რომელსაც არც ჭამა სჭირდება, არც ძილი და ადამიანისთვის სახიფათო ადგილებშიც უპრობლემოდ შეუძლია გასვლა. ეს რობოტი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოგონებაა. იგი შეიძლება აღიჭურვოს ყველა იმ იარაღით რასაც რიგითი ჯარისკაცი ატარებს და ვინ იცის იქნებ მომავლის ომში ადამიანებმა კი არა რობოტებმა იბრძოლონ?!

ნომერი 1. 8 Megajoule Electromagnetic Railgun

მწარმოებელი: (ამერიკის შეერთებული შტატები)-ს სამხედრო საზღვაო ძალები. ამ უნიკალური იარაღის ხიბლი იმაშია რომ იგი არ იყენებს რაკეტებს. მისი ძალა ელექტრომაგნიტური ველის წარმოქმნაში და მის ლულში მოთავსებაშია, საბოლოოდ ეს ისეთი საბრძოლო იარაღი გამოვა როგორიც ყოველ ჩვენთაგანს ბევრ ფანტასტიკურ ფილმში გვინახავს.

თეგები

pshaveli

ubralod pshaveli

მსგავსი ამბები

Close
Close