საკითხავისასარგებლოსურათები

Prey 2


Prey 2 – კომპიუტერული თამაში FPS ჟანრში, RPG ელემენტებით და ღია სამყაროთი. თამაშს ქმნის Human Head Studios, ხოლო მის გამომცემლად გვევლინება Bethesda Softworks. პროექტი გამოვა 2012 წლის ბოლოს პლატფორმებისთვის PC, Xbox 360 და PS3. ის სიკველია 2006 წლის ვიდეოთამაშისა Prey.

Prey 2-ს წინა ნაწილთან არაფერი არ აკავშირებს, მათ უბრლოდ ერთი სახელი აქვთ. Prey 2 ეს არის ისტორია “თავებზე მონადირისა” კიბერპანკ ქალაქში, რომელიც დასახლებულია სხვადასხვა უცხოპლანეტელი არსებებით. პროტაგონისტს ერქმევა კილიან სამუელსი – ჯერ კიდევ ახლო წარსულში ის იყო უბრალო ა.შ.შ-ს არმიის ჯარისკაცი, მაგრამ ზუსტად ის თვითმფრინავი, სადაც კილიანი იმყოფებოდა, ოკლაჰომაზე გადაფრენისას, “ჩაყლაპა” უცხოპლანეტურმა ხომალდმა.

თამაში იწყება იმ სცენიდან, როდესაც კილიანი იღვიძებს თვითმფრინავის ნანგრევებს შორის, რომელიღაც გიგანტურ უცხოპლანეტურ ხომალდზე და პირველად ხედავს მშობლიურ პლანეტას დედამიწას კოსმოსიდან. ის ცდილობს იპოვოს გადარჩენილები, მაგრამ გამოჩნდებიან უცხოპლანეტელები და მას გაააბრუებენ.

შემდეგ მოქმედებები გადაიწევს რამდენიმე წლის შემდეგ. ჩვენ აღმოვჩნდებით მომავლისეულ ქალაქ ბოუვერში, რომელიც მოგვაგონებს ლოს-ანჯელესს კინოფილმიდან “სამართებელზე მორბენალი”(Blade Runner). ჩვენ ვიქნებით “თავებზე მონადირე”, რომელსაც ირგვლივ ყველა იცნობს. ჩვენ გვეყოლება, როგორც მეგობრები ისე მტრები, მაგრამ არ გვემახსოვრება როგორ მოვხვდით აქ. ამის გარდა კილიანი – ერთერთია ადამიანთაგან ირგვლივ, ქალაქის დიდ ნაწილზე დასახლებულები არიან სხვადასხვა რასის უცხოპლანეტელები. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიმოძრაოთ ქალაქში: მთავარ გმირს შეუძლია აძვრეს სხვადასხვა ადგილებზე პარკურის სტილში (შეგვიძლია ვიმოძრაოთ, როგორც სახურავებზე, ისე ქუჩებზე). შემქმნელებმა ეს იდეა აიღეს მულტიპლეიურ თამაშიდან Brink და ექშენ-სათავგადასავლო თამაშიდან Mirror’s edge.

გეიმპლეის მნიშვნელოვანი ელემენტია – ვიზორი. ის საშუალებას გვაძლევს ვხედავდეთ კედლებში და ადრეულად გამოვააშკარავოთ ჩვენი მოწინააღმდეგე. ამ დროს ყველა ობიექტი და პერსონაჟი განათდება სხვადასხვაფერად. თუ ვიზორით შევხედავთ უბრალო გამვლელს, შეგვეძლება გავიგოთ მისი ვინაობა და რა უწყვია ჯიბეებში, შეგვეძლება ასევე ქურდობაც. მაგრამ, როგორც სხვა თამაშებში ღია სამყაროთი, პოლიცია არ იქნება უსაქმოდ – თუ რამდენჯერმე მოვხვდებით ირგვლივ დაყენებული კამერების ობიექტივში ქურდობისას, ჩვენზე გამოაცხადებენ ძებნას. ქალაქში იქნება სხვადასხვა მაღაზიები, გამყიდველები და სხვა პერსონაჟები. მისიის აღება შეგვეძლება სპეციალურ ტერმინალებში. თამაში არახაზოვანია, ანუ შეგვიძლია ის ჩვენ გემოზე წარვმართოთ, ხოლო არჩევისთვის ყოველთვის იქნება რამოდენიმე მისია.

არსებითად Prey 2 თითქმის როლური თამაშია, ოღონდ დადგმული დიალოგების და გამაძლიერებელი ქულების გარეშე. მაგრამ არჩევანს თქვენ არავინ წაგართმევთ, ეს ყველაფერი ხდება თამაშის პროცესში და არა გამოყოფილ დიალოგის სცენებში. მაგალითად თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ ინფორმაცია ადგილობრივი ბანდიტისგან, შეგეძლებათ მას ფული მისცეთ, რომ მოგიყვეთ ყველაფერი. ან ძალისმიერი მეთოდით დააძალოთ ამის გაკეთება.

თუ თამაშის დროს მოგიწევთ შენობაში შეღწევა თქვენ ამას შეძლებთ უამრავი ხერხით, მაგალითად: მთავარი კარიდან, უკანა კარიდან, მეორე სართულის ფანჯრიდან, სახურავიდან. თამაშში შესაძლებელი იქნება ცოცხალი ფარის აყვანაც.

როგორც შუთერი Prey 2 შესანიშნავია – ძალიან კარგად იგრძნობა იარაღი, ხოლო გმირი სჩადის ყველაფერს, რაც კი შეიძლება თავში მოგივიდეს. მას შეუძლია სროლა სხვადასხვა მდგომარეობიდან – კარნიზზე დაკიდებულსაც კი. სირბილისას კი გმირი სწრაფი მოძრაობებით გადალახავს წინაღობებს პარკურის სტილში. გაქცევისას მსხვერპლი დაგიგებთ მინი ხაფანგებს და ა.შ – თამაშში იქნება უამრავი სახეობის გაჯეტი, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ სხვადასხვაგვარი სიტუაციიდან სხვადასხვაგვარად გამოვაღწიოთ. თუ კილიანი დევნისას გადაეყრება სტანციონალურ ტყვიამფრქვევს თქვენ მოგიწევთ გააქტიუროთ ენერგიული ფარი, ურაგანული ცეცხლისგან თავდასაცავად. თქვენ ასევე შეგეძლებათ გააქტიუროთ ანტიგრავიტაციული წრე, რომ ჰაერში აიტაცოთ მტერი, რომელიც იმალება ტყვიამფრქვევის ჯავშნის უკან. თამაშში იქნება 30 სახეობაზე მეტი იარაღი განსხვავებული ფუნქციის ტყვიებით.

მსხვერპლის დევნა მოხდება სხვადასხვა ადგილებში – მაღაზიების, ღამის კლუბების, ბაზრებს შორის და სხვა ადგილებში. და ბოლოს როდესაც მსხვერპლს მივიმწყვდევთ კუთხეში, ჩვენ დავდგებით ისევ არჩევნის წინაშე, რადგან მან შეიძლება შემოგვთავაზოს უფრო მეტი ფული თავისუფლების სანაცვლოდ, ვიდრე მისი დაჭერისას მივიღებთ. შესაძლებელია საჭირო ინფორმაციის სანაცვლოდ მოგვთხოვოს გაშვება. ხოლო როგორ მოვიქცევით ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი იქნება.

შემოგთავაზებთ ტრეილერს და 5 წუთიან დემოს:

http://www.youtube.com/watch?v=WMZva__rU14

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close